ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სანდრო ბერიძე
ჟანრი: თარგმანი
24 ივლისი, 2008


წერილი ახალგაზრდა პოეტს

... თქვენ მეკითხებით, კარგი ლექსები გაქვთ თუ არა. თქვენ მეკითხებით მე. ჩემამადე თქვენ სხვებისთვისაც გიჩვენებიათ ისინი. სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებშიც კი აგზავნიდით მათ, ადარებდით სხვათა მიერ დაწერილ ლექსებს, და ღელავდით როცა ესა თუ ის რედაქცია უარყოფდა თქვენს მცდელობას, რომ დაბეჭდილიყო რომელიმე მათგანი. მაშ ასე(რახან თქვენ ნება დამრთეთ, რომ თქვენთვის რჩევა მომეცა) მე გთხოვთ, ყველაფერ ამას თავი დაანებოთ. თქვენ იხედებით გარეთ, და პირველ რიგში სწორედ ეს არ უნდა გააკეთოთ ახლა. არავის შეუძლია რაიმე გირჩიოთ და მითუმეტეს დაგეხმაროთ. არსებობს მხოლოდ ერთადერთი საშუალება, საკუთარ თავში ჩახედვა. მოძებნეთ ის მიზეზი, რომელიც გაიძულებთ რომ წეროთ; შეამოწმეთ, სწვდება თუ არა მისი ფესვები თქვენი გულის სიღრმეებს, გამოუტყდით თქვენს თავს, მართლა მოკვდებოდით თუ არა, თქვენთვის წერა რომ აეკრძალათ. პირველ რიგში: ჰკითხეთ თქვენს თავს, თქვენი ღამის ყველაზე მშვიდ საათებში:აუცილებელია რომ ვწერო? თქვენს თავში იპოვეთ სიღრმისეული პასუხი, და თუ ეს პასუხი იქნება ჰო, თუკი თქვენ მოცემული გექნათ მარტივი და ძლიერი პასუხი "აუცილებელია"____ მაშინ ააგეთ თქვენი ცხოვრება ამ აუცილებლობის კარნახით. მთელი თქვენი ცხოვრება, ყველაზე უფერული საათების ჩათვლით, უნდა იქცეს ნიშნად და ხატად ამ სიტყვებისა "აუცილებელია". მაშინ დაუახლოვდებით ბუნებას. მაშინ შეეცდებით, როგორც პირველ ადამიანებს ჩვეოდათ, აღწეროთ, თუ რას ხედავთ და გრძნობთ და გიყვართ და კარგავთ. არ დაწეროთ სასყვარულო ლექსები; დასაწყისისთვის მოერიდეთ ზედმეტად გაცვეთილ და ჩვეულებრივ თემებს, რადგან საჭიროა უდიდესი შემოქმედებითი ძალა რომ აჩვენო შენი თავი იქ, სადაც უკვე მოცემულია ბევრი კარგი და ზოგჯერ ბრწყინვალე ნიმუში შემოქმედებისა. ამიტომ საყოველთაო თემებისგან თავი დაიხსენით და თქვენი ცხოვრების მიერ მოცემულ დღეს, თქვენს პირად განცდებს მიაქციეთ ყურადღება:მოყევით თქვენს მწუხარებასა და სურვილებზე, წარმავალ ფიქრებსა და სილამაზის რწმენაზე ___ ყოველივე ეს გააკეთეთ ღრმა, ჩუმი, სიმართლის მორჩილებით აღსავსე გრძნობით, რათა გამოხატოთ თქვენი თავი, საგნები თქვენს გარშემო, თქვენს სიზმრებში ნანახი სურათები და მეხსიერების ფრაგმენტები. თუკი თქვენი დღე ღარიბად მოგეჩვენათ, არ დაადანაშაულოდ იგი, დაადანაშაულედ საკუთარი თავი, უთხარით თქვენს თავს, რომ თქვენ არასაკმარისად პოეტი ხართ იმისთვის რათა ძვირფასი განძი ამოიღოთ ამ დღის ფსკერიდან. შემოქმედისთვის არ არსებობს სიღარიბე, არ არსებობს ღატაკი და უბადრუკი ადგილი დედამიწაზე.თუნდ იყოთ ციხეში,რომლის კედლები არცერთ მიწიერ ხმას არ აძლევსთქვენს ყურთასმენამდე მოღწევის საშუალებას ___ განა არ დაგრჩებოდათ თქვენ, თქვენი ბავშობა. ეს სასწაულებრივად ძვირფასი, სამეფო განძი, ეს მარგალიტი თქვენი მეხსიერებისა. იქეთ გაიხედეთ. შეეცადეთ გააცოცხლოთ იმ შორეულ წლებში დაგროვილი და ახლა ჩაძირული გრძნობები; თქვენი პიროვნება გამაგრდება, თქვენი მარტოობა კი იმდენად გაფართოვდება რომ მთელ სამყაროს გაავსებს. და თუკი საკუთარი თავისკენ შემობრუნებითა და ჩაღრმავებით, საკუთარ სამყაროში შექმნით ლექსებს, მაშინ თქვენ აზრადაც არ მოგივათ ვინმეს ჰკითხოთ, კარგია თუ არა ეს ლექსები. თქვენ ასევე არ შეეცდებით თქვენი ნახელავით დააინტერესოთ ჟურნალ-გაზეთები, რადგან ამ ლექსების კონა გახდება სისხლით მოპოვებული ჯილდო და მშვენება თქვენი ცხოვრებისა. ხელოვნების ნაწარმოები კარგია მაშინ, როცა მისი არსებობა აუცილებლობითაა გამოწვეული. ასე რომ ძვირფასო N., მე არაფერს გირჩევდით,გარდა ერთისა: ჩაიხედეთ თქვენს თავში, მოძებნეთ თქვენი ცხოვრების მკვებავი არტერიები: და მათ სათავეებთან აღმოაჩენთ პასუხს კითხვაზე, აუცილებელია თუ არა რომ წეროთ. პასუხი იგი, მიიღეთ ისეთი როგორიც იქნება, ახსნისა და განსჯის გარეშე. შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ პოეტობა თქვენი მოწოდებაა. მაშინ მიიღეთ თქვენი ბედისწერა და ატარეთ იგი, მისი სიმძიმითა და სიდიადით, არასდროს ელოდოთ გარედან მიღებულ ჯილდოს. შემოქმედი ვალდებულია გადაიქცეს მთელ სამყაროდ, საკუთარი თავისთვის, და ყველაფერი იპოვოს საკუთარ თავში და ბუნებაში, რომელთანაც იგია შერწყმული...

                                                                        რაინერ-მარია რილკე
                                                                        პარიზი, 17 თებერვალი 1903 წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები