| ავტორი: ჰერმინე ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 8 სექტემბერი, 2010 |
ადამიანები ქაოსში არარსებულ წესრიგს ეძებენ… ოთახის კედლებზე წიგნები კარადებად შემომსხდარან.დედაჩემის ხელები გაუთავებლად ეპოტინებიან იარუსისებურ წესრიგს და სულ მაოცებენ.მწერალ-მწერალ ალაგებენ ათასნაირ ქვეყნიერებას და მიმტკიცებენ ხელი არ ახლო,არ აურ-დაურიოო.ეჰ,იმან იცოდეს მე როგორ ამირევს ხოლმე მისეული წესრიგი ფიქრებს,მომწყვეტს ბუხრის სასიამოვნო გუგუნს და ულმობლად გამიმეტებს იმ თავგანწირული კივილისთვის,ჩაიდანი რომ ადუღდება და სმენადაკარგული წყალი უაზროდ ქშენს ხსნის მოლოდინში… არადა ხანდახან ორთქლად გაწელილი ბგერებიც კი მიზიდავს…საკუთარ ლაბირინთში ვიკარგები და კონტურებად ამოზნექილი ხაზები მიწასთან სწორდება გაუდაბნოებამდე.ბედუინი ვარ,უდაბნოს მსხვერპლი… ჩემს უდაბნოში ოქროს ქვიშით ვერ დავიკვეხნი,მაგრამ ოაზისის არსებობასაც ვერ უარვყოფ..და რომ უარვყო,მაშინ სულ არ ვიქნები მსხვერპლი თქვენსავით და ვერც დედაჩემის ხელები გამიყენებენ გზას ლაბირინთისაკენ! თაროზე ქვის სვეტად ბიბინებს ბალახი,სკივრზე ბავშვები შემომსხდარან წიგნების თვალწინ.მგონი მარკ ტვენს გამოეპარნენ.ბიულერბიულერულ მოუსვენრობას ვაწყდები მათში,სკივრზე ცქმუტავენ და გამომცდელად მეპარებიან თვალებში,აბა თუ გვცნობსო.გიცანით,დიახაც გიცანით!!!თქვენ ჩემს ხელებს ახალისებთ,რომ აურიოს მწერალ-მწერალ შექმნილი წესრიგი,დედას სულ გაუფუჭოს ხასიათი და ამ დროს არც კი შეაწუხოს სინდისმა. ადამიანები ქაოსში არარსებულ წესრიგს ეძებენ-თქო,ტყუილად კი არ ვთქვი!!!ქვის სვეტად აცელქებული პერსონაჟები მამხნევებენ არაადამიანურობის გზისაკენ მიმავალს.თვალის დახამხამებაში წიგნის თაროსთან ვჩნდები,ბავშვობის საყვარელ სათამაშო ქანდაკებას თაროს ვარიდებ და ვქმნი ქაოსს.წუთით აღარც ბედუინი ვარ და ახლა უდაბნოა ჩემი მსხვერპლი!!!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. წარმატებები!:) წარმატებები!:)
5. ამ საწამლავის გარეშე ერთი დღის გასვლაც არ ღირს ;) ამ საწამლავის გარეშე ერთი დღის გასვლაც არ ღირს ;)
4. ადამიანები ქაოსში არარსებულ წესრიგს ეძებენ… ლიტერატურას ,,მოუწამლიხარ" შენ და აწი აღარაფერი გიშველის ჩემი არ იყოს... ძალიან ვისიამოვნე კარგად წერ ჰერმინე... ადამიანები ქაოსში არარსებულ წესრიგს ეძებენ… ლიტერატურას ,,მოუწამლიხარ" შენ და აწი აღარაფერი გიშველის ჩემი არ იყოს... ძალიან ვისიამოვნე კარგად წერ ჰერმინე...
2. დიდი მადლობა :) დიდი მადლობა :)
1. კარგია. 5555555555555 კარგია. 5555555555555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|