| ავტორი: თამარელა ჟანრი: პროზა 21 ივლისი, 2008 |
თამარელა არაბული გობელენის ქსოვა,ანუ გზა ჯუთიდან არხოტამდე
ზაფხულს ჩემს სოფელს, ჯუთას ავედით მე და ჩემი მამიდაშვილი ქეთო. ზუსტად ისეთ დროს მოგვიწია ჩასვლა, რომ მეორე დღეს არხოტში ათენგენობის დღესასწაული იმართებოდა და ჩვენც, რა თქმა უნდა, განვიზრახეთ არხოტს გადასვლა. ჩვენს მოგვარე ბერდიას ვთხოვეთ მეორე დღისთვის ცხენები შეეკაზმა და წამოგვყოლოდა, რადგან გზა არხოტამდე ძალიან ჩახლართული და საშიშია.... იმ ღამეს არ მძინებია. მზერას ვერ ვწყვეტდი ჯუთის თავზე დედაჩემის გულივით გადაშლილ ჭორფლიან ცას. მისი ფერთა გამა საოცრად ერწყმოდა მთათა სისადავეს და ყურთასმენას არაგვის გამხეცებული ხმაურით მიხშობდა. ვგრძნობდი, თუ როგორ გრგვინავდა არაგვი, ვგრძნობდი მის თითოეულ ამონასუნთქს, რომელიც დროდადრო ქაფურ ნისლად ეფინებოდა ჩემი საწოლის წინ შუშაბანდს და თხელი სიფრიფანებით ეფერებოდა მას, რომელიც იმ დროს ისეთივე გამჭვირვალე იყო, როგორც ჩემი სული... საოცრად ჩამითრია ხმაურიანი ღამის იდუმალებამ... გათენდა ღამე და მთვარემ ასპარეზი დაუთმო მზეს, რომელიც ისე მილეულიყო და მისუსტებულიყო, რომ ღრუბლებს ეყუდებოდა თავის გასამაგრებლად. მე წამოვდექი. სხვა ჯუთელები უკვე კარგა ხნის ამდგრები იყვნენ და საქმიანობდნენ: ქორძო, მანგია და ჯურხა სკოლის კარში ცხენებს ნალებს უჭედავდნენ, აშექალი და მზექალო კი ღალანგურობის მზით დამწვარ ბავშვებს ტკბისველს უსვამდნენ სახეზე. მეც გარეთ გავედი და ნოტიო ჰაერს სხეული შევუშვირე. შემცივდა... შემაჟრჟოლა და ჩემი სხეულიც ისევე ჟრიალებდა, როგორც ჩემ წინ ჭიუხთა პოდიუმი არაგვის ქაფის ფონზე. სხეული მათ გაჰყურებდა, თვალი კი ცვრიან ბალახზე ხარბად კოტრიალობდა. ჯუთური მთების ქროლვა მარცხნიდან მაწვებოდა და თვალებიდან კურცხლებს მადენდა, რომ- ლებიც სუსტი მზით აბრჭყვიალებული ცვარივით ეყარა ჩემს სახეს. შორით ქრისტესისხლები მიმზერდნენ და მაწითლებდნენ. ამ ბუნების ზეწარში ჩვილივით გახვეული ვიდექი და ვკანკალებდი, როგორც ბალალაიკის სიმები არხოტზე სიმღერისას და ისე ხტუნავდნენ და ცეკვავდნენ ჩემი სახის ნაკვთები, როგორც „გარმონზე აცეკვებული თითები თუში ქალისა”. ამ დროს ბერდიამ გამომძახა: „გამაეარ, თამარელო, შამაახტ ცხენს, თორო ქო ეგრ შაგვაგვიანდების არხოტიონთ ათენგენობაზედ! დროით, ქალავ!” ქეთოც და ბერდოც უკვე შემომსხდრები დამხვდნენ ცხენებზე და მეც წამში შემოვახტი ჩემს გრძელფეხება ცხენს... ცა გაწმენდილი ჩანდა, თუმცა მაინც გვეცვა სამ-სამი ჯემპრი და ორ-ორი შარვალი... გავუდექით გზას, მაგრამ ჯერაც არ ვიცოდი, რამსიგრძე იქნებოდა იგი, რომელიც, როგორც ჯუთის მესაზღვრეების ჭოგრიტით დავთვალეთ, თორმეტიოდე მაღალი მთის უკან უნდა ყოფილიყო... როდესაც მესაზღვრეებს გავცდით, დაიწყო სასიამოვნო დაბლობი, ამიტომ ჩვენმა ხევსურულმა შინშობამ ძლიერ გააჭენა ცხენთა ტრიო. ველური ვარდივით მივაჭენებდი ცხენს და გავკიოდი, რადგან კიოდა სული, რომელსაც ხევსური ქალის სისხლი ძლიერ მოსწოლოდა... თმაგავწეწილვართ მე და ცხენები და საოცარი სისწრაფით პირწინ მქროლვარენი უცებ შევჩერდით, რადგან წინ პირველი მაღალი მთა ჩაგვემგზავრა. იმდენად სწრაფად მოხდა ამხელა სიჩქარიდან შეჩერება, რომ წინ წავვარდი და ცხენს თავზე წამოვაჯექი, რომელმაც, ჩემი საქციელით გაკვირვებულმა, ცინიკური ცხენურობით ამომხედა თვალთქვეშიდან და მე - წაკუზული - გამასწორა... აი, დაიწყო გობელენის ქსოვა და მე, ქეთო და ბერდია მთებზე ვიქეცით იმ თითებად, რომლებიც ნელ-ნელა ქსოვდნენ გობელენს და სხვადასხვა ფერად კვეთდნენ მის ორნამენტებს... გზა, მართლაც რომ, საქსოვი დაფასავით იყო... ზე-ქვე-ზე მოძრაობით ნელ-ნელა ფერს იცვლიდა მთათა პალიტრა... თავიდან ნაცრისფერ მთაზე ვიწყეთ ცხენებით სვლა, თუმცა ნელ-ნელა ისე მაღლა და მაღლა მიიწევდა გზა, რომ ცხენებიდან ჩამოსვლა მოგვიწია და ფეხით ავმაღლდით... ვქსოვდით გზას - გობელენს, რომელსაც დასასრული არ უჩანდა... როგორი დამღლელი ყოფილა შიშველი ხელებით ქსოვა... ავდივართ ზევით და უკან მოგვყვებიან ცხენები ფრუტუნ-ფრუტუნით... ნელ-ნელა თავბრუს ხვევამ ამიკლო... გვერდზე მთები მომეცეკვებოდნენ ხტუნვა-ხტუნვით, თვალებს მიხვევდნენ და რამდენეჯერმე ლამის გზიდან გადავვარდი. არ მახსოვს, როგორ, მაგრამ მთის კულმინაციას ანუ წვერს მივაღწიეთ. ჩვენი სხეულები ისე ჩაესვენნენ დაღმართზე, როგორც გადაღლილი თითები მქსოველის კალთებში... ნელ-ნელა ბუნების თვალიერებით გაღიმებული სახე ამერია და მალე წარბებშეკრული შემოვაჯექი ცხენს და განვაგრძე გზა. უსიამოვნოდ მივინჯღრეოდით მე და ცხენი... მეც მციოდა, მასაც და სხვა დანარჩენებსაც. ცხენებს გაზები აწუხებდათ მთათა ცივი სიმაღლის გამო და მე, ორი თანამგზავრის გარემოცვაში მყოფი, ხან მათ შუაში და ხანაც უკან მოვექცეოდი, ვლოცულობდი, რომ ქარს წინიდან არ დაებერა, მაგრამ ამაოდ. ცხენთა გავის სურნელებით გაბრუებული, მთლად მივილიე და ცხენმა წაიღო უმართავი ჩემი სხეული. არ ვიცი რამდენი „ზევითქვევითი” შემხვდა, რამდენ წითელ, მწვანე, ყავისფერ და შავ მთას გადავუარეთ, მაგრამ უცბად გამოვფხიზლდი და ლაგამს ძლიერ მოვქაჩე, მოულოდნელობის გამო ჩემი ცხენი ორ ფეხზე შედგა და მეც, მოუმზადებელი, კინაღამ უკან, არაგვით ჩარეცხილ შორ ხევში ჩავიჩეხე. ცხენის გაჩერების მიზეზი კი ის იყო, რომ დაიწყო მაღალი მთის კიდეზე ზემოთ მიმავალი, ძაფივით წვრილი ბილიკი, რომელზეც მხოლოდ ნეკა თითი თუ დაეტეოდა... გზა წითელ-წითელი, ქვიშიანი ქვებით იყო აჭრელებული. ცხენს შემოვაჯექი და როგორც დაცდილი მქონდა, ერთი უზანგიდან ფეხი ამოვყავი და მეორე მხოლოდ ფეხის წვერით დავიჭირე, რადგან თუ ცხენს ფეხი დაუცდებოდა, უცბად შევძლებდი გადმოხტომას და გადარჩენას. ცხენმა ჩლიქის წვერებზე დაიწყო სიარული და მეც ამ ვიწრო ბილიკზე ისე დავიჭიმე, რომ ბოლოს ცხენზე მჯდომის ფორმით „გადმომიღეს” ცხენიდან, დაღლილობისგან ჩავიკეცე სწორედ იმ მთის ძირას, რომელიც, ბერდოს თქმით, ყველაზე მაღალი და, ამავდროს, ყველაზე ბოლო, რთული მთა იყო... სწორედ აქ იყო სახევსურეთოს გასაყარი... დავიტანჯე მისი სიმაღლის დალაშქვრით, მაგრამ როდესაც მის წვერს მივაღწიეთ, საოცარი რამ ვნახე... წლების წინ ქვებით აშენებულ სანახში ბოთლით არაყი იდგა, რომელიც ამოვიღეთ და მის სანაცვლოდ ჩვენი ბოთლი ჩავდგით შემდეგი გამომვლელისათვის, რომელიც შეიძლება ერთი, ანდა ორი წლის შემდეგ მოსულიყო ამ ადგილას... ასეთია სახევსურეთოს წესი. ყველამ თითო ჭიქა შევსვით, დავილოცეთ: „გწყალობდესთ”, - და უცებ გავხურდით. ამ სიცივეში ჩემს სხეულს იმდენად ესიამოვნა არაყი, რომ მოსვა, პირში ჩაიგუბა და ამოუსუნთქავად გადაყლაპა... წამში ისე გაბრუვდა, რომ სიცილხარხარით ჩაფრინდა მომდევნო დაბლობზე... ასაოცარი რამ იყო დაბლობი... ისე იყო ლურჯი ყვავილებით თვალებდაჭყეტილი, რომ მათ შემყურემ, მეც დავჭყიტე თვალები, ცდუნებას ვერ გავუძელი და მათ ნეტარებაში ჩავგორდი. ო, რა სასიამოვნო იყო... კარაქის სადღვებელასავით ოთხმოც ბრუნს ვაკეთებდი წუთში. ბოლოს, თავბრუდახვეული, მაღალი ბალახიდან წამოვიწიე და დიდის სილაღით შემოვახტი ცხენს. წინ მივიწევდი და კარგა ხანი ზურგით ხარბად გავცქეროდი ამ სილურჯეს, თუმცა ეს სიამოვნება მალე გამიყუჩა თოვლმა. არ ვიცი, ამ სიმწვანესა და სიხასხასეში საიდან მოვხვდი თოვლიან გზაზე, თუმცა, აშკარა იყო, რომ წინ სახიფათო დაღმართებზე მომიწევდა სრიალი... ჩვენ, ტრიომ, კიდევ ერთხელ შევსვით არაყი და ცხენთა სისწრაფეზე მიბმულები დავეშვით თოვლიან დაღმართზე. იმდენად გასაკვირი იყო ეს ყველაფერი, რომ ამ სიწყვდიადეში სიცილი ამიტყდა... საშინელი სისწრაფით ვარდებოდა და იკარგებოდა ჩემი ხმა ბარისახოსკენ გადასახვევში... მივსრიალებდით ნისლში მე და ცხენი. მეცინებოდა, რადგან უაზროდ მივსრიალებდი და არ ვიცოდი სად, როდის ან როგორ გავჩერდებოდი... ცხენსაც ეცინებოდა და დროდადრო კბილებს მიკრეჭდა.. მალე მქსოველმა თეთრი ძაფიდან თითები სხვა ფერის ორნამენტის ქსოვაზე გადაანაცვლა... როგორც ჩანს, მწვანე ძაფს, რომელიც ცისფერი ფერებით იყო გაწყობილი, გვერდით მოგორავე შავი ძაფი ნაადრევად შეეზილა და აიხედეს თითებმა და ავიხედეთ ჩვენც... შავი, სქელი კანტი გადაკვროდა ცას... ოო, უკვე დაღამებას იწყებდა... ბერდიამ წამით გაგვაჩერა და ავტომატი, რომელიც მესაზღვრეებს გამოვართვით, ცაში ორჯერ გაისროლა. დათვი, რომელიც თურმე უკან მოგვყვებოდა, მთათა მიმოხვევებში გააგდო... რაღაც საშინელმა შიშმა შემიპყრო. კოალასავით შემოვეხვიე ცხენს და მისი კისრის დაჭიმულობაზე გავწექი... უკვე საკმაოდ დაბნელდა... ბერდიას ცხენი ნაპერწკლებს ყრიდა ნალებიდან და გადიდებულ თვალებს მჭრიდა... უცებ ბერდო შემობრუნდა და გაგვაფრთხილა, რომ გადავედით იმ გზაზე, სადაც ბოლოში მიმავალს ეშმაკები დაედევნებიან ხოლმე და მათი მოშორება მხოლოდ უკან ხელების ქნევითა და „გამერიდნეთ ეშმეებოს” ძახილით შეიძლებოდა... მე, ისედაც ყველაზე დამფრთხალი, უფრო დავფრთხი, ცხენი „სიჩქარეში ჩავაგდე” და „გაზს მივაწექი”... ქეთინოს კი გაეცინა, ეს რა ხუმრობააო, თუმცა, როგორც კი ბოლოში მოექცა, კივილით ისე შემოჰკრა ცხენს ფეხები, რომ წინ „ჩამიწუილა”... ბოლოს მაინც მე მოვხვდი უკან და გულგახეთქილმა მთელი ეს გზა ხელების ქნევითა და ”გამერიდნეთ, ეშმეებოს” ძახილით გავაშიშე... მალე სულ მთლიანად ჩამობნელდა, მძიმე ღამე შემოაწვა მსუბუქ მთებს და ჩემს გულს... ათენგენობის დღესასწაულზე დაგვაგვიანდა... ალბათ სუფრები უკვე გაიშლებოდა და დასტურიც ჩამოატარებდა გაუფილტრავ ლუდს... ამ ფიქრში ვიყავი, როდესაც ცხენები შევაჩერეთ და წყლის დასალევად ჩავიდნენ ქეთოც და ბერდიაც. მე ცხენზე დავრჩი და ღამის მშვენიერებას მივეთვალე... ღამე ისე სათუთად იყო მოქსოვილი, როგორც ბებიის თავსახვევი, რომელიც ახლაც მამაჩემის საფლავზე ფრიალებს და ისევე ეფერება მას, როგორც ღამის აბსტრაქცია მთების სიკონკრეტეს... ვარსკვლავები აკამკამებული, იმედიანი ცრემლებივით ეკიდნენ ცაზე და უსაზღვრო იდუმალებას ქმნიდნენ... ამხელა ცა თავმდაბლურად დაჰყურებდა მთებს და მათი ფერთა შერწყმის მიხედვით ეხმატკბილებოდა გამას... მარჯვნივ ნაძვიანი მთები ემზადებოდნენ დასაძინებლად, მარცხნივ ქვიანი მთები უკვე ყვინთავდნენ ღამის განათებულ ნისლში, ხოლო ჩვენი მთა ნელნელა იძინებდა იმ იავნანაზე, რომელსაც დღისით ხმაურიანი არაგვი ახლა დიდი სიმშვიდითა და სინაზით უმღეროდა... მათი ურთიერთობით განაოცები, გულში ერთსა და იმავეს ვიმეორებდი: „რაკარგუაი ხართ, მთებო, ღმერთო, შენ სასწაულებ ეგეთებ არს, რომ ქოოდიოდ გამაადგების ჩემს კალამს... მიაც მინდ მთაი ვიყ, მარა არ შამიძლაავ”... არხოტს სანამ ცხვირით არ მივეჯახეთ, მანამ ვერ დავინახეთ... უცნაურია.. ჩემი სხეული უსაზღვრო სიხარულით აივსო, დაეშვა არაგვთან, რომლის გადაღმაც არხოტი გიზგიზებდა და დასრულდა კიდეც გობელენი... თითებმა დაისვენეს და დაეშვნენ მოსვენებით... თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს მქსოველს გობელენის გასასუფთავებლად მისი წყალში ამოვლება გადაეწყვიტა და ისე უცებ ჩამივარდა დაბალი არაგვის გადაკვეთისას ცხენი მის სიღრმეში, რომ ვერც კი მოვასწარი გააზრება, თუ როგორ ჩავყვინთე წყალში, როგორ დამეცა ცხენის გავა და როგორ ამოვაღწიე წყლიდან... ერთი კი კარგად მახსოვს, როდესაც ჩემი სახე წყალმა და ცხენის მძიმე გავამ გადაფარა, თვალწინ წარმომიდგა ჩემი განვლილი ცხოვრება... მახსენდებოდა საუკეთესო წუთები და შორით მესმოდა დედაჩემისა და ჩემი დის ვარდთამფრქვევი ხმით ძახილი... უსაზღვრო შიშმა შემიპყრო... უკვე იმდენად იყო სველი ჩემი თვალები, რომ ცრემლმა გამოსაჩენი ადგილი ვეღარ იპოვა და გულში ჩამიბრუნდა... ყველაფერი წამებში ხდებოდა, თუმცა, დამიჯერეთ, იმ წყლის ქვეშ მთელი საუკუნე გავატარე... დავინახე მამაჩემი და დავრწმუნდი, რომ ჩემი წაყვანა უნდოდა, თუმცა როგორც კი ხელი გავუწოდე, მაშინვე წარბები შეიკრა და ამაყად გამშორდა... ალბათ ეგონა, რომ თან წაყვანას ვთხოვდი და მაგიტომ მიმატოვა, თუმცა, რა იცოდა, რომ მამის ალერსს მოკლებულს, პირიქით, მისი აქეთ წამოყვანა მინდოდა... უცებ ყველაფერი გაქრა, ცხენი ზევით ავიდა და შემომესმა შინშების ძახილი... ზევით ავყვინთე და შეშინებული ამომიყვანეს წყლიდან... გაფითრებული და აკანკალებული დიდხანს ვიყავი ბერდიაზე დაყრდნობილი და გული უსაზღვრო წყენით მევსებოდა და იცით, რა მწყინდა? - ცხენის ღალატი... მთელი ეს გზა ერთად გამოვიარეთ, ერთად შევეჭიდეთ მთის სირთულეებს, ერთად ვჭამდით და ვსვამდით და როდესაც მეგონა, რომ უკვე დამეგობრებულები ვიყავით, იმ დროს მიმატოვა... წყლიდან ისე ამოვიდა, რომ წამითაც კი არ უცდია ჩემი დახმარება... აი, ეს ყოფილა „გობელენის ქსოვის ხელოვნება”... არაგვით გალუმპული ისე გადამკიდეს ცხენზე, როგორც სველი ნაბადი გრძელი ხის ჯოხზე გასაწურად... მივედით არხოტს და, როგორც დასტურმა გვითხრა, „გობელენის” არაგვში ამოვლება ათენგენობის წმინდა ღამეს დიდი მადლი ყოფილა... ანუ არაგვს მივუღივარ და ნამდვილ ხევსურად მოვუნათლივარ... ასე, ხინკლების სუნში გახვეულმა მივიძინე მშფოთვარედ არხოტულ ქვის სახლში, რომელშიც მთელი ღამე თავზე დამყურებდა სალოცავის დიდი კოშკი და იმ მადლს მაფრქვევდა ზედ, რომელი მადლითაც მე ვლოცავ ამ მოთხრობის ყოველ წამკითხველსა და ჩემი პროზის თანამგზავრს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. მაგრა თამუუშ შენ რავა ხარ გოგო? სკაიპში მოგწერეეეეეეე გიპოვე :* მაგრა თამუუშ შენ რავა ხარ გოგო? სკაიპში მოგწერეეეეეეე გიპოვე :*
10. :) აუ რასაინტერესო კომენტარებიააა თქვენ შემოგევლეთ და დაგეკონეთ გულშიიიი ! მიყვარხართ უზომოდ --------ნეტოჩკა,ათენგენობა ყველგან სხვადასხვა დროსაა.ჩვენთან ჯუთაში ივლისის ბოლო შაბათს უწევს,,ისე წლევანდელი თანხვდება არხოტიონთა ათენგენობას :) აუ რასაინტერესო კომენტარებიააა თქვენ შემოგევლეთ და დაგეკონეთ გულშიიიი ! მიყვარხართ უზომოდ --------ნეტოჩკა,ათენგენობა ყველგან სხვადასხვა დროსაა.ჩვენთან ჯუთაში ივლისის ბოლო შაბათს უწევს,,ისე წლევანდელი თანხვდება არხოტიონთა ათენგენობას
9. გენაცვალე შეეეენ :) ეხლა არის მალე ათენგენობა ხოლ? გენაცვალე შეეეენ :) ეხლა არის მალე ათენგენობა ხოლ?
8. 5555თამარელას 5555თამარელას
7. შემოქმედად ჩამოყალიბებისათვის ჯერ კიდევ გჭირდება შრომა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო განწყობა შემიქმენი_5 შემოქმედად ჩამოყალიბებისათვის ჯერ კიდევ გჭირდება შრომა, მაგრამ იმდენად სასიამოვნო განწყობა შემიქმენი_5
6. თამარელა არაჩვეულებრივად ყვები, ადგილ-ადგილ ცოტა გრამატიკულ ამოვარდნას მოვკარი თვალი მგონი, მაგრამ გაჭეენებული ცხენიდან კარგად არ ჩანდა :) 5 თამარელა არაჩვეულებრივად ყვები, ადგილ-ადგილ ცოტა გრამატიკულ ამოვარდნას მოვკარი თვალი მგონი, მაგრამ გაჭეენებული ცხენიდან კარგად არ ჩანდა :) 5
5. ძალიან ლამაზად წერ... სიამოვნებით წავიკითხე
ერთიორ ადგილას ცოტა მომაკლდა, მაგრამ მაინც 5 ქულა
ეს "და მე - წაკუზული - გამასწორა" ამ ყველაფერში ცოტა უხერხულად ჟღერს, სხვა სიტყვა ჯობია ჩემი აზრით.
და ეს კი რეალობაა მაგრამ სისასტიკე... "ცხენს შემოვაჯექი და როგორც დაცდილი მქონდა, ერთი უზანგიდან ფეხი ამოვყავი და მეორე მხოლოდ ფეხის წვერით დავიჭირე, რადგან თუ ცხენს ფეხი დაუცდებოდა, უცბად შევძლებდი გადმოხტომას და გადარჩენას."
და მერე ითხოვ ცხენისგან რად მიმატოვაო საწყალი ცხენი ძალიან ლამაზად წერ... სიამოვნებით წავიკითხე
ერთიორ ადგილას ცოტა მომაკლდა, მაგრამ მაინც 5 ქულა
ეს "და მე - წაკუზული - გამასწორა" ამ ყველაფერში ცოტა უხერხულად ჟღერს, სხვა სიტყვა ჯობია ჩემი აზრით.
და ეს კი რეალობაა მაგრამ სისასტიკე... "ცხენს შემოვაჯექი და როგორც დაცდილი მქონდა, ერთი უზანგიდან ფეხი ამოვყავი და მეორე მხოლოდ ფეხის წვერით დავიჭირე, რადგან თუ ცხენს ფეხი დაუცდებოდა, უცბად შევძლებდი გადმოხტომას და გადარჩენას."
და მერე ითხოვ ცხენისგან რად მიმატოვაო საწყალი ცხენი
4. თამარ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.. საერთოდ არვარ მიჩვეული შეფასებებს..იშვიათად თუ ვინმე წაიკითხავს ჩემს ნაქარგებს :) თამარ დიდი მადლობა ასეთი შეფასებისთვის.. საერთოდ არვარ მიჩვეული შეფასებებს..იშვიათად თუ ვინმე წაიკითხავს ჩემს ნაქარგებს :)
3. თამუნიააააააააააააა სიხარულო მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? ძალიან გამეხარდა შენი კომენტარი რომ ვნახეეეეე :* თამუნიააააააააააააა სიხარულო მე კარგად ვარ შენ როგორ ხარ? ძალიან გამეხარდა შენი კომენტარი რომ ვნახეეეეე :*
2. ხევსური არა ვარ, მაგრამ, ულამაზესად გაქვს გადმოცემული ყველაფერი. გგონია სამნი მიჭენაობდით? მეოთხეც იქვე მოგყვებოდით კვალში და თქვენთან ერად მიწეწავდა ქარი დალალებს! დიდი მადლობა, თამარელა, ამ სიამოვნებისთვის! 10 ქულა, ალალი და დაუყვედრებელი! ხევსური არა ვარ, მაგრამ, ულამაზესად გაქვს გადმოცემული ყველაფერი. გგონია სამნი მიჭენაობდით? მეოთხეც იქვე მოგყვებოდით კვალში და თქვენთან ერად მიწეწავდა ქარი დალალებს! დიდი მადლობა, თამარელა, ამ სიამოვნებისთვის! 10 ქულა, ალალი და დაუყვედრებელი!
1. თამარელა როგორ ხარ? ხევსური_თამუნია ვარ :) 5 შენ თამარელა როგორ ხარ? ხევსური_თამუნია ვარ :) 5 შენ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|