 | ავტორი: დავით მოსეშვილი ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 26 სექტემბერი, 2010 |
ოთარ რურუა @@@ ქალავ! შეჩერდი ერთ წამა, მინდა გამამყვე ცოლადა, სიყვარულისთვის ვშობილვარ, არ გავჩენილვარ მონადა. ეგ ყოილები პირიმზე, შენთვისა შავკარ კონადა. ერთგული ქმარი ვიქნები, თუ წამამყვები ცოლადა.
====================== სოლე @@@ უი, დამიდგეს თოლები! მკერდში რა გული გდებია, მგონია სხვისი ცოლებიც, ხალისით გამოგყვებიან. ვიცი შენნაირ ვაჟკაცსა უარ არ ხელეწიფების, სუყველას თუკი უქმარებ ერთგული რომლის იქნები? ======================== მე @@@ ნუ დაგიდგება თოლები, ამას რად ამბობ ქალაო? დარბიან შენი ტოლები მინდორ და ყანა ყანაო! ვინ იცის კოკით ჩადიხარ მგელიკას წყაროსთანაო, იქ დაგიხვდება ვაჟკაცი ნაბდით შავთვალბრიალაო, შამაგსვამს თავის თეთრონზე ნებითა,ძალათ განაო!? წაგიყვანს კოშკსა მაღალსა, შიგ გამოგკეტავს თანაო! ===================== სოლე @@@ ვაჟკაცო შენმა კაფიამ ლამის წამართვა ენაო, ე,რა ლამაზად შამამკე შენ გენაცვალე,შენაო. ნეტაი მართლა ეგეთი ვყოფილიყავი ცხადშიაც სიყვარულითა კიდევაც გამოგტყუებდი ხვაშიადს. ======================== მე @@@ ამ კაფიისა მამწერი დიაცი ვინმე "სოლეა", ვერ გავარკვიე ვისია საცოლე,ანდა ცოლია, ნეტავ სახელად რა ქვია:_ თამრო,თებროლე,ოლია? ან მისი საქმრო ვინაა? შმაგი,მურთაზ,თუ კოლია? ======================= სოლე @@@ ზემოდან ჩამოთვლილთაგან, არცერთი ქმრად არ მყოლია, მაგრამ რაღაი არ იშლი, აწი გავყვები კოლიას. მითხარ სახელის მალვაში თუ ყრია რამე ხეირი? თუმცა კი მაინც არ ვმალავ იხილე ჩემი მეილი. ========================= მე @@@ რად მინდა რაღაც მეილი, მანახე თვალნი ქალაუ, გამიხსენ გულის კარები, დახარე წამწამთ ყანაო, შენ გეტრფის მთელი სამყარო, მთვარე შენს თვალში ნანაობს, შენ მისდევ ლოთსა კოლიას, ტიკჭორაში რომ ბანაობს...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
75. მშვენიერი კაფიებია, მოვიხიბლე! :)))))))))))))))))))))))))))) მშვენიერი კაფიებია, მოვიხიბლე! :))))))))))))))))))))))))))))
74. ძალიან ვისიამოვნე. გაიხარეეეეეეეეეეეთ ძალიან ვისიამოვნე. გაიხარეეეეეეეეეეეთ
70. :D:D მაგრებია;) :D:D მაგრებია;)
68. კომენტარები ჯობდა არ ვიცი ალბატ ჩემი მხედველობის ბრალია და არამითი777 ნაცვლად რატომღაც არითმი777ს ვკითხულობდი
კომენტარები ჯობდა არ ვიცი ალბატ ჩემი მხედველობის ბრალია და არამითი777 ნაცვლად რატომღაც არითმი777ს ვკითხულობდი
67. ძალიან მაგრებია:):) +++++++++++ები ჩემგან ძალიან მაგრებია:):) +++++++++++ები ჩემგან
66. მაგრებია ძმაო!:) გაიხარეთ თქვენ... როი რა დღეში ჩაგიგდია ჰა?;) მაგრებია ძმაო!:) გაიხარეთ თქვენ... როი რა დღეში ჩაგიგდია ჰა?;)
65. ყოჩაღ შენ:) ყოჩაღ შენ:)
64. მაგარი კაფიებია:) მაგარი კაფიებია:)
63. კარგი რამეებია ჯიგარ! კაფიაც გამოგდის მშვენივრად კარგი რამეებია ჯიგარ! კაფიაც გამოგდის მშვენივრად
62. არაჩვეულებრივია არაჩვეულებრივია
61. =)) საღოლ თქვენ =)) საღოლ თქვენ
60. შენც გაიხარე ნათი:) შენც გაიხარე ნათი:)
59. მოვბრუნდი მაინც... მაგარია! :) გაიხარეთ თქვენ! მოვბრუნდი მაინც... მაგარია! :) გაიხარეთ თქვენ!
58. კომენტარებში მეტი კარგია ნათი;):) კომენტარებში მეტი კარგია ნათი;):)
57. ვაუ, რა მაგარია! კომენტარებშიც კარგი ამბები ხდება, ეტყობა... კომენტარებს სხვა დროს მოვუბრნდები... დიდი მადლობა ოთარს, დათოს და სოლეს... კოლიას? კარგი, კოლიასაც... :) ვაუ, რა მაგარია! კომენტარებშიც კარგი ამბები ხდება, ეტყობა... კომენტარებს სხვა დროს მოვუბრნდები... დიდი მადლობა ოთარს, დათოს და სოლეს... კოლიას? კარგი, კოლიასაც... :)
56. კარგები ხართ, კარგები,! კარგები ხართ, კარგები,!
55. :)) გაიხარე შენა,კარგად მახალისე...ჯერ ადგილამდე მივიდეთ კაცო და მთიულურიც იქნება და დანდიდურიც და კარგ მთვრალზე ფუტკრულიც ასწორებს:)) :)) გაიხარე შენა,კარგად მახალისე...ჯერ ადგილამდე მივიდეთ კაცო და მთიულურიც იქნება და დანდიდურიც და კარგ მთვრალზე ფუტკრულიც ასწორებს:))
54. შალახოსაც მოუხდება და მთიულურსაც:)) :)) :)) თუ რამე მთიულურს მე ვიცეკვებ:)) შალახოსაც მოუხდება და მთიულურსაც:)) :)) :)) თუ რამე მთიულურს მე ვიცეკვებ:))
53. :))) კაი,აბა შენ იცი,ეგაა რომ კაფია დოლზე,რავიცი მიდის?:) მე არ მომისმენია და.... აი შალახოს რომ ნამდვილად უხდება ეგ კი ვიცი:)) :))) კაი,აბა შენ იცი,ეგაა რომ კაფია დოლზე,რავიცი მიდის?:) მე არ მომისმენია და.... აი შალახოს რომ ნამდვილად უხდება ეგ კი ვიცი:))
52. სამწუხაროდ ფანდურზე დაკვრა დამავიწყდა, შეიძლება ცოტა რამე გავიხსენო... სამაგიეროდ დოლზე ვუკრავ, თუ რამე დოლს წამოვიღებ! :) სამწუხაროდ ფანდურზე დაკვრა დამავიწყდა, შეიძლება ცოტა რამე გავიხსენო... სამაგიეროდ დოლზე ვუკრავ, თუ რამე დოლს წამოვიღებ! :)
51. ხოდა აგაშენა ღმერთმა,დიდად არ განსხვავდება მაინცადამაინც,ბიძაშვილები არიან ჰალალი:) ხოდა აგაშენა ღმერთმა,დიდად არ განსხვავდება მაინცადამაინც,ბიძაშვილები არიან ჰალალი:)
50. ჩონგურზე არადა, ფანდურზე ვუკრავდი ერთი პერიოდი. :) ჩონგურზე არადა, ფანდურზე ვუკრავდი ერთი პერიოდი. :)
49. თან შაირებს ჩონგური უხდება განსაკუთრებულად:) მომისმენია ხევსურეთში,მაგარი სახალისოა;) თან შაირებს ჩონგური უხდება განსაკუთრებულად:) მომისმენია ხევსურეთში,მაგარი სახალისოა;)
48. კი ბატონო, შევწვათ... კარგი იქნება მწვადების თანხლებით შაირობა. :) კი ბატონო, შევწვათ... კარგი იქნება მწვადების თანხლებით შაირობა. :)
47. :) რა თქმა უნდა თანახმა ვარ,ოღონდ ერთი პირობით:_მწვადებიც უნდა შევწვათ;) :) რა თქმა უნდა თანახმა ვარ,ოღონდ ერთი პირობით:_მწვადებიც უნდა შევწვათ;)
46. ისევ მოვედი დავით ძმაო;;) ერთ მშვენიერ დღეს შევიკრიბოთ სადმე ბუნებაში ბიჭები და გოგონები და გავმართოთ შაირები, რას იტყვი??? ;) :) ისევ მოვედი დავით ძმაო;;) ერთ მშვენიერ დღეს შევიკრიბოთ სადმე ბუნებაში ბიჭები და გოგონები და გავმართოთ შაირები, რას იტყვი??? ;) :)
45. გაიხარე!:) მე ანარეკლები მიყვარს;) გაიხარე!:) მე ანარეკლები მიყვარს;)
44. კიდევ შემოვიხედე, მიყვარს კაფიებიიიი!!!+++++++++++++++ კიდევ შემოვიხედე, მიყვარს კაფიებიიიი!!!+++++++++++++++
43. მშვენიერია...ეს კაფიები!
და კომენტარებიც! გაიხარეთ! მშვენიერია...ეს კაფიები!
და კომენტარებიც! გაიხარეთ!
42. ძალიან კარგია,ნიჭიერადაა შესრულებული ძალიან კარგია,ნიჭიერადაა შესრულებული
41. მეც გავიღიმე,:);) მეც გავიღიმე,:);)
40. მოკითხვა და ბევრი ღიმილები დათოს :) ჯვართამაღლებას გილოცავ! :-* მოკითხვა და ბევრი ღიმილები დათოს :) ჯვართამაღლებას გილოცავ! :-*
39. გენაცვალეთ ყველას ნიჭიერებაში! კარგები ხართ! გენაცვალეთ ყველას ნიჭიერებაში! კარგები ხართ!
38. ვიხალისე 5555 ვიხალისე 5555
37. ურაკპარაკზე ნიკი აზის ბებერ ნაწერებს, დახეთქილ ლექსებს გაუჩრიათ პირში სტროფები, სომხურად წვიმს და შენ სიმართლეს ვერვის აჯერებ და ბოლოს როგორც ცუდი ბიჭი დაიბლოკები.
რადგან იცხოვრე შენი გზით და ნიკის წესებით, ურაკპარაკზე ორი წელი ისე გივლია, ბევრი ქულები შეისრუტე, ხოლო ლექსები ხარისხიანად რომ არ წერო არ შეგიძლია.
წერენ უნიჭოდ, შენთან წვეთავს ნიჭის ნიათი, წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის დაბლოკვის, ხოლო მკითხველებს იმოდენა სივრცე მიართვი, გრჩება შეგრძნება რომ ქულები გაქვს და არ გყოფნის.
მაგრამ სანამდის ადმინები შენს ლექსს გაცრიან, მათი ლანძღვიდან ისევ ლექსზე ჯობს გადმოერთო, და თუ ლექსს დებ და წაკითხვასაც აღარ აცლიან, იმ საიტიდან აიბარგო გიჯობს პოეტო.
ანდა გაჩუმდე თორემ ნიკი ბებერ ნაწერებს ისე წაგიშლის - შენ ნიკებზე გაზის ბლოკები, ზიხარ კომპთან და შენს სიმართლეს ვერვის აჯერებ ბოლოს ერთი თვით ან უვადოდ გაისროკები.
რ_____ო_____ი. 2010
ვახ როინ დრონი =)) რამ გაგახსენა? ურაკპარაკზე ნიკი აზის ბებერ ნაწერებს, დახეთქილ ლექსებს გაუჩრიათ პირში სტროფები, სომხურად წვიმს და შენ სიმართლეს ვერვის აჯერებ და ბოლოს როგორც ცუდი ბიჭი დაიბლოკები.
რადგან იცხოვრე შენი გზით და ნიკის წესებით, ურაკპარაკზე ორი წელი ისე გივლია, ბევრი ქულები შეისრუტე, ხოლო ლექსები ხარისხიანად რომ არ წერო არ შეგიძლია.
წერენ უნიჭოდ, შენთან წვეთავს ნიჭის ნიათი, წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის დაბლოკვის, ხოლო მკითხველებს იმოდენა სივრცე მიართვი, გრჩება შეგრძნება რომ ქულები გაქვს და არ გყოფნის.
მაგრამ სანამდის ადმინები შენს ლექსს გაცრიან, მათი ლანძღვიდან ისევ ლექსზე ჯობს გადმოერთო, და თუ ლექსს დებ და წაკითხვასაც აღარ აცლიან, იმ საიტიდან აიბარგო გიჯობს პოეტო.
ანდა გაჩუმდე თორემ ნიკი ბებერ ნაწერებს ისე წაგიშლის - შენ ნიკებზე გაზის ბლოკები, ზიხარ კომპთან და შენს სიმართლეს ვერვის აჯერებ ბოლოს ერთი თვით ან უვადოდ გაისროკები.
რ_____ო_____ი. 2010
ვახ როინ დრონი =)) რამ გაგახსენა?
36. კარგი,დავდებ დროო, იუმორისტულში, თუმცა არ გეგონოს, რომ მინდოდეს კუვში;) კარგი,დავდებ დროო, იუმორისტულში, თუმცა არ გეგონოს, რომ მინდოდეს კუვში;)
35. იუმორისტულში დადე რა? ძალიან მომეწონა. 5! იუმორისტულში დადე რა? ძალიან მომეწონა. 5!
34. დიდად გაფასებ პოეტო, თუმც გაქვს პატარა ფასია, რაც გინდა შარი მომიდო, დაგიმტკიცებ რომ ასეა, გაგღვიძებია ჭრილობაც, ალბათ გაგეჭრა თითია, გაიწი,გზიდან გადადექ რომ მოდის არამითია!;):)) დიდად გაფასებ პოეტო, თუმც გაქვს პატარა ფასია, რაც გინდა შარი მომიდო, დაგიმტკიცებ რომ ასეა, გაგღვიძებია ჭრილობაც, ალბათ გაგეჭრა თითია, გაიწი,გზიდან გადადექ რომ მოდის არამითია!;):))
32. ვიყოფიცა და გეყოფაც ერთი ზმნის შვილნი არიან, :)) შენ ვერ მაფასებ გეტყობა, რაც ერთობ დიდი შარია.
ნუ გამიღვივებ ჭრილობას, შენთვის იქნება ჰარამი, არა და კაცობრიობას - მითად შერჩები არამით. ვიყოფიცა და გეყოფაც ერთი ზმნის შვილნი არიან, :)) შენ ვერ მაფასებ გეტყობა, რაც ერთობ დიდი შარია.
ნუ გამიღვივებ ჭრილობას, შენთვის იქნება ჰარამი, არა და კაცობრიობას - მითად შერჩები არამით.
31. ყველა ჩემშია როიო მაგდენ ნაწილად ვიყოფი, არ გინდა ჩემთან ბოიო, ერთი ნაწილიც გეყოფა;):) ყველა ჩემშია როიო მაგდენ ნაწილად ვიყოფი, არ გინდა ჩემთან ბოიო, ერთი ნაწილიც გეყოფა;):)
30. არამით შენ ერთი აქ ხარ საიტზე და დანარჩენი 776 არამითი სადაა? :) არამით შენ ერთი აქ ხარ საიტზე და დანარჩენი 776 არამითი სადაა? :)
29. როი >>> ე რ თ ი ა <<< ამქვეყნად, ცოცხლობს ბედით და იმედით და არასოდეს იქნება შვიდასსამოცდაჩვიდმეტი...
;) როი >>> ე რ თ ი ა <<< ამქვეყნად, ცოცხლობს ბედით და იმედით და არასოდეს იქნება შვიდასსამოცდაჩვიდმეტი...
;)
28. შენ რა გითხარი როი =)) კი გამაცინეე ამ მოწყენილობის ჟამს =)) შენ რა გითხარი როი =)) კი გამაცინეე ამ მოწყენილობის ჟამს =))
27. ხო კლასიც არის,კლასიც და ეს ვითომ ახლა კლასია? ზოგი ჯერ კლასში არის და ზოგიც აბოლებს კასიაკს, ზოგი ფეხს იდგავს ახლა და რაც გინდა ქენი ასეა, ზოგი ლექსებს სვავს სათითით, ზოგი წააგავს ბასიაკს, როი და ანთა ორია, არამითი კი ასია:) ხო კლასიც არის,კლასიც და ეს ვითომ ახლა კლასია? ზოგი ჯერ კლასში არის და ზოგიც აბოლებს კასიაკს, ზოგი ფეხს იდგავს ახლა და რაც გინდა ქენი ასეა, ზოგი ლექსებს სვავს სათითით, ზოგი წააგავს ბასიაკს, როი და ანთა ორია, არამითი კი ასია:)
25. რა კარგი რამე დაფოსტე, კარგად ვიცინე როია! ზოგი კაფიას დასწერს და ზოგიც დაუკრავს როიალს, ზოგს ქალი მოსწონს თავნება, ზოგმა თვალები დახარა, ეგონა რამეს ავნებდა, ის ქალი თვალებ-მახარა, ზოგმა კაბის ქვეშ იჭვრიტა, ზოგმა წელსზემოთ არჩია, ზოგმა ყვ..ები იჭყლიტა, ზოგიც ჯარჯი ან ჩარჩია, შენ რომელი ხარ როიო? და რომელია ანთაო? ვინ უკრავს მხოლოდ "როიალს" ან ვისი აღიმართაო?:);) რა კარგი რამე დაფოსტე, კარგად ვიცინე როია! ზოგი კაფიას დასწერს და ზოგიც დაუკრავს როიალს, ზოგს ქალი მოსწონს თავნება, ზოგმა თვალები დახარა, ეგონა რამეს ავნებდა, ის ქალი თვალებ-მახარა, ზოგმა კაბის ქვეშ იჭვრიტა, ზოგმა წელსზემოთ არჩია, ზოგმა ყვ..ები იჭყლიტა, ზოგიც ჯარჯი ან ჩარჩია, შენ რომელი ხარ როიო? და რომელია ანთაო? ვინ უკრავს მხოლოდ "როიალს" ან ვისი აღიმართაო?:);)
24. იხილეთ კლასი:
მე და ვაჟა ხორნაული (ანთა ნათელიძე)
როი:
ჩაივიღიმილე რამეთუ, ვიხილე ანთას კაფია, ბუნდესლიგა და პრემიერ ლიგაც კი შამიჭამია.
თამარ და ლელავ გახსოვდეთ, თითო შაირით ბერდებით, შემოსვლას თავს არიდებენ, ამ გვერდზე ზოგიერთები.
რადგან იციან თქვენებრი, მწარე და მწარე შაირი, ნადირის, ილტოსპირელის, როის და ანთასნაირი.
გული ხალისობს აშკარად, კაფიას შავეწირები, ხოლო ვინც ჩვენ არ გვიკარდებს, მოვ….ნი იმნაირები!...
ანთა:
მადლობა უფალს,გამოსჩნდი, გამოგივლია ფონები, ნიჭიერი ხარ,კარგია შენთან კაფიით ომები, არის გულების შეჯიბრი, ხარობენ ლექსის ლომები, მწარეს მეტყვი თუ დათაფლულს, ყოველთვის მომეწონები...
ბოლო სტრიქონმა გიმტყუნა (მადლი აკლია გონების)_ "მოვ…ან" რამ დაგაწერინა, ცაში გაბრაზდნენ ქორები.
შენ ახლა პასუხს ჩაუჯექ, მე ლელას ჩავეკონები!
კაფიასა თუ შაირზე და დუმილზედაც გეტყობა, რომ ტახტი გეძვირფასება და გულით გინდა მეფობა!
არ გიშლი,მეფე უყავი, თანაც_ლექსების მჩქეფეო, ოღონდ გახსოვდეს:ანთაა ლომი და მეფეთ-მეფეო როი:
კარგი კაცი ხარ ანთაო, თუმც ხარვეზი გაქვს მრავალი, აზრები გამეფანტაო, მოვიდა წელი ახალი.
გახსოვდეს ლექსმა არ იცის, ნათესავი და მზახალი, მაინც ძალიან განვიცდი, წითელ ვარ როგორც ჭარხალი.
არა სირხცხვილით არამედ, სიბრაზის მადევს ალმური, თუკი მიმასწარ კარამდე, მაშინ არ გელის პანღური.
ხომ იცი მონაგონია, ეგ შენი მეფეთ მეფობა, ქალებთან ბლატავს შეეშვი, მაგათ სხვა რამეც ეყოფა.
ზოგს მცირეც ყოფნის ზოგ ქალს კი, უფრო მოზრდილი სჭირდება, მაგრამ ცუდია კლიმაქსი, მერე რომ აღარ იზრდება.
ჰოდა ამიტომ ანთაო, გეყო მასეთი ფიქრები, და შენ წელს ზემოთ ხოლო მე წელს ქვემოთ მეფე ვიქნები.
ანთა:
როი ალალი ბიჭია, ვერ ეგუება ჩათლახებს.
ხანდახან უცნაურია და ლირიკულად აჩმახებს!
როი:
როის ნაჩმახი ანთაო, მათესაც დაემართაო, სანამ დრო არის ბებრებო, წელს ქვემო ნაწილ ძალთაო, დროზე მიხედეთ საქმეს და დაიპყრეთ ქალთა კალთაო.
ანთა:
ვინაა,ძმაო,ბებერი_ ავაზასავით ვხტებიო, მე ოც კილომეტრს გავირბენ, შენ ერთზე დავარდებიო, აღმართზე ვერ მეწევიან ქურციკები და მგლებიო. ლამაზი ქალის მნახველსა მილამაზდება ფრთებიო, წელს ქვემოთა და წელს ზემოთ ფოლადივითა ვხდებიო!
როი:
მაგრად ვიცინე ანთაო, დავწერე დანარჩენიო - შენზე მცირეა ასაკით, საწყალი მამაჩემიო. მაგრამ თვითონვე იძახის, მაძღარი დამაქვს თვალიო, ცქერაზე არ დავრჩებოდი წელს ქვემოთ მქონდეს ჰალიო, და ვიცი თქვენც რომ სიცოცხლე პამპერსით უნდა გალიოთ, ჩვენ ღვინოები, ხოლო თქვენ სულები უნდა დალიოთ. მიდიხართ უკან მოგყვებათ, დატოვებული ვალიო, თქვენი ნახმარი ქალები, ახლად სახმარი არიო!...
ანთა:
ხშირად ახსენებ პამპერსებს_ გეტყობა,თვითონ გაცვია. ქალებს რომ ტკბილად აკვნესებს, ანთა ისეთი კაცია, მარადიული ყოჩი და მარადიული ვაცია... შენ რომ ჩემ ხნისა იქნები, არაფერს დაგიჯერებენ, დავარდნილ-დაობებულსა მასაჟით აგიყენებენ. ვით ინდაურის ჩიჩახვი, გექნება დაკიდებული.
დღედაღამ ნაპერწკლებსა ჰყრის ანთაის გაბრიქებული!
როი:
გიწონებ შაირს აშკარად, თუმც აზრები გაქვს მღვრიეო, მაინტერესებს პამპერსის, ნეტა რა შემამჩნიეო.
გაფრთხილებ ანთავ, წინასწარ - ნუ გამოიტან დასკვნებსო, შენ აწი ჰა, ჰა ქვა გასკდეს, ჭირისუფალი აკვნესო.
ზედმეტი საუბარი და ბლატაობანი გჩვევია, შარდი და ნაპერწკალებიც კარგად ვერ გაგირჩევია.
მე კი შარვალზე ნამდვილად აწყვეტილი მაქვს ღილები, რვა მეტრის რადიუსამდე მიფრთხიან ქალიშვილები.
და შენს ასაკში რომ ვიყო, არ ვიბაქიებ ამდენსო, ჯერ კუბოს ფიცრებს ვიყიდი, მერე ჩამოვწერ ანდერძსო.
ასე რომ ნუღარ გაჭედე, შენი კაცობით ყურები, არ ჩაჰყოლია საფლავში, არავის... ინდაურები....
ანთა:
ბაქიაობა,ძმობილო, თქვენგან ვისწავლე,მგონია. ხან ზღვაში გადავეშვები, ხან გამოჩნდება ფონია. ანთას ტრაბახი უყვარსო_ არ დაიჯერო,ჭორია, შაირს ქადილიც უხდება, ვით ცას_ ორბი და ქორია.
ახლა რა შარის დრო არის, ირგვლივ ხალისის ტბორია_ შობის დღე გვიახლოვდება, მთებზე სამოთხის ბროლია, წინასწარ მომილოცია_ ღმერთმა გიმრავლოს გორია.
კიდევ მრავალჯერ შევხვდებით, ჩვენში კაცური ომია!
როი:
მეც მოგილოცავ შობასა, სულ მრავალს დაესწარიო, ვულოცავ ვინც არ იქნება კაცი თუ გარეწარიო,
შენ კი კაცი ხარ ანთაო, ნამდვილი კარგი კაციო, ახლა ხელს გართმევ, შაირიც ქე ვიცით აბა აწიო.
ახლა წავედი წამოვწექ, დამღალა გზამ და შარამა, ვინც ჩვენზე რამე ცუდი თქვას, გული გაუპოს დანამა!...
ანთა:
შენც ჩემნაირი ყოფილხარ_ პასუხს აკვესებ წამშია...
ლექსში იმდენი სითბოა, მზე გამეშალა ტანშია.
იცოცხლე,სანამ შაირი დაიშრიტება ფშავშია!
ურაკპარაკზე ნიკი აზის ბებერ ნაწერებს, დახეთქილ ლექსებს გაუჩრიათ პირში სტროფები, სომხურად წვიმს და შენ სიმართლეს ვერვის აჯერებ და ბოლოს როგორც ცუდი ბიჭი დაიბლოკები.
რადგან იცხოვრე შენი გზით და ნიკის წესებით, ურაკპარაკზე ორი წელი ისე გივლია, ბევრი ქულები შეისრუტე, ხოლო ლექსები ხარისხიანად რომ არ წერო არ შეგიძლია.
წერენ უნიჭოდ, შენთან წვეთავს ნიჭის ნიათი, წერ და თევზაობ ყოფნასა და შორის დაბლოკვის, ხოლო მკითხველებს იმოდენა სივრცე მიართვი, გრჩება შეგრძნება რომ ქულები გაქვს და არ გყოფნის.
მაგრამ სანამდის ადმინები შენს ლექსს გაცრიან, მათი ლანძღვიდან ისევ ლექსზე ჯობს გადმოერთო, და თუ ლექსს დებ და წაკითხვასაც აღარ აცლიან, იმ საიტიდან აიბარგო გიჯობს პოეტო.
ანდა გაჩუმდე თორემ ნიკი ბებერ ნაწერებს ისე წაგიშლის - შენ ნიკებზე გაზის ბლოკები, ზიხარ კომპთან და შენს სიმართლეს ვერვის აჯერებ ბოლოს ერთი თვით ან უვადოდ გაისროკები.
იხილეთ კლასი:

23. შენც მოგიკითხე ეკაო, მოკითხვას გითვლი გულითა, ცაზე ვარსკვლავებს კენკავდა თავისთვის მთვარე-ქათამი, ეს კაფიებიც დაიწყო ერთურთის სიყვარულიდან, ხოდა მოგიძღვნით ვისაც გსურთ სანამ დაითვლით ათამდის;):) შენც მოგიკითხე ეკაო, მოკითხვას გითვლი გულითა, ცაზე ვარსკვლავებს კენკავდა თავისთვის მთვარე-ქათამი, ეს კაფიებიც დაიწყო ერთურთის სიყვარულიდან, ხოდა მოგიძღვნით ვისაც გსურთ სანამ დაითვლით ათამდის;):)
22. ქალავ
ქალავ, სიცოცხლის მშვენებავ, სიცოცხლის დამათრობელო! გაბრწყინებულო ცისკარო, ვარსკვლავო მანათობელო! სულ იბრწყინვალე, ინათე, სიცოცხლის მახარობელო! ქალავ
ქალავ, სიცოცხლის მშვენებავ, სიცოცხლის დამათრობელო! გაბრწყინებულო ცისკარო, ვარსკვლავო მანათობელო! სულ იბრწყინვალე, ინათე, სიცოცხლის მახარობელო!
21. აქ რა მაგარი რამეები დამხვდა! დავით, ოთარ... მოგიკითხეთ ყველა! აქ რა მაგარი რამეები დამხვდა! დავით, ოთარ... მოგიკითხეთ ყველა!
20. ოთარ კილოს არც მე ვწუნობ, არ დავდევ გვარიშვილობას, არ ვეძებ სისხლში თუ აქვს მას, რამე სხვა სისხლი ნარევი, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც, თვალებს დაგიხრის რიდითა, ხოლო მის მკერდში ქვეყანას ხელი ექნება ნარევი..:);) ოთარ კილოს არც მე ვწუნობ, არ დავდევ გვარიშვილობას, არ ვეძებ სისხლში თუ აქვს მას, რამე სხვა სისხლი ნარევი, მაგრამ ვერ ვიტან როდესაც, თვალებს დაგიხრის რიდითა, ხოლო მის მკერდში ქვეყანას ხელი ექნება ნარევი..:);)
18. ფშაურ მოტივზე
მსურს მოვიგონო ვაჟაი, მარგალიტების მთესველი. დამილოცნია ლაშარი, დამინამია ეს ველი. მიყვარს ე დედა-ბუნება, ე თავმომწონე ქალშავა. ვუმღერი თავისუფლებას, ვეთაყვანები თვალშავას.
სატრფიალო (ლიკა ოხანაშვილს)
ერთი ყმაწვილი ქალაი მთის სურნელებით თვრებოდა. პირიმზე ვითა ვაჟაი ყვავილებს ეფერებოდა. ი დალოცვილი მთიელი სილამაზითა სტკბებოდა. თვის სატრფოს ი ბედნიერი მთიულურს ეცეკვებოდა.
ფშაურ მოტივზე

17. გულში სითბო ჩამეღვარა, მთაში ჰყვავის სიცოცხლე. აქ ბუნებით უნდა დათვრე, ეშხით უნდა იწოდე... მთიელ ქალთა სილამაზე განთქმულია, იცოდე!!!
კოლხიდელი1987. ___________________ ვიცი,ვიცი მთიელების, ეშხი და სილამაზე, ბევრჯერ მითქვამს წყაროს პირას, ცეცხლის პირას ამაზე, თუმცა ბარშიც ბევრი დადის გასაოცრად ლამაზი....
გულში სითბო ჩამეღვარა, მთაში ჰყვავის სიცოცხლე. აქ ბუნებით უნდა დათვრე, ეშხით უნდა იწოდე... მთიელ ქალთა სილამაზე განთქმულია, იცოდე!!!
კოლხიდელი1987. ___________________ ვიცი,ვიცი მთიელების, ეშხი და სილამაზე, ბევრჯერ მითქვამს წყაროს პირას, ცეცხლის პირას ამაზე, თუმცა ბარშიც ბევრი დადის გასაოცრად ლამაზი....
16. პირიმზე
ბეთანიაში ვიხილე ხატება თამარქალისა, შუაღამისას ტაძრეულს შუქი მოსავდა მთვარისა. ყურს ჩამესმოდა სიმღერა, ბატონიშვილის ხმალისა, ცაზე ბრწყინავდა ვარსკვლავი, მანათობელი ღამისა. იცოდე, შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არისა, სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე მთიდან მონაბერ ქარისა. მიხარის უსასრულობა დიდებულისა წამისა, ვარსკვლავის დარად ციმციმი პატიოსნისა თვალისა. პირწმინდად მათრობს სურნელი დალალებდაწნულ ქალისა, დაე, დამნაცროს ისევე ელვამ პირიმზის ტანისა. შენსკენ სავალ-გზებს მინათებს შუქი მზისა და მთვარისა, ''მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა''. პირიმზე
ბეთანიაში ვიხილე ხატება თამარქალისა, შუაღამისას ტაძრეულს შუქი მოსავდა მთვარისა. ყურს ჩამესმოდა სიმღერა, ბატონიშვილის ხმალისა, ცაზე ბრწყინავდა ვარსკვლავი, მანათობელი ღამისა. იცოდე, შენი ტკივილი ჩემი ტკივილიც არისა, სუნთქვა ხარ, სუნთქვა! პირიმზე მთიდან მონაბერ ქარისა. მიხარის უსასრულობა დიდებულისა წამისა, ვარსკვლავის დარად ციმციმი პატიოსნისა თვალისა. პირწმინდად მათრობს სურნელი დალალებდაწნულ ქალისა, დაე, დამნაცროს ისევე ელვამ პირიმზის ტანისა. შენსკენ სავალ-გზებს მინათებს შუქი მზისა და მთვარისა, ``მე არც ერთ კილოს არ ვწუნობ, თუა ქართველის გვარისა``.
15. არა რა ჩვენი ბრალია, თუკი არსებობს კოლია? თუკი ოთარას გული აქვს, და სიყვარული ჰქონია, ქალის და თანაც მთიულის, მერე რა ის თუ ბარშია დაბადებული,გაზრდილი, არ მოხვედრილა ქარშია მთაში რომ იცის ისეთში, მიტომ წუნსა სდებს მზექალა? ქარი ქრის,სულ სხვა ქარი ქრის, ისევ მოქმედებს ბეგარა? არა რა ჩვენი ბრალია, თუკი არსებობს კოლია? თუკი ოთარას გული აქვს, და სიყვარული ჰქონია, ქალის და თანაც მთიულის, მერე რა ის თუ ბარშია დაბადებული,გაზრდილი, არ მოხვედრილა ქარშია მთაში რომ იცის ისეთში, მიტომ წუნსა სდებს მზექალა? ქარი ქრის,სულ სხვა ქარი ქრის, ისევ მოქმედებს ბეგარა?
14. მთაში
გულში სითბო ჩამეღვარა, მთაში ჰყვავის სიცოცხლე. აქ ბუნებით უნდა დათვრე, ეშხით უნდა იწოდე... მთიელ ქალთა სილამაზე განთქმულია, იცოდე!!!
მთაში
გულში სითბო ჩამეღვარა, მთაში ჰყვავის სიცოცხლე. აქ ბუნებით უნდა დათვრე, ეშხით უნდა იწოდე... მთიელ ქალთა სილამაზე განთქმულია, იცოდე!!!
13. ვაჟო სადა ხარ?
ვაჟო სადა ხარ, გულისავ, რატომ არ გამამაისებ? შენ ოღონდ სადმე გამოჩნდი, ალად აგინთებ აისებს... გულის ჭრილობა გამეხსნა, მალამო უნდა ნაისრევს... რომელ ყვავილთან მღალატობ?_ ეჭვები ხრავენ ნაფიქრევს... ხან სულ გივიწყებ დამზრალი, ხან ვნება შენკენ მამიქნევს... იასამნებმაც იფეთქეს... კვირტებად დასკდა ატმის ხე... მოდი და ფრთხილად შემეხე, ჩუმად შემიხსენ საკინძე... ჯერ მკერდს მიბნიე, მერე კი ატმის ფურცლებად ამკინძე...
ია-ია .............................................................................
ია-იას
აქა ვარ, ქალავ სულისავ, ქალაქს ვაგდივარ ბეჩავი. ყოილო სიყვარულისავ, გაიშლებოდე ნეტავი... იხარე ვარდო გულისავ, იყავ მარადის ნეტარი!!!
კოლხიდელი
ვაჟო სადა ხარ?

11. ჰაი დედასა მტრისასა, ქალს დახვევიან ურცხვადა, არ ეკადრება ვოჟებო, ეგრე წვალება ქალასა. ეგ ახლოს მაინც არ გიშვებთ ალბათ გული აქვს სხვისადა... ჰაი დედასა მტრისასა, ქალს დახვევიან ურცხვადა, არ ეკადრება ვოჟებო, ეგრე წვალება ქალასა. ეგ ახლოს მაინც არ გიშვებთ ალბათ გული აქვს სხვისადა...
10. :)))) ვიცი,წაკითხული მაქვს;) :)))) ვიცი,წაკითხული მაქვს;)
9. პ.ს. ეს ოთარის მეგობრის დაწერილია... პასუხად მისწერა. პ.ს. ეს ოთარის მეგობრის დაწერილია... პასუხად მისწერა.
8. კაფია
ქალავ! შეჩერდი ერთ წამა, მინდა გამამყვე ცოლადა, სიყვარულისთვის ვშობილვარ, არ გავჩენილვარ მონადა. ეგ ყოილები პირიმზე, შენთვისა შავკარ კონადა. ერთგული ქმარი ვიქნები, თუ წამამყვები ცოლადა.
ოთარ რურუა
........................................................................................................
მთიელი ქალის წერილი-ბარელ ოთარ რურუას
რაო? ეგ რა სთქვი ვაჟაუ, უი, მამიკვდეს თავია! არაი მაქვის სურვილი, მყვანდეს ბარელი ქმარია! მთიელ ქალ მთაში მაჰკვდების, არ წამაგყვების ბარშია! ჯვარს საუკუნოდ დაიწერს, მთიელთა სალოცავშია!
კაფია

7. ოთარ როგორმე დაწყნარდი, ხომ ხედავ სულ სხვა ქალია, დღეს იქნება,თუ ხვალ,ან ზეგ, გახდება რუსის რძალია, არ უნდა ქართველი ვაჟი, აბა რა შენი ბრალია, ქალია,მერე რა ქალი, ნამდვილი ცეცხლის ალია! ოთარ როგორმე დაწყნარდი, ხომ ხედავ სულ სხვა ქალია, დღეს იქნება,თუ ხვალ,ან ზეგ, გახდება რუსის რძალია, არ უნდა ქართველი ვაჟი, აბა რა შენი ბრალია, ქალია,მერე რა ქალი, ნამდვილი ცეცხლის ალია!
6. შენი მძივები რად უნდა, ვერ ხედავ?მისდევს კოლიას, თავი ქალთამზე ჰგონია, თუმცა მარილი-"სოლია" იქნება იყოს ქალთამზეც, მაგრამ დააჭკნობს კოლია, აბა ვინ ნახა გაშლილი ყვავილად ლოთის ცოლია? ;):) შენი მძივები რად უნდა, ვერ ხედავ?მისდევს კოლიას, თავი ქალთამზე ჰგონია, თუმცა მარილი-"სოლია" იქნება იყოს ქალთამზეც, მაგრამ დააჭკნობს კოლია, აბა ვინ ნახა გაშლილი ყვავილად ლოთის ცოლია? ;):)
5. ქალავ!
რად შამიყვარდი წყეულო, რად მამიკიდე ალია?! ქალავ, განგების რჩეულო, შენსკენ გამირბის თვალია... ვეღარ მაგწყვიტე ეგ თოლი, ოთარა შენით მთვრალია!!! :) :) :) ქალავ!
რად შამიყვარდი წყეულო, რად მამიკიდე ალია?! ქალავ, განგების რჩეულო, შენსკენ გამირბის თვალია... ვეღარ მაგწყვიტე ეგ თოლი, ოთარა შენით მთვრალია!!! :) :) :)
4. პასუხის-პასუხი (წერილი მეგობარს) ჭირშიც შენთან ვარ, ლხინშიაც არ მიგატოვებ ქალაო. ნიჭის, თმენის და გაძლების უფალმა მოგცეს ძალაო... ფეხქვეშ ხალიჩებს დაგიფენ, მძივებით მოგრთავ თანაო!!! :) :) :) პასუხის-პასუხი (წერილი მეგობარს) ჭირშიც შენთან ვარ, ლხინშიაც არ მიგატოვებ ქალაო. ნიჭის, თმენის და გაძლების უფალმა მოგცეს ძალაო... ფეხქვეშ ხალიჩებს დაგიფენ, მძივებით მოგრთავ თანაო!!! :) :) :)
3. ჰეჰეეე, მაგარიააააააა :) :) :) ჰეჰეეე, მაგარიააააააა :) :) :)
1. რა მაგარია! გაგრძელდება ალბათ! ++++++++++ რა მაგარია! გაგრძელდება ალბათ! ++++++++++
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|