ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ემმა
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


ჭიამაია ანუ ჩაშლილი პაემანი

პაემანი მაქვს...
ამ ზაფხულსაც ვერ გადავურჩი
ივლისის მზეებს,
აივნიდან ეზოში დასდევს მზერა 
(ხანდახან უდარდელად მოფარფატე)
პატარე პეპლებს,
სმენა – ჭრიჭინებს,  ღამღამობით,
მაშინ როდესაც ცაზე კვლავ ვითვლი
ვარსკვლავთა რემას.
არ მეშინია გაჩენილი ჭორფლებისა და
აღარ ვუჯერებ საუკუნეგადმონაშთ ჭორებს,
ასე ჯიუტად ვარღვევ რწმენას,
შენ ცრუ დაარქვი თუ ასე გსურს,
აღარ ვნებდები...
ჩემს ხელიგულზე დასეირნობს ჭიამაია...

“ჭია, ჭია, მაია
ხვალ როგორი დარია?”

ხვალ უშედეგოდ ველოდები ზაფხულის წვიმას,
შენს დაბრუნებას.
ცას კი ღრუბლები გაეპარა,
როგორც ბავშვობა გამეპარა თბილი კალთიდან...
არ მეორდებით,
რომ სამუდამოდ ჩემთან იყოთ, არსად გაგიშვათ,
აღარაფერი ეშველება ჩაშლილ პაემანს,
მე კი ჯიუტად:

“ჭია, ჭია მაპოვნინე
მე შენს დედას გაპოვნინებ...”

... და სულს ვუბერავ, გაფრენამდე ცოტა ხნით ადრე.
მას უნდა გავყვე წვიმებისკენ, ზაფხულის ხვატში,
გადამდებია ის სიგიჟე მე რომ ვატარე
მუცლით ამდენხანს,
ის უღმერთობაც თან რომ დამდევს
და რახანია,
ასე ჯიუტად ვარღვევ რწმენებს
შენ ცრუ დაარქვი (თუ ასე გსურს),
მე ცხოვრებასთან
კიდევ ერთი პაემანი მაქვს

“ჭია, ჭია მაია
ხვალ როგორი დარია??? “

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები