ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნუგ-ზარი
ჟანრი: პოეზია
27 აგვისტო, 2010


ავადმყოფი სიცოცხლე

რაა საოცარია...მაინც ვერ გავიგე...
როგორ დავბნეულვარ, ქუდიც მომიხდია,
მოვუყვებით ბილიკს მე და მაცხოვარი
ცაა მტირალა და ცაც ხომ წყლის წვეთია...
ვბორგავ, სარკმელია ოდნავ შეღებული
მაინც არ ვიჯერებ, ვმართავ ისტერიას,
ვიძრობ ცხოვრებას, რომ მივხვდე წაგებული
ომი თამაშია, იქაც მარცხდებიან
და დგას წვეთოვანში ჩემი სუნთქვის წვეთი,
ცლიან, ავსებენ და ისევ იცლებიან...
რკინის ლოგინი დგას, ვწევარ დალეული,
ახლა ყველაფერი ერთი სიზმარია,
რომ ხვალ ქირურგია ჩემი მაცხოვარი,
რომ ხვალ ცაც იტირებს -
ცაც ხომ წყლის წვეთია...
კედლებს სულით მოაქვთ, ბრძოლა დაწყებული,
მე კი ვიმეორებ, ესეც თამაშია...
ქირურგს ჩემი გული უდევს ხელისგულზე,
რკინის მარწუხებით დადის სიცოცხლე და
იმედს უტოვებენ გარეთ გულწასულებს.
შენ კი კიბეებზე გყოფნის ადგილი, რომ
ჩემთვის ილოცო და მაინც გეშინია...
რაა საოცარი, მაინც ვერ გაიგე...
სახეს ბროწეულისფერი დასდებია...
ბილიკს მიუყვებით შენ და მაცხოვარი
ცაა მტირალა და ცაც ხომ წყლის წვეთია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები