ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: რატომ
ჟანრი: პოეზია
14 აგვისტო, 2010


ვიპლაგიატოთ

მსგავსი ლექსების უსაშველოდ ატანა არ მაქვს,
დავაი ყველა თავფურცელი ნიკის მივანდოთ,
წამო ჩემთან და შეშლილების გასაფანტავად,
თუნდ კაკ მინიმუმ სიგიჟეზე ვიპლაგიატოთ.

ვიპლაგიატოთ როგორ სკდება დანტე შურისგან,
ჰეი ბაირონ, ჰეი რემბო, ჰეი გოეთე,
იცით მე ახლაც სახელს სახელს ისევ ვურითმავ,
და ეს რითმებიც შეშურდებათ ვითომპოეტებს.

ვიპლაგიატოთ უმიგნებოდ, უშნოდ, ურითმოდ,
თორემ დრო ცდილობს სტრიქონები თავად მიაგდოს,
ვიპლაგიატოთ მაგრამ წამო ისეც ნუ ვიზამთ,
რომ არაფერი აღარ დარჩეს საპლაგიატო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები