 | ავტორი: ეთი-ეთი ჟანრი: პროზა 27 აგვისტო, 2010 |
მეგონა,რომ
მე ძალიან,ძალიან დიიიდი ვიყავი,აი ამდენის(კოტიტა,ბუთხუხა ხელიდან ამაყად ვშლიდი სამ თითს). მთელს მსოფლიოში არავინ იყო მამიკოზე მაღალი. დედიკო კი სუუულ ყველაზე ლამაზი მყავდა... ტკბილეულის ბუფეტში ბუა იჯდა და ტკბილეულს დარაჯობდა. ჩემი ბალახებისა და ყვავილებისაგან მომზადებული წვნიანი ყველაზე გემრიელი იყო და მამაჩემი დიდი სიამოვნებით მიირთმევდა. როცა ბალერინა გავხდებოდი,იმ ქალზე ბევრად ლამაზი კაბა მეცმებოდა და ბევრად უკეტესად გავივლიდი ფეხის წვერებზე,ტელევიზორში რომ ჩანდა. ბაღში ყველაზე უგემურ და საშინელ საჭმელს ამზადებდნენ.ნანა მასწავლებელი(ნაშუადღევს რომ გვაძინებდა)ყველაზე ცუდი,თამრიკო მასწავლებელი კი(პიანინოზე რომ უკრავდა)ყველაზე ლამაზი იყო მასწავლებლებს შორის! ჩემი ბაღელი გიორგი ყველაზე აბეზარი და სულელი ბიჭი იყო.(ჩემს გარეშე ბაღში ვერ აჩერებდნენ და ბავშვები იძახდნენ,რომ მისი შეყვარეული ვიყავი). ერთ დღესაც ყველა ვარსკვლავს დავთვლიდი(ჯერ მხოლოდ ოცამდე ავდიოდი). მამაჩემი აუცილებლად მიყიდდა რაკეტას და მზეზე გავფრინდებოდი.
* * *
მეგონა,რომ
დედამიწა იყო სიბრტყე,რომლის დასასრულთან აუცილებლად მივცოცდებოდი და იქედან ქვემოთ ჩავიხედავდი,უჰ!...რამსიმაღლიდან მომიწევდა გადახედვა.(ცოტათი მეშინოდა). აუცილებლად მაგვიანდებოდა სკოლაში(დილის რვის ნახევარზე) ყველაზე საშინელი საჭმელი კარაქიანი პური იყო(ყოველ დილით სამარეულოს კარადის უკან რომ ვმალავდი). ნინო მასწავლებელი არ ჭამდა,არ სვამდა,არ იძინებდა(ერთი სიტყვით ადამიანი ნამდვილად არ მეგონა). ყველა ბიჭი ისეთივე ბოროტი იყო,როგორც ჩემი მერხელი ზურა.კიკინებს მაწიწკნიდა,ორჯერ ქოლგა დამიმტვრია და ბოლოს ჩანთა ნაკუწებად მიქცია.როგორც გაირკვა ამ ”ბოროტმოქმედებას” საკმაოდ კეთილშობილური საფუძველი ჰქონია.თურმე ვუყვარდი. ყოველ დღე დღიურში ორი წითელი ფრიადი უნდა მყოლოდა(თუ სამსაც დავითვლიდი,მაშინ ხომ...) როცა დედოფალი გავხდებოდი,აუცილებლად ჩავიცმევდი დედაჩემის სადედოფლო კაბას და მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს.
* * * მეგონა,რომ
უკვე დამოუკიდებელი ვიყავი(რადგან პირადობის მოწმობა ავიღე). სკოლა აღარასოდეს მომენატრებოდა,კლასელებს კი ისედაც ვნახავდი. უკვე დიდი გოგო ვიყავი(ბოლოსდაბოლოს 18 წლის!)/ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი უფრო მიხდებოდა(მერე რა,სულ ცოტათი მტკენდა ფეხებს) სიყვარული ჩემი საქმე არ იყო,ჯერ უნდა მესწავლა,მერე კარგი სამსახური მეშოვნა,მერე კი...აი მერე ვნახოთ!(ამას ხმამაღლა ვამბობდი,ისე აღფრთოვანებული ვკითხულობდი რომანებს,ვიმეორებდი გალაქტიონის სტრიქონებს,შექსპირის სონეტებს). ყველა ანგელოზს ფრთები,ეშმაკს კი რქები უნდა ჰქონოდა. ყველა სევდა აჩრდილისფერი იყო და ადამიანები მუდამ თან ატარებდნენ.ჩემი კი განსაკუთრებული იყო-ცისფერი,და ყოველთვის თვალებში მემალებოდა. წინა ცხოვრებაში შტეფან ცვაიგის ”უცნობი ქალის წერილის” მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი(რა ვქნა,გულწრფელად მეგონა). ოცნება ყოველთვის შეიძლებოდა,ფიქრი კი-არა. ფრანგული ყველაზე ლამაზი ენა იყო მსოფლიოში. პარიზს აუცილებლად ვნახავდი,თან გაზაფხულზე.
* * * მგონია,რომ
არც ისე დიდი ვარ (მერე რა,რომ წლოვანების საჩვენებლად სამი თითი აღარ მყოფნის და ოცი მჭირდება) ხვეული თმა ძალიან მიხდება. საკმაოდ საინტერესო უნდა ვიყო (იმედია). მსოფლიოში ყველაზე დიდი მტირალა ვარ. ზღვისფერი ყველაზე ლამაზია. ”ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას!...” ”ის” აუცილებლად მეტყვის! სიყვარული ჩემი საქმეა! (ახლა ხმამაღლა ვამბობ). არასოდეს ვაკოცებ უსიყვარულოდ! მონატრება ყველაზე ”მურტალია”! ცაზე უკვე ყველა ვარსკვლავი დავთვალე! სურვილი აუცილებლად ახდება,მთავარია ვარსკვლავის მოწყვეტისას ჩაიფიქრო! მე აუცილებლად ამიხდება ყვეეელაზე დიიიდი სურვილი,ჯერ არ ვიტყვი რა:) (ამბობენ სანამ არ ახდება არ უნდა თქვაო). შემოდგომა ყოველთვის ანაღვლიანებს ”და მაინც ყვითელი ფოთლების მწამს”... რემარკი ყველაზე დიდი მწერალია, ლადო ასათიანი კი ყველაზე დიდი პოეტი: ”...ე...საით მიდიხარ? თუ ღრუბლის ბინდი ხარ? ვარამის ხიდი ხარ არარად მინდიხარ. რატომ მიმატოვე? მომკლავს სიმარტოვე. რატომ მიმატოვე ღრუბლის გავატანო? ზეცის სიფართოვე და მის ქვეშ მარტო მე... ახლა სიმღერები ვისღა გავატანო? ქარო,იზუზუნე, ქარო,იგრიალე, ქარო,დამანახე ფოთლების თამაში. იგი შორს წასულა, იგი იგვიანებს, იგი გვიან მოვა, საღამოს და მაშინ...”
გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ყოველთვის უფრო მეტს ვწერ,ვიდრე ვლაპარაკობ. ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ!
* * * (მაინც)მგონია,რომ
მამაჩემი აუცილებლად მიყიდის რაკეტას და მზეზე გავფრინდები! როცა დედოფალი გავხდები,ჩავიცმევ დედაჩემის საქორწინო კაბას და მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს! პარიზს აუცილებლად ვნახავ,თან გაზაფხულზე!
ოცნებაც შეიძლება...ხანდახან...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. გულწრფელად წერა უფრო ადვილია... ლამაზი ფიქრები გქონია : )))) ++ გულწრფელად წერა უფრო ადვილია... ლამაზი ფიქრები გქონია : )))) ++
17. აქ გამოქვეყნებულებიდან ეს ყველაზე მეტად მომწონს. შტეფან ცვაიგის ნოველები მეც ძალიან მიყვარს... :)
შემოდგომა ყოველთვის ანაღვლიანებს ”და მაინც ყვითელი ფოთლების მწამს”... ამამღერე :) ------------------------------------------------------------------------------------------------------ ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ!----------------- გენაცვალეე :-*
ძალიან საყვარელი ნაწერია + 5 5 5
აქ გამოქვეყნებულებიდან ეს ყველაზე მეტად მომწონს. შტეფან ცვაიგის ნოველები მეც ძალიან მიყვარს... :)
შემოდგომა ყოველთვის ანაღვლიანებს ”და მაინც ყვითელი ფოთლების მწამს”... ამამღერე :) ------------------------------------------------------------------------------------------------------ ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ!----------------- გენაცვალეე :-*
ძალიან საყვარელი ნაწერია + 5 5 5
16. ++++++ მომეწონა :) ++++++ მომეწონა :)
15. გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ყოველთვის უფრო მეტს ვწერ,ვიდრე ვლაპარაკობ. ასეა გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ყოველთვის უფრო მეტს ვწერ,ვიდრე ვლაპარაკობ. ასეა
13. საინტერესო იდეაა და მომეწონა. რაღაცები ალბათ ყველას გვეცნო. საინტერესო იდეაა და მომეწონა. რაღაცები ალბათ ყველას გვეცნო.
12. ეეთუნაა,უსაყვარლესი ხარ შენნ..ადრეც მითქვამს????;;) :-* ეეეთ..ყოჩაღ,..კარგია:-* ეეთუნაა,უსაყვარლესი ხარ შენნ..ადრეც მითქვამს????;;) :-* ეეეთ..ყოჩაღ,..კარგია:-*
11. კარგი? ! ძალიან მაგარი ...
გადავირბინე ჩემში .. მადლობა ...
ყველაფერი ჩემია .. ეს განსაკუთრებით ..
"წინა ცხოვრებაში შტეფან ცვაიგის ”უცნობი ქალის წერილის” მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი(რა ვქნა,გულწრფელად მეგონა)" კარგი? ! ძალიან მაგარი ...
გადავირბინე ჩემში .. მადლობა ...
ყველაფერი ჩემია .. ეს განსაკუთრებით ..
"წინა ცხოვრებაში შტეფან ცვაიგის ”უცნობი ქალის წერილის” მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი(რა ვქნა,გულწრფელად მეგონა)"
10. დიიიდი მადლობა ყველას :) დიიიდი მადლობა ყველას :)
9. აუ, ეს უშნო სმაილი არ მიყვარს მე... ღიმილები მიყვარს და გიტოვებ კიდეც ღიმილებს, ეთი აუ, ეს უშნო სმაილი არ მიყვარს მე... ღიმილები მიყვარს და გიტოვებ კიდეც ღიმილებს, ეთი
8. გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ყოველთვის უფრო მეტს ვწერ,ვიდრე ვლაპარაკობ. ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ! ოცნებაც შეიძლება ხანდახან... :) რა სასიამოვნოა... ოდნავ, სუუულ ოდნავ ცრემლმა გამოჟონა... მერე ღიმილმა გადასძალა... ხანდახან? არა, კარგია ოცნება მაინც, რაც უნდა იყოს, ეთი-ეთი, კარგი გოგო ხარ შენ:)
გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ყოველთვის უფრო მეტს ვწერ,ვიდრე ვლაპარაკობ. ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ! ოცნებაც შეიძლება ხანდახან... :) რა სასიამოვნოა... ოდნავ, სუუულ ოდნავ ცრემლმა გამოჟონა... მერე ღიმილმა გადასძალა... ხანდახან? არა, კარგია ოცნება მაინც, რაც უნდა იყოს, ეთი-ეთი, კარგი გოგო ხარ შენ:)
7. ნამდვილად საინტერესოა ეს "ნოსტალგია" ბავშვობისა, ორიგინალურია ადამიანის თვალსაწიერის ცვლილების ასე მოკლედ და ლამაზად გადმოცემაც და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ "ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ!"
(ავტორო, ეგებ, გადახედოთ რამდენიმე გრამატიკულ-ორთოგრაფიულ ხარვეზს - მოიგებს ნაწერი...)
მომეწონა და წარმატებები! ნამდვილად საინტერესოა ეს "ნოსტალგია" ბავშვობისა, ორიგინალურია ადამიანის თვალსაწიერის ცვლილების ასე მოკლედ და ლამაზად გადმოცემაც და კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რომ "ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ!"
(ავტორო, ეგებ, გადახედოთ რამდენიმე გრამატიკულ-ორთოგრაფიულ ხარვეზს - მოიგებს ნაწერი...)
მომეწონა და წარმატებები!
6. მე ამის ექსკლუზივი მერგო 2007-ში:) ჩემი უტკბილესი და უჭკვიანესიიიი:* მე ამის ექსკლუზივი მერგო 2007-ში:) ჩემი უტკბილესი და უჭკვიანესიიიი:*
5. გაიხარეთ, მიხარია თუ სასიამოვნო ემოცია გამოვიწვიე :) გაიხარეთ, მიხარია თუ სასიამოვნო ემოცია გამოვიწვიე :)
3. მეგონა, რომ...
მთელს მსოფლიოში არავინ იყო მამიკოზე მაღალი. დედიკო კი სუუულ ყველაზე ლამაზი მყავდა... როცა დედოფალი გავხდებოდი, აუცილებლად ჩავიცმევდი დედაჩემის სადედოფლო კაბას და მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს... და მანამდე, სანამ ჯერ არ ვიყავი დედოფალი, სტუმრებს რომ დედიკოს გრძელი და ულამაზესი ღამისპერანგით დავნახვებოდი, ისიც კი შეიძლებოდა... ის ხომ ასე მიხდებოდა?! ყველა სევდა აჩრდილისფერი იყო და ადამიანები მუდამ თან ატარებდნენ. ჩემი კი განსაკუთრებული იყო - ზღვისფერი და ყოველთვის თვალებში მემალებოდა. შარლოტა ბრონტეს ”ჯეინ ეარის” მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი (რა ვქნა, გულწრფელად მეგონა). ზღვისფერი ყველაზე ლამაზია. ”ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას!...” - ”ის” აუცილებლად მეტყოდა! და კიდევ მკითხავდა: "შენ იხტიანდრის და ხარ?... თუ თავად იხტიანდრი, მხოლოდ ახლა ქალად მოვლენილი?!"
და მე ახლაც მგონია, რომ...
გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ... ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ! "სამყაროში არაფერი შექმნილა სიყვარულზე ლამაზი... და ნუ შეეცდები ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს. სულს ფრენა უნდა!"
უუფ, გაიხარე, ეთი-ეთი... მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე დამადებინე და კიდევ ერთხელ ახლოდან დამანახე! დიიიდი 5 შენ! მეგონა, რომ...
მთელს მსოფლიოში არავინ იყო მამიკოზე მაღალი. დედიკო კი სუუულ ყველაზე ლამაზი მყავდა... როცა დედოფალი გავხდებოდი, აუცილებლად ჩავიცმევდი დედაჩემის სადედოფლო კაბას და მის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს... და მანამდე, სანამ ჯერ არ ვიყავი დედოფალი, სტუმრებს რომ დედიკოს გრძელი და ულამაზესი ღამისპერანგით დავნახვებოდი, ისიც კი შეიძლებოდა... ის ხომ ასე მიხდებოდა?! ყველა სევდა აჩრდილისფერი იყო და ადამიანები მუდამ თან ატარებდნენ. ჩემი კი განსაკუთრებული იყო - ზღვისფერი და ყოველთვის თვალებში მემალებოდა. შარლოტა ბრონტეს ”ჯეინ ეარის” მთავარი მოქმედი გმირი ვიყავი (რა ვქნა, გულწრფელად მეგონა). ზღვისფერი ყველაზე ლამაზია. ”ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას!...” - ”ის” აუცილებლად მეტყოდა! და კიდევ მკითხავდა: "შენ იხტიანდრის და ხარ?... თუ თავად იხტიანდრი, მხოლოდ ახლა ქალად მოვლენილი?!"
და მე ახლაც მგონია, რომ...
გულწრფელად წერა უფრო ადვილია. ადამიანებს სულ ცოტა სჭირდებათ ბედნიერებისთვის და სუულ ცოტა აუბედურებთ... ყველანი მალე ვიზრდებით და მერე სულ ბავშვობას ვნატრობთ! "სამყაროში არაფერი შექმნილა სიყვარულზე ლამაზი... და ნუ შეეცდები ფრთები შეკვეცო საკუთარ სულს. სულს ფრენა უნდა!"
უუფ, გაიხარე, ეთი-ეთი... მთელი ჩემი ცხოვრება ხელისგულზე დამადებინე და კიდევ ერთხელ ახლოდან დამანახე! დიიიდი 5 შენ!
2. მეგონა,რომ
დედამიწა იყო სიბრტყე,რომლის დასასრულთან აუცილებლად მივცოცდებოდი და იქედან ქვემოთ ჩავიხედავდი,უჰ!...რამსიმაღლიდან მომიწევდა გადახედვა.(ცოტათი მეშინოდა).
მეც მეგონა... :D
და ეხლა მგონია, რომ... როცა ჩემი შვილი (რომელიც დიდი ხანია 20-ზე მეტისაა) კარებს მიღებს და გულში მიხუტებს სიტყვებით:-"ჩემი პატარა, ბუხუნჯალა ბეღურა მოსულაოო!" ყველაზე პატარა დედიკო ვარ მსოფლიოში... :D აუცილებლად ვნახავ რომს და დიდ მოედანზე ხელისგულიდან სიყვარულით დაქუცმაცებულ მარცვლებს ვაჭმევ მტრედებს...
ოცნება ყველა ასაკში შეიძლება... და ყოველთვის ლამაზია... მეგონა,რომ
დედამიწა იყო სიბრტყე,რომლის დასასრულთან აუცილებლად მივცოცდებოდი და იქედან ქვემოთ ჩავიხედავდი,უჰ!...რამსიმაღლიდან მომიწევდა გადახედვა.(ცოტათი მეშინოდა).
მეც მეგონა... :D
და ეხლა მგონია, რომ... როცა ჩემი შვილი (რომელიც დიდი ხანია 20-ზე მეტისაა) კარებს მიღებს და გულში მიხუტებს სიტყვებით:-"ჩემი პატარა, ბუხუნჯალა ბეღურა მოსულაოო!" ყველაზე პატარა დედიკო ვარ მსოფლიოში... :D აუცილებლად ვნახავ რომს და დიდ მოედანზე ხელისგულიდან სიყვარულით დაქუცმაცებულ მარცვლებს ვაჭმევ მტრედებს...
ოცნება ყველა ასაკში შეიძლება... და ყოველთვის ლამაზია...
1. ყოჩაღ ეთი მომეწონა +2 ყოჩაღ ეთი მომეწონა +2
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|