ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: არაჩვეულებრივიწევრი
ჟანრი: პოეზია
23 აგვისტო, 2010


ჩემს მტრებს ამ საიტზე!



ტვირთი დამაქვს პოეტის! ამიტომ გშურთ ჩემი, ხო?
თქვენ რა იცით ამ სულის მოფარფატე ოცნება?
თუ მოვნახე მომენტი, გადაგიხდით, მე ვიყო
ცუდი ლექსის ავტორი!  ნეტავ შემიხორცდება?
ის იარა, რომელიც თქვენ ამ სულზე დამატყვეთ
რომ შეკარით პირი და მოიტანეთ შეტევა
ჩემზე – ასეთ უნაზეს არსებაზე... დააშრეთ
ჩემში ყველა სურვილი... თქვენთვის არ მემეტება
ჩემი სტროფი არც ერთი, სიფაქიზით ნაკვები,
აღმაფრენით, სინაზით, სინარნარით მოსილი
ვიცი არ შემეშვებით, მაინც ბოღმით გასკდებით
არ გავხდები მე თქვენი გემოვნების მორჩილი!
მთელი რაზმი მესევით, რატომ, რა დაგიშავეთ?
სულ არ მაინტერესებს... მაინც რატომ მესევით?
მაგრამ მე ხომ ისეთი რაინდები მიცავენ
ჩემი უფაქიზესი სულისფერი მესერით!
თქვენ ვერ მომეკარებით, ნუ მოდიხართ, გაიწით,
თქვენ არ შეგალახინებთ ჩემს პოეტურ ღირსებას!
სიყვარულით ავავსე მე მთელი ეს საიტი,
თქვენგან დაკოდილი კი, გული – არ მომირჩება!
ეს იცოდეთ სუყველამ – ჩემზე დაგეშილები,
ვინც მე გულს მტკენს,მაბრაზებს, ღმერთისაგან კრულია...
თქვენი ბოღმებისათვის მე არ გავიწირები,
ამ ლექსის ადრესატიც მხოლოდ სიყვარულია!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები