ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიტ.ჯე-ლი აფირისტი
ჟანრი: პოეზია
16 აგვისტო, 2010


* * *

ჩემს მზეს გრძელი დღე თუ არ ექნება,
შენ გქონდეს ფრთები ჩემო ქართულო!
ვაშა, სასწორზე ბედის შეგდებას,
ოღონდ სამშობლოს სასიქადულოდ!

ვაშა მძლავრ ტალღას ტალღაზე მიჯრილს,
სხივებს გატყორცნილს ცაში დაშნებად,
ისარს, რომელიც პირდაპირ მიჰქრის
და არ აპირებს დაბლა დაშვებას!

მას გაუმარჯოს, გრძნობა სიმძაფრის
რასაც იტაცებს, რაც აღმა მიდის,
რაც განუხრელად მაღლა ისწრაფის
და თვალს უსწორებს დარტყმას და სიკვდილს!

რწმენით თრობას და დაუმცხრალ დუღილს,
როცა ძარღვებში ცეცხლი ჩაღდება,
როდესაც ვაჟკაცს არაფრად უღირს
საკუთარ თავზე ხელის აღება!

შუქს გაუმარჯოს, არ იქცეს ნისლად,
შუქს გაუმარჯოს, სულ რომ მატულობს!
ვაშა, სიკვდილზე ხმალდახმალ მისვლას,
ქვეყნის და ხალხის სასიქადულოდ!



P.S. მთავრობის მოგზავნილი არ გეგონოთ ლიტ.ჯე-ს ჯაშუსი ვარ :)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები