| ავტორი: გიო-გიო ჟანრი: პოეზია 27 აგვისტო, 2010 |
ბრუციან ვარსკვლავზე გაჩენილი ვარ და წლებს ასე ვითვლი: შენ, ჰეი, ერთი,უხ შენი- ორი და ა.შ. რაც თავი მახსოვს,შუაღამის პირველზე ვწვები და ჩემი გულის გადაგზავნას სიზმრებთან ვიწყებ. ვიწყობ ფარდაგებს,დახუთული ოთახის მიღმა მტრობს გზის ხმაური, მე შევდივარ ამ ძველ სხეულში,როგორც ხსოვნის გამოქვაბულში არქეოლოგად,მოგონებებს დავსდევ ნიჩბებით,ვასუფთავებ, სამუზეუმო ყუთში ვაწყობ ფრთხილად,ლამაზად და ვხუფავ დროის გაცვეთილი თავსახურავით...დრო აღარ მყოფნის ამ ბოლო ხანს...ვეჩვევი(ახლა აქ ყოფნაა უფრო მთავარი) რაც არ მიყვარდა,ახლა გახდა ფასდაუდები,თვით ჩემს სხეულსაც ვაკვირდები დღეში ათასჯერ...(სულ არ შეცვლილა) ინარჩუნებს უნაოჭობას, მოჩანს სულს იქით(სადაც ალბათ ღმერთის ქარი ქრის) ყველა წვრილმანი,სიცოცხლეს რომ გამიწვრილებდა, მინდა და არ მწამს,მინდა და მწამს, ანდა..არ ვიცი, რომელია უფრო მთავარი...რასაც მეტს ზომავ,ეკარგება სიგრძე-სიგანე,, ღირებულება(უღირსობას დიდი სხვენი აქვს)ეს ორი დღეა სისხლში ვიმატებ, ვიკლებ წონაში,(ანგელოზთან თავიც ვიმართლე)დავჯექი და ძველებურად ლექსიც მოვარტყი... მინდა და მწამს,არ მინდა და არ ვიწამებ,(ხმამაღალია)... მე უღმერთოდაც,ღმეთიანად...და ა.შ.მირჩევნია ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
11. "დრო აღარ მყოფნის ამ ბოლო ხანს...ვეჩვევი(ახლა აქ ყოფნაა უფრო მთავარი) რაც არ მიყვარდა,ახლა გახდა ფასდაუდები,"
ჩამაფიქრა..:) "დრო აღარ მყოფნის ამ ბოლო ხანს...ვეჩვევი(ახლა აქ ყოფნაა უფრო მთავარი) რაც არ მიყვარდა,ახლა გახდა ფასდაუდები,"
ჩამაფიქრა..:)
9. გიო,მაკას ძალიან მოეწონა შენი პოეზია,გაიხარე,ველოდები კიდევ და კიდევ:) გიო,მაკას ძალიან მოეწონა შენი პოეზია,გაიხარე,ველოდები კიდევ და კიდევ:)
7. სათაურმა შემომიტყუა და 5 გამომტყუა :):):):):):):) სათაურმა შემომიტყუა და 5 გამომტყუა :):):):):):):)
6. ყოჩაღ სეხნი! +2 ყოჩაღ სეხნი! +2
5. მე შევდივარ ამ ძველ სხეულში,როგორც ხსოვნის გამოქვაბულში არქეოლოგად,მოგონებებს დავსდევ ნიჩბებით,ვასუფთავებ, სამუზეუმო ყუთში ვაწყობ ფრთხილად,ლამაზად და ვხუფავ დროის გაცვეთილი თავსახურავით...
მირჩევნია ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
:) მე შევდივარ ამ ძველ სხეულში,როგორც ხსოვნის გამოქვაბულში არქეოლოგად,მოგონებებს დავსდევ ნიჩბებით,ვასუფთავებ, სამუზეუმო ყუთში ვაწყობ ფრთხილად,ლამაზად და ვხუფავ დროის გაცვეთილი თავსახურავით...
მირჩევნია ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
:)
3. ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
საოცარია... უდავოდ მართალიც ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
საოცარია... უდავოდ მართალიც
1. ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი. ეს ბილიკი ვტკეპნო ბოლომდე,ვიდრე სხვის გზაზე დაცდენილი ვთვალო ნაბიჯი.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|