ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
31 აგვისტო, 2010


ყარაჩოღელი

ყარაჩოღელი


თოვლიან მთებზე ვარდისფერ ტიტებს,
ვხედავ და გული სიამით ბორგავს,
მოდიან გზებზე ყარაჩოღელნი,
და მათი ხიბლი ქარიშხალს მოჰგავს.

ხომ თრთიან მზეზე ცრემლის ფიფქებით,
წვიმის წვეთებით ღრუბლები ზეცად,
დუდუკს ჩაჰბერავს მეზურნე თბილისს,
გარდავისახე მე თითქოს მხეცად.

და მსურს ჭალები ფეხქვეშ გავთელო,
ამ მთებს ავუყვე სისხლით დაცლილი,
ყარაჩოღელნო ლექსი შესძახეთ,
სიყვარულით ვარ მე დღეს დაღლილი.

ჰეი მეზურნევ დედავ თბილისის,
ამოუყევი დიღომს დუდუკით,
ჰეი ნიკალავ ღვინოს შეგასმევ,
მის სახეს ფუნჯით შემივსებ თუკი.

დაინახავენ მის ლამაზ თვალებს,
როგორც თოვლიან მთებზე ყაყაჩოს,
ჰეი რუსთველო თამარს უყვარხარ,
ლექსი უთხარი გული თამაშობს.

საიათნოვასთან მე ჭიქას დავცლი,
და ეთიმ გურჯის ლექსით გავთბები,
თოვლიან მთებმა თუ შემაწუხა,
ყარაჩოღლურად მაგრად დავთვრები.

და მიკიტნები დუქნებთან მოვლენ,
მტკვრით ატირებულ ავჭალის გზებზე,
ჰეი მედუქნევ ღვინო დამისხი,
თოვლი მოსულა თბილისის მთებზე.

და კინტოებმაც სიყვარულისთვის,
დღეს მტკვარზე გრძნობის ტივები შეკრეს,
და ჩირაღდნები სანთლებად იწვის,
სასმისით ხელში ლოცავენ მეკვლეს.

ისმის ღვთიური საგალობელი,
ნიკალა ფუნჯით მაგ თვალებს ქარგავს,
ჭიქა შემივსეთ ყარაჩოღელნო,
თქვენი ძმა კინტო სიყვარულს კარგავს.

თუკი მტკვარს ვერ ვძლევ თბილისს გამრიყავს,
სანთლებით ხელში ლექსებს მოვყვები,
ყარაჩოღელნო სიცოცხლე მინდა,
ტივი მომეცით ქსანს გამოვყვები.

გზად თვალი მაინც თუ გამეპარა,
დღეს მტკვარი ჩემზე დიდია თითქოს,
დიღომს მოვედი ჭიქა შემივსეთ,
ტალღებმა მძლია უგულო კინტოს.

ყარაჩოღელნო დღეს თუკი დავთვრე,
თქვენს ტივზე სანთლებს მაინც დავანთებ,
ჰეი მედუქნევ ღვინო დამისხი,
ავჭალავ შენთან ღამეს გავათევ.

და დილა ისევ თუ მეღირსება,
მე ღვინით მთვრალი მტკვარზე ავდგები,
და თუკი მივალ მე მის ფანჯრებთან,
აღმაშენებლის ძეგლად დავდგები.

ჰეი მედუქნევ შემივსე თასი,
ჩქარა კინტო ვარ ნუღარ აყოვნებ,
ყარაჩოღელნო აღარ მაქვს ფასი,
სიყვარულს ვტირი ნუ დამაყოვნებ.

მეფაიტონე გაუყევ მეტეხს,
იქნებ მომისწრო ცოცხალს არიქა,
ყარაჩოღელი ავჭალას მეძებს,
ფიქრობს იქნება მტკვარმა გარიყა.

ჩუმად მეზურნევ ჩაჰბერე დუდუკს,
ტალღებს მოუკლავს პატარა კინტო,
თბილისი ბოღმით ავსებს მედუქნეს,
ღვინო დაუსხი წავიდა მიტომ.

თოვლიან მთებზე ლამპიონებად,
სანთლები იწვის როგორც მზე ნისლის,
საიათნოვასთან სასმისს ავსებენ,
და ეთიმ გურჯის სიტყვები ისმის.

სიყვარულისთვის დაბადებულა,
მტკვარი მას უფრო მეტად ამაღლებს,
დედა თბილისმა რა იცის თუკი,
სიყვარულისთვის ეწამა ტალღებს.


შემივსეთ თასი ყარაჩოღელნო,
ცრემლით მევსება თვალები როცა,
იეთიმ გურჯი ვარ ამ ჩემი ლექსით,
პატარა კინტოს სიყვარულს ვლოცავ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები