ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ქა_რთველი
ჟანრი: იუმორისტული
3 სექტემბერი, 2010


ბინა თუ მანქანა

კაცს მოუნდა მანქანის ყიდვა, მოძებნა განცხადება, დარეკა ფასის გასაგებად, მაგრამ შეეშალა და ბინის გამყიდველთან დარეკა. ამას გონია მანქანას ყიდის. იმას გონია ბინის კლიენტი გამოუჩნდა.
-გამარჯობათ განცხადების თაობაზე გაწუხებთ, ისევ ყიდით?
-კი, კი ვყიდი
-ფასი?
-150 000 დოლარი
-კი მაგრამ ასე ძვირი რატოა?
-ახალი გარემონტებულია გენაცვალე
-გარემონტებული? ნაავარიებია?
-არა რა ნაავარიები, სულ ახალია
-აბა რატომ გაარემონტეთ?
-რას ქვია რატომ გავარემონტე, სისუფთავე და სილამაზე საჭიროა
-მდაა, და რა ფერია?
-გარედან სტაფილოსფრად შემიღებეს, ამ უბანში ძირითადად ასე ღებავენ
-მოიცა, გადანაღებია? ნაავარიები იქნება მაშინ
-არაა ნაავარიები კაცო, მთავრობამ შეღება სილამაზისთვის
-სამთავრობო ქონება იყო? და ადრე რა ფერი იყო?
-ადრე ჩვეულებრივი –გაჯისფერი
-რა? გაჯისფერი რაღაა? და ორკარიანია?
-კი, ორი კარი აქ, ერთი გზიდან შესასვლელი მეორე ეზოდან
-ჰეჰ, რა კარგად მოგიფიქრებიათ (იცინის), სხვა კიდე რა აქვს?
-კიდე ტელეფონი, გარაჟიც აქვს ახალაშენებული
-გარაჟიანა ყიდით?
-ხო აბა გარაჟი რაღათ მინდა
-და მე რათ მინდა გარაჟი, მანდ ვიარო დასაყენებლად? პირველად გავიგე გარაჟიანად იყიდებოდეს. მაინც ძალიან ძვირია
-ოთხოთახნიანია, ქალაქის ცენტრშია და ახდალგარემონტებული, როგორ არის ძვირი
-ვაახ, ქალაქის ცენტრშია? თუ გინდათ გარეუბანში შევხვდეთ და იქ ვიყიდი თუ დააკლდება ფასი (იცინის)
-გარეუბანში ვერ გადავიტან
-მოიცა არ დადის?
-დადის არა დაფრინავს, სახლი სად გინახავს დადიოდეს
-ოჰ, ძალიან კი გყვარებიათ თქვენი მანქანა სახლს რომ უძახით
-რას ქვია მანქანა, ოთხოთახიან გარემონტებულ ბინას მანქანას როგორ უძახით
-კარგით მოვრჩეთ ხუმრობას, აი ქეიფი რო მომინდეს რამდენი კაცი ეტევა?
-30 კაცი დაეტევა, 40-იც დაეტევა გაჭირვებით
-ჰეჰ, რა არი ყვითელი ავტობუსია? დიდი წარმოდგენა კი გაქვთ თქვენ ქონებაზე
-რაც არის იმას ვამბობ, არ ვაჭარბებ
-გინდათ თქვათ რომ 40 კაცი დატეულხართ?
-კი, ჩემი ბიჭის დაბადების დღეზე 42 კაცი ვიჯექით
-ჰაჰა, გამაცინეთ, და მძღოლზე რამდენი იჯდა?
-მძღოლი რას ქვია, თამადას გულისხმობთ? ხელგაშლილად ვერ იჯდა მაგრამ ნორმალურად რა
-თამადა იყო მძღოლი? კაი კაი მაგას მაინც ვერ დამაჯერებ, და მატორი რამდენი აქ?
-რა მატორი, მატორი რათ მინდა
-მოიცა აბა როგორ დადის უმატოროდ
-როგორ და, დედამიწა ხო მოძრაობს, ეს დედამიწაზე ხო დგას, ხოდა მიყვება და დადის რა
-რა კარგად ხუმრობთ, კარგით და რამდენს წვავს?
-რამდენს წვავს? გაზს სადღაც 40 ლარს და დენს 30 ლარამდე გამომდის რა
-მოიცა დენზეც დადის?
-დენზე კი არა ყველაფერზე დადის, აბა?!
-ვაა, კარგია ეგ, ცოტა ბევრს კი გიწვავთ ოღონდ
-შენ თუ გინდა ნაკლები დაწვი კაცო
-თუ არ ვიარე ეგრე რათ მინდა, საძინებელი რამდენი აქ?
-სკამებს გადაწევ და 2 კაცი ეტევა თავისუფლად.
-მოიცა სკამზე გძინავთ სახლში?
-არა სახლში საწოლზე
-აბა სკამები რა შუაში იყო?
-ეეე, არ ხარ შენ მყიდველი და მაცდენ ტყუილად
-კაი კაი, და თქვენ ბინასაც ხომ არ ყიდით შემთხვევით?
-ბინასაც?! კი კი ბინასაც ვყიდი და ბინასაც.
-ვა ორ ბინას ყიდით და მანქანას? ალბათ მიდიხართ აქედან საერთოდ
-ერთ ბინას ვყიდი და თუ გინდა იყიდე, მანქანა კიდე საერთოდ არ მყავს
-მანქანა არ გყავთ?! აბა როგორ ყიდით თუ არ გყავთ
-ვინ გითხრა რო ვყიდი?
-განცხადებაში გიწერიათ
-განცხადებაში მე მიწერია ბინას ვყიდი თქო
-ერთი წამით აბა ჩავიხედო, უი უი შემშლია ბოდიშით
-თქვენ გეგონათ მანქანას ვყიდიდი?
-ხოოოო
იცინიან მაგრად. 
 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები