ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არაჩვეულებრივიწევრი
ჟანრი: პოეზია
15 აგვისტო, 2010


ლალი... ლელა... ლილი... ლოლა...







ლალი



ლალი...
გაიტრუნა დრო და
მხოლოდ ჩუმი სუნთქვის კვალი
ყურთან,
ოცნებებად მქონდა
მკერდზე დანახული ხალი
ლალი…
შემომხედე ჰოდა,
ჰოდა შემომხედე ლალი...
თითქოს ნიავია თმაში
და ჩვენ...
ჟამის სივალალით
დარდი შეგვერია ხმაში
როგორ შეგვერია ლალი...
ლალი…
შემომესმა სევდად
ლაალიიიი,
ოცნებებად ლალი
ცოდვად ვნებას დამადებდა
სეტყვა,
ქარი
ხოშკაკალი,
ქარი
ლექსებს დაფხრიწავდა
დღეს ხომ იმედია ხვალის
ქალი,
რის ოცნებაც მწვავდა
ახლა წამებაა
ლალი
მე ვარ მღელვარე და მშვიდი
ისრებს
გადავღუნავ სწორებს
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
დროის ჩამოვუშვებ შტორებს
სივრცე ხასიათში მიზის
ვამღვრევ ბობორქობის ჩანჩქერს
ნეტავ მიზეზია რისი
მზერას განშორებას ვარქმევ
წამი...…
გატრუნულა დრო და
ვეღარ გეუბნები ლალი
ლალი…
კორვალოლიც მქონდა
აჰა ვალიდოლი ლალი...
ლალი...
შვიდი
ექვსი
ხუთი
მკერდზე ოცნებაა ხალი...
ლალი
შენთვის ვღებავ ღამეს...
ლალი
მენატრები ლალი...





ლელა




ლელა...
გაიტრუნა დრო და
ფეთქვა ტალღასავით ღელავს
დარდი
მე იმხელა მქონდა -
ვერავინ შეძლებდა შველას
ლელა
შემომხედე ჰოდა,
ჰოდა შემომხედე ლელა...
თითქოს ნიავია თმაში
ხმაში
ჟამი გაიწელა
დარდი შეგვერია ხმაში
როგორ შეგვერია ლელა...
ლელა
შემომესმა სევდად
ლეეეელაააა,
ოცნებებად ლელა
ცოდვად ვნებას დამადებდა...
სეტყვამ,
ქარმა
გამახელა,
ქარი
ლექსებს დაფხრიწავდა
გულზე დარდმა დამანელა
ქალი,
რის ოცნებაც მწვავდა
ახლა წამებაა
ლელა
მე ვარ მღელვარე და მშვიდი
ისრებს
გადავღუნავ სწორებს
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
დროის ჩამოვუშვებ შტორებს
სივრცე ხასიათში მიზის
ვამღვრევ ბობოქრობის ჩანჩქერს
ნეტავ მიზეზია რისი
მზერას განშორებას ვარქმევ
წამი...…
გატრუნულა დრო და
ვეღარ გეუბნები ლელა
ლელა
კორვალოლიც მქონდა
აჰა ვალიდოლი ლელა...
ლელა..
შვიდი
ექვსი
ხუთი
მალე გავიჭრები ველად...
ლელა
შენთვის ვღებავ ღამეს...
ლელა
მენატრები  ლელა...






ლილი




ლილი...…
გაიტრუნა დრო და
მკერდზე აგაწყვიტე ღილი
დღეს გულს ოცნებებად მოსწვდა
გუშინ აკრძალული ხილი
ლილი
შემომხედე ჰოდა,
ჰოდა შემომხედე ლილი..
თითქოს ნიავია თმაში
მორჩა
ჟამი სიყმაწვილის
დარდი შეგვერია ხმაში
როგორ შეგვერია ლილი...
ლილი
შემომესმა სევდად
ლიიიილიიიიი,
ოცნებებად ლილი
ცოდვად ვნებას დამადებდა
სეტყვა,
ქარი
გადაღლილი,
ქარი
ლექსებს დაფხრიწავდა
ისევ უიმედოდ ვტირი
ქალი,
რის ოცნებაც მწვავდა
ახლა წამებაა
ლილი
მე ვარ მღელვარე და მშვიდი
ისრებს
გადავღუნავ სწორებს
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
დროის ჩამოვუშვებ შტორებს
სივრცე ხასიათში მიზის
ვამღვრევ ბობოქრობის ჩანჩქერს
ნეტავ მიზეზია რისი
მზერას განშორებას ვარქმევ
წამი…
გატრუნულა დრო და
ვეღარ გეუბნები ლილი
ლილი…
კორვალოლიც მქონდა
აჰა ვალიდოლი ლილი...
ლილი...
შვიდი
ექვსი
ხუთი
მკერდზე აგაწყვიტე ღილი
ლილი
შენთვის ვღებავ ღამეს...
ლილი
მენატრები ლილი...





ლოლა




ლოლა...
გაიტრუნა დრო და
განცდის საცეცები მქოლავს
დარდი
მე იმხელა მქონდა -
გულის აფეთქების ტოლა
ლოლა
შემომხედე ჰოდა,
ჰოდა შემომხედე ლოლა...
თითქოს ნიავია თმაში
ხმაში
ჟამის არის თრთოლა
დარდი შეგვერია ხმაში
როგორ შეგვერია ლოლა...
ლოლა…
შემომესმა სევდად
ლოოოოლაააა,
ოცნებებად ლოლა
ცოდვად ვნებას დამადებდა
სეტყვა,
ქარი
გამაყოლა,
ქარი
ლექსებს დაფხრიწავდა
გულზე დარდის შემოწოლა
ქალი,
რის ოცნებაც მწვავდა
ახლა წამებაა
ლოლა
მე ვარ მღელვარე და მშვიდი
ისრებს
გადავღუნავ სწორებს
ოთხი
ხუთი
ექვსი
შვიდი
დროის ჩამოვუშვებ შტორებს
სივრცე ხასიათში მიზის
ვამღვრევ ბობორქობის ჩანჩქერს
ნეტავ მიზეზია რისი
მზერას განშორებას ვარქმევ
წამი...…
გატრუნულა დრო და
ვეღარ გეუბნები ლოლა
ლოლა
კორვალოლიც მქონდა
აჰა ვალიდოლი ლოლა...
ლოლა..
შვიდი
ექვსი
ხუთი
მკერდზე ოცნებაა ზოლად...
ლოლა
შენთვის ვღებავ ღამეს...
ლოლა
მენატრები ლოლა...





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები