ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლურსმანი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 სექტემბერი, 2010


არაფრამდე

  ძალდაუტანებელი ზიზღით ვხვდები მერაღაცამდენე,ჭლექიან შემოდგომას.

    თვალის გუგებივით  ჩავარდნილი მზე არაბუნებრივი სიყვითლეებით  ადნობს განცდებს,პლასტერინის პატარა აგურებისგან აშენებული კოშკებივით
და ტოვებს ყველგან მხრებჩამოყრილ ხეებს,ზურგით ცისკენ ჩაფლულ მკვდრებზე გადავლით.

არც მიწის ქვეშაა სიმშვიდე.

მოსვენებადაკარგულ ძვლებს  აწუხებთ მათ ზევით ცოცხალი გვამების ნამოქმედარი.

სისხლგამშრალ ჩიტებსაც ვეღარ მოაქვთ ფრენის თავისუფლება და შეკოწიწებული სიმსუბუქე ძირს ებნევათ.
გიჭირს მათი ყურება,როცა იცი,რომ ეს  საბოლოო გადაფრენაა.

გსურს, მე მაინც არ დავიჯერო,რომ არაფრამდე არაფერია დარჩენილი ..

თუმცა მივხვდი,რომ ჩემ გარშემო არაფრამდე ყველაფერი მოხდა უჩემოდ.
ალბათ თანმიმდევრულად და განსაზღვრულად,
უმნიშვნელო დარღვევებით.

საკუთართავმონატრებულს,ზუსტად მაშინ დამადექი თავზე,როცა მიწით მუხლებ და ხელებგასვრილი,ლამის გამარტივებას მიცემული,პრაგმატულ სიტყვებს ძალით ვიჩურთავდი ცხედარში.

შენ შეგიძლია იყოო,მითხარი და...

ახლა დეჟავიუს მოლოდინში,აქამდე უმოქმედოდ მყოფ,დაბუჟებულ გონებას ,ლეთარგიული  რეფლექსებით ვისრეს,ხელებს წინასწარ ვითბობ შენი არაამქვეყნიურობით.

სისხლი მოძრაობას იწყებს.
  მე შემიძლია ვიყო

    ახლიდან..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები