ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2010


. . . ფშაველის დარიგება (სამი ნიჭი) . . .

ძმაო მისმინე, მინდა გისურვო,
სამი რამ ქვეყნად გამოსადეგი,
ოღონდ ერთსა გთხოვ, რომ ყური მიგდე,
უნდა გამიღო გულის კარები.

                                  რამ რომ იშოვნო, მას ნდომა უნდა,
                                  დაუზარელი შრომის წადილი,
                                  აუარებელ ხეტიალისგან,
                                  მუდამჟამ უნდა იყო დაღლილი.

შოვნაში გირჩევ რომ ჰბაძო მგელსა,
თუ სხვა მოილხენს მუდამ ნადიმში,
მგელი დღედაღამ დაიარება,
რომ თვეში ერთხელ ჰქონდეს სადილი.

                                  მიზნის ამგვარი დასახულობა,
                                  კაცს აღწევინებს უთუოდ ბევრსა,
                                  და შემხედვარეს შემდგომ განცხრომის,
                                  შურით აღავსებს ყოველსა მტერსა.

რასაც მოიმკი, უნდა იშვენო,
არა ჩამარხო განძი მიწაში,
ამაყად იდგე მაღალ მთის წვერზე,
ჯიხვივით მაღლა გეჭიროს თავი.

                                  ამაში ჰგვანე მეფე-არწივსა,
                                  და დაიპყარი ცისა კამარა,
                                  რომ მეუფებდე და მბრძანებლობდე,
                                  ყოველ ცხოველსა, ხე-ტყე-ბალახსა.

რასაც იშოვნი მას ნახვა უნდა,
არ განიავდეს მთელი ქონება,
უფალს ევედრე, რომ შენ გიბოძოს,
წინდახედულის ნიჭი, გონება.

                                  მონადირეთგან გამიგონია,
                                  რომ ყვავს ვერ მოჰკლავ ერთი ნასროლით,
                                  თურმე საფრთხის წინ უხილავ ძალით,
                                  ყვავსა აეწვის მწარედ საჯდომი.

ამას გისურვებ ჩემო ძმობილო,
ემგვანე მგელსა, არწივსა, ყვავსა,
რომ სადაც მიხვალ, შენი ნათქვამი,
იყოს ყოველგან თავითა მაღლა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები