ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანუთახ
ჟანრი: პოეზია
18 აგვისტო, 2010


გვირილა ქარში

ქანაობს ქარში
ბედს მინდობილი
თეთრი გვირილა –
ჩემი დობილი.
რა მერე –თუკი
შეაცლი ფურცლებს?
გვირილაა და
ყველაფერს უძლებს.
იცის, რომ მიხვალ,
ერთგულად გელის
– კრთომა აქვს მისკენ
წაღებულ ხელის...
არადა,სხვამ რომ
მოწყვიტოს მაშინ,
და დაიბნიოს
სილაღით თმაში,
არ გიყვარდიო,
ხომ დააბრალებ
არ დაინანებ,
არ შეიბრალებ...
გვირილა ქარში
იმედით გელის,
შიში აქვს თუმცა
გაწვდილი ხელის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები