ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ელი1981
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2010


***

ასწიე ჭიქა...
მზის სადღეგრძელოს
რა უცნაურად ხვდები...
გახსენი შუბლი,
შესვი ეგ ღვინო,
ღვინო ყურძენმზეფერი.
ასწიე ჭიქა...
მზე თუმც ერთია,
შენს თვალში სხვებსაც ვხედავ...
იქნებ ეს მხოლოდ მზემ დაგაბნია
სხივები მბრწყინავფერად...
იქნებმც, ასეა,
მაგრაგ მე ბევრიმზე მინდა დავინახო!
ასწიე ჭიქა
ჩემო პატარა,ჩემო პატარა კახო!
ოცდამეერთეს დღესაც არ ჩაქრეს
ეგ მზე ალალისფერი!...
აანთე გული,
მზის სადღეგრძელოს
მოწყენა არ შეჰფერის!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები