ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნაიკი8
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
6 სექტემბერი, 2010


ბოლო ლექსი (აჩის და მე-დეას)

შენ ახლა სწავლობ ცხოვრების წრეებს,
გამოვიარე გზები,ბინდები
გრძნობები მოვლენ და ისევ წავლენ,
ეს ბედი თუა, აჰა - მივნებდი...
მსურდა ლექსები შენთვის მეწერა
და მე - მოკვდავმა, როგორღაც შევძელ,
მე დღეს გავჩერდი, ჩემო მედეა
ხელი გავუშვი ასაფრენ მერცხლებს.
გულს ბოროტება არასდროს მედო
კაცი კაცობით ფასდება თუკი...
ვერ დაგიტიათ მაღალო მთებო
გულმა და ახლა ამაყი გურჯი
გადავჭრი ყველა ნაწვიმარ ქუჩას,
ბოდვებს თუ ხილვებს, დალექილს ასე
ვინ თქვა სიყვარულს ბოლო არ უჩანს
იმ გზით მოდიან,რომლითაც წავლენ.
და თქვენ კი მშვიდი მოგეცეთ ყოფა,
ღმერთი სიყვარულს სანთლით დარაჯობს,
მშვიდობით, ჩვენი გზა გაიყოფა...
სადაც არა სჯობს, მართლა გაცლა სჯობს!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები