ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სამუმი
ჟანრი: პოეზია
6 სექტემბერი, 2010


ამურლანდია

ჭეშმარიტი სიყვარული,ასე ვფიქრობ ლანდია,
მასზე ბევრი მსმენია და არასდროს მინახავს,
ჯვარზე არის გაკრული თქვენი ამურლანდია,
სადაც ეულ ქოხებში იძმობილებს მინა ხავსს.

იცით?ჩემი ლექსები სევდის მონასტერია,
რა ვქნა,ვიცი უფლისგან ,რომ ვუყვარვარ არავის,
შენი გულის ქურდი ვარ და არც მონას ერია
რამე ადამიანის და გავშალე კარავი.

მე სიყვარულს დავეძებ საუცხოო შორეთში,
ახლა ისევ გზაში ვარ,კვირა არის უკვე რვა,
შორს მივდივარ რამეთუ, კარგად ვიცი სწორედ შინ
აღარავის ვახსოვარ,აღარავის ვუყვარვარ.

გზა ნელნელა ილევა,ჩნდება ამურლანდია,
ვნება ზღვისებრ ქაფდება,მომდის ელეთ-მელეთი,
უამრავი ქალწული,დალალში გირლანდია,
გიშრისფერი თმა არის თითქოს საენძელეთი.

ასე ვფიქრობ,აქამდე არაფერი მინახავს,
გაიჟღინთა ღრუბელი ბგერით დო,რე,მი ცაზე,
ახლა ვხვდები ქოხებში რად ძმობილობს მინა ხავსს,
რადგან კაცი არ არის სიყვარულის მიწაზე.

დილა სულის ექსტაზია,მზეს მოვპარე არილი,
მაისია და შორეთში რვა კვირის წინ მარტის სტვენს,
იცოდეთ,რომ გამახინჯებთ ტუში,ფერუმარილი,
სიყვარული სცენა არის და ჩვენ ვგავართ არტისტებს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები