 | ავტორი: გადელა ჟანრი: პროზა 22 ივლისი, 2008 |
არავინ არ ისჯება ისე როგორც ის ვინც ყოველივეს არ შესწირავს თავის სიყვარულს,ასეთები მუდამ მარტო დარჩებიან ამქვეყნად და არავინ ისე საცოდავი არაა,როგორც მარტოსული... ყველაფერი უბრალოდ სულ უბრალოდ დაიწყო:ზაფხულის ბოლო თვე იყო აგვისტო მშვენიერი,მზიანი დღე იყო.. დღე როდესაც დაიწყო ჩვენი უჩვეულო ურთიერთობა.დღე რომელმაც სიხარულით და იმედებით ამავსო..დღე რომელიც ალბათ მოგონებად დამრჩება.სიყვარული?რა არის იგი?სად არის ჩემი სიყვარული ?ნუთუ უკვალოდ გაქრება?დაიკარგება?სიყავრული ხომ თავად ღმერთია შეყვარებული ადამიანისთვის?ხოლო:"თუ სიყვარული ღმერთი ყოფილა,შენ ხარ ჩემი სიყვარული და თავად ღმერთიც".სიყვარული ის ფაქიზი გრძნობაა რომლის დროსაც სამყარო უფრო ლამაზი გეჩვენება,მაგრამ დღეს კი...ჩემს გულში წვიმს და შენს ნაცვლად ცრემლებ დადენილს კარი მეპარება.მთელი დღეები შენზე ვფიქრობდი,ერთიანად ოცნების მორევში ჩაძირული რაღაცას ვიგონებდი ,ოცნების კოშკებს ვაგებდი,სინამდვილეში კი საოცნებო კოშკები ჩამოიმსხვრა და იმ ძლიერი შენობიდან სრულიად აღარაფერი დარჩა ....არაფერი სინანულის გარდა.მიყვარდი და ვტიროდი ,მენატრებოდი და მაშინაც უიმედოდ,უშედეგოდ ვტიროდი..ახლაც ვტირი,ვტირი რადგანაც ვიცი წარსულს ვეღარასოდეს დავიბრუნებ.ახლა კი მინდა მხოლოდ ის იცოდე ,რომ მიყვარხარ ისე, როგორც ვერასდროს ვერავინ შეგიყვარებს,რადგან ეს სიყვაული უძლიერესია.შენ არ ისურვე , არ იბრძოლე ჩვენი სიყვარულის შესანარჩუნებლად,ალბათ ღმერთმაც ასე ინება მე მუდამ მემახსოვრება ის დრო ,როცა სიყვარულით აკიაფებული თვალებით შემომცქეროდი ჩვენ თითქოს რაღაც უხილავი გაკავშირებდა...ვიცინოდით და თითქოს შენც გიხაროდა,შენი სიხარულით ვხარობდი,შენი ტანჯვით ვიტანჯებოდი.ბოლოს ყეველაფერი შეიცვალა,ძველებურად აღარ მწყალობდი სანუგეშო სიტყვებით,შენ ვერ გამიგე ,მე კი ყოველთვის მესმმოდა შენი.ჩემი სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა,ის სიხარული,შენ რომ გეკუთვნის მხოლოდ,რომელიც ერთადერთია უამრავ სიყვარულს შორის და რომელიც შეიძლება სხვამ ვერც გაიგოს,შენთვის კი ყველაფერი: "დამშვიდობებაც ხომ არ მაცალე ასეთი იყო შენი ცდუნება, და ის წარსული შენ რომ გაცვალე აღარასოდეს დაგვიბრუნდება..." თურმე სიყვარულებს შორის ყოფილა ერთადერთი სიყვარული,რომელმაც ღალატი არ იცის,ეს დედობრივი სიყვარულია.ცნობის მოყვარეობა არ მასვენებს ,რატომ გამცვალე?ნუთუ ისეთი სასტიკი იქნები,რომ არ მეტყვი რა დავაშავაე შენს წინაშე .მე შენ დამცინე,მე სიყავარულისთვის არასდროს დამიცინია რადგანაც ვიცი რომ ცხოვრებაში სიყვარულს არ უნდა დაცინო,შეიძლება შენ წინ დაიჩოქოს ისეთმა ადამიანმა ,რომელიც არ გიყვარს მაგრამ იცოდე არ გაუთელო სიყვარული,არ დაუნგრიო ოცნების კოშკი,ნუ შეიყვარებ მაგრამ დაჩოქილს გვერდით არასდროს არ აუარო,რომ თავმოყვარეობას გაუფრთხილდეს.მართალია სიყვარულის დროს ადამიანი ამაზე არ ფიქრობს,მაგრამ მან ხომ მხოლოდ იმიტომ დაიჩოქა ,რომ სიყვარულთან ბრძოლაში უძლური აღმოჩნდა. გავა დღეები ..მე კი.. ისევ მეყვარები,ჩუმად მეყვარები...წვიმა მოვა და ვიფიქრებ,წვიმის წვეთებად შენ მომევლინე,მზე ამოანათებს და გარწმუნებ,რომ ჩემს სარკმელში შემოჭრილი სხივი შენ იქნები... მე კი..მერე ალბათ ჩუმადვე გადაგიყვარებ ,თუ შევძელი,ან უბრალოდ თავს დავირწმუნებ რომ ასეა....ეს ზაფხული მალე გაივლის ....მერე ისევ მოვა....ჰო,მოვა და ისევ წავა....წავა უშენოდ.უშენოდ შევეგებები მაისის თვის პირველ დღესაც, "ჩემი სიყვარული შენ არ შეგაწუხებს გულში მეყოლები დარდად ჩემი სიყვარული შენ არ შეგაწუხებს ოღონთ შენ იყავი კარგად...." ყველაფერს სულ ყველაფერს გაპატიებ,შენც მომიტევე გთხოვ.....მაგრამ შენს ფიქრებში გატარებულ თეთრ ღამეებს ,შენზე დაღვრილ ცრემლებსა და ფუჭ ოცნებებს ვერასდროს ვერ გაპატიებ რადგან: "შენს მცირეოდენ წყენას სულ უმნისვნელო წვრილმანს სდევს ჩემი სევდა დიდი, ჩემი ცრემლების წვიმა..." მაპატიე ....მაპატიე ,რომ ასე მოხდა ,ასე შეიცვალა ყველაფერი,ის ოცნებები ,ის იმედები ლამაზი და სევდიანი ღამის,პაპატიე რომ უკითხავად შემიყვარდი... მოვიდა ზაფხული ,ისევ მოდის ....მაგრამ რა?უშენობა ყველაფერს უდრის,მარტო დავრჩები და სხვა გაზაფხულს დაველოდები....მოვა დრო...შენს გულში სიყვარული დაისადგურებს,მაგრამ ჩემი არ იქნება და ერთხელაც არ გაგახსენდება ,რომ არსებობს ვიღაც ვისაც შენ მუდამ ახსოვხარ და თუ მოგაგონდეს აუცილებლად კითხე საკუთარ თავს ,არსებობს კი ის "ვიღაც" დღეს? "სანთლები ტირიან და იცი რატომ? მათ შემცოდველი ერთი ყავთ მარტო ის ერთიც მე ვარ და იცი რატომ? ....................................................
ეს ბოლო აღსარება მაპატიე...ვიცი,მესმის,რომ შენგან ერთობ ბევრი რამის პატიებას ვითხოვ...მაგრამ მაინც მაპატიე....მშვიდობით საყვარელო.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ცრემლების წვიმა არ შემიძლია, არ მიწყინო რა ჩემო ............... ცრემლების წვიმა არ შემიძლია, არ მიწყინო რა ჩემო ...............
7. არ წავიკითხე :) არ წავიკითხე :)
6. ლამაზი ბავშვობა. სიყვარულისათვის, თუნდაც დაუკითხავისათვის პატიება არ ითხოვო. ლამაზი ბავშვობა. სიყვარულისათვის, თუნდაც დაუკითხავისათვის პატიება არ ითხოვო.
5. გულწრფელია, ძალიან გულწრფელი, ამიტომ 5, ისე, უფრო რომ დახვეწო, ურიგო არ იქნება.
უჰ, რა საშინელებაა ეს ცალმხრივი სიყვარული თურმე. გულწრფელია, ძალიან გულწრფელი, ამიტომ 5, ისე, უფრო რომ დახვეწო, ურიგო არ იქნება.
უჰ, რა საშინელებაა ეს ცალმხრივი სიყვარული თურმე.
4. ახსარება არა, აღსარებაა სწორი ფორმა. ახსარება არა, აღსარებაა სწორი ფორმა.
3. შეიბრალე ეს "სიყვარული" ძაან ფიტავ ...უზომო სიტკბოთი შეიძლება გამწარდეს გემო ასე რომ "ზომიერება"-ს მიაქციე ყურადღება მაგრამ იდეაში ამას მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე არვიცი როგორ მიხვდები ამ ნათქვამს... შეიბრალე ეს "სიყვარული" ძაან ფიტავ ...უზომო სიტკბოთი შეიძლება გამწარდეს გემო ასე რომ "ზომიერება"-ს მიაქციე ყურადღება მაგრამ იდეაში ამას მუშაობა სჭირდება საკუთარ თავზე არვიცი როგორ მიხვდები ამ ნათქვამს...
1. გადელა, დედი, ახლა სასწრაფოდ შედი ნაწარმოებში და შეცდომები გაასწორე, კორექტურა გაუკეთე ნაწერს, უამრავგან თ-ს ნაცვლად - ტ წერია, შ-ს ნაცვლად - ს... ამახინჯებს ტექსტს. ამის გამო კი, - ქულები დაგაკლდება. კლავიატურაზე შიფტი ხომ მუშაობს? არ დაგეზაროს, გაასწორე! შინაარსს - 5 გადელა, დედი, ახლა სასწრაფოდ შედი ნაწარმოებში და შეცდომები გაასწორე, კორექტურა გაუკეთე ნაწერს, უამრავგან თ-ს ნაცვლად - ტ წერია, შ-ს ნაცვლად - ს... ამახინჯებს ტექსტს. ამის გამო კი, - ქულები დაგაკლდება. კლავიატურაზე შიფტი ხომ მუშაობს? არ დაგეზაროს, გაასწორე! შინაარსს - 5
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|