ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზ.ხორნაული(Fuckerman's Song)
ჟანრი: პოეზია
9 სექტემბერი, 2010


=KuD's II=

დაგესლილი ღიმილების
ტყე.
ჩვენი ხე
და
ზე.
კაცობრიობა ზე.
ადამიანი ზე,
მე და,
ან იქნებ
შენ,
უკეთესია
ჩვენ
არავის
ვეტყვით
როგორ,
გადავიტანეთ
გულებით
დარტყმა,
გადავიარეთ
ტყე-
დანაღმული
გადაგესლილი
ღიმილებით.
ვიპოვეთ მინდორი-
იქ დავრგეთ
ხე
და ერთხელ,
სულ ერთხელ დავარქვით
სახელი
და არა
ზე.
-ალბათ
გავიშალეთ?
-მხოლოდ სივრცეში
ჩვენი ხის
ფოთლების
ფრთებით
და...
ან...
იქნებ...
და არა "როგორ?"
და არა ზე!
მე კვლავ გზაში
ვარ,
მე მომაქვს წყალი
რომ მე
ან შენ,
ჯობს ისევ
ჩვენ
დავუსხათ ხეს
გადაგესლილი
ღიმილების
აღარგაუვალ
ტყეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები