| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: პროზა 3 სექტემბერი, 2010 |
-მხოლოდ შეეხეთ!გრძნობთ რა რბილია ქსოვილი?!დამყოლი,თითქმის თქვენსავით სუნთქავს!_ანთებულ თვალებს კაცმა ღიმილი შეაგება და ოდნავი ირონიით შეზავებული სიტყვებით გაუმასპინძლდა ქალს:-თქვენ მხოლოდ კერავთ! -არა,მე ვქმნი!ეს ხელოვნებაა ისევე,როგორც თქვენი მუსიკა!_ღრმად ამოისუნთქა და უკანასკნელი ღილის დამაგრებას შეუდგა კაცის ჯილეტზე. -შედარება უადგილოა!_წარბები სათვალის ზევით აიზიდა. -მზადაა!უნაკლოდ ზის თქვენს ტანზე!_ძაფი კბილით გაწყვიტა და გამომცდელი მზერით შეათვალიერა კაცის სილუეტი.კმაყოფილი გამომეტყველებით მოძებნა სარკე მოპირდაპირე კედელზე,თმაზე ხელი გადაისვა და წამშივე აღიდგინა მკაცრი გამოხედვა:-შედარება სწორედ რომ სამართლიანია!თქვენ სულსა და ბუნების ხმას ნოტებში პოულობთ,მე კი ქსოვილში.მატერიით ვმოსავ სხეულს,შიშველ მშვენებას ღვთის საჩუქარივით ვფუთავ.შესაფუთი ქაღალდი კი ადამიანის სიშიშვლის უნიკალურობას უნდა შეესაბამებოდეს.მე შემოქმედი ვარ და ღვთის მიერ აწყობილ ხორცისფერ სილუეტს ვაჯიბრებ ყოველ სამოსს,მაგრამ ჯერ გამარჯვებამდე ვერ მივაღწიე... -თქვენი იარაღი ძალიან სუსტია:მხოლოდ ფერები,ფორმები,ქსოვილები,დეტალები,ნაქარგები...კაცმა ენაზე იკბინა,ჩამონათვალის გაგრძელების უსასრულო პერსპექტივამ გააჩუმა და წამოწითლდა. -მგონი,საკამათო აღარაფერია!_გამარჯვებულმა ღიმილმა გადაირბინა ქალის სახეზე და თავმომწონედ მიუთითა გასასვლელისკენ:-კვლავ გვეწვიეთ! ბინდი მოაწვა ატელიეს ფანჯარას.ქალს კი ნოტებად ეწვია წვიმა,ცხელი ყავის სურნელით გააბრუა საკერავი მანქანის ჩარხის ბრუნვამ და ახალი თარგის გამოჭრას შეუდგა ყველაზე მგძნობიარე მაკრატლით-შემოქმედის თვალით.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. საინტერესოა +2 საინტერესოა +2
4. სამწუხაროცაა და უცნაურიც :( სამწუხაროცაა და უცნაურიც :(
3. +2 :))) სამწუხაროა რომ პროზას ძალიან ცოტა მკითხველი ყავას :))) +2 :))) სამწუხაროა რომ პროზას ძალიან ცოტა მკითხველი ყავას :)))
2. დიდი მადლობა :) ტრამალის მგელი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ;) დიდი მადლობა :) ტრამალის მგელი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს ;)
1. ყველა საქმე გენიალურია თუ მას ხელოვნებათ აქცევ... ყოჩაღ ჰერმინე, ეს ჩემი საყვარელი პერსონაჟია ,,ტრამალის მგელიდან. ამ სახელის გამო დამაინტერესე და არც წამიგია ყველა საქმე გენიალურია თუ მას ხელოვნებათ აქცევ... ყოჩაღ ჰერმინე, ეს ჩემი საყვარელი პერსონაჟია ,,ტრამალის მგელიდან. ამ სახელის გამო დამაინტერესე და არც წამიგია
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|