ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალბა-ტროსი
ჟანრი: პროზა
16 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

ისეთი არაფერი( წასაკითხად,რომ ღირდეს )

ძლიერ წვიმს...ნეტა რატომ  ტირის ასე ცა....მეც ვტირი....
შენ აქ აღარ ხარ!!!
რა საოცარი სიტყვებია,აქ აღარ ხარ,ჩემთან აღარ ხარ...
ანუ იყავი....და წახვედი,ხო იყავი,იყავი და თან ასე ახლოს,სულ ახლოს...
ხო ვგრძნობდი შენს სითბოს,შენს ალერსს.მათბობდნენ შენი თბილი ხელები.ახლა მხოლოდ მახსენდება მათი სითბო,მხოლოდ მახსენდება....

მახსოვს როგორ გიფეთქავდა გული,როგორ ვუსმენდი ამ მონოტონურ ხმას,როგორ მაცოცხლებდა.როგორ ვფეთქავდი მეც მასთან ერთად....მე ახლაც ვფეთქავ,თუმცა ის...შენი გული,ის აღარ ფეთქავს..
ჩემი ცრემლებით ტირის ზეცა...მიჭირს სუნთქვა...რადგან შენით ვსუნთქავდი...შენ კი ჩემით,ანუ ერთმანეთს ვაცოცხლებდით.

შენი ღამისფერი თვალები,როგორ მწვავდნენ,მზესავით.მეც თვალს ვერ ვუსწორებდი,ისე როგორც მზეს.მწვავდნენ და თავს დაბლა ვხრიდი,ვერ გიყურებდი თვალებში.მაგიჟებდა ეს გრძნობა,მინდოდა შემოხედვა და ვერ ვბედაბდი.ეხლა...ეხლა მზეც ჩასულა.შენი თვალებიც აღარ მწვავს,ვეღარ მწვავს.,მეც თამამად გიყურებ,აღარ მერიდება,მაინც აღარ აქვს აზრი,აღარ მრცხვენია,მაინც ვეღარ მხედავ.

ეხლა?

ეხლაც ცოცხალი ვარ...შენ მაცოცხლებ,თუმცა მე ვეღარ გეხმარები,რადგან შენ უკვე აღარ გესმის...
ვერც ამას წაიკითხავ.მაგრამ მე მაინც მოგცემ ამ ნაწერს.შენ კი ვერ დაინახავ,მაგრამ მე ხომ უკვე თამამად შემიძლია შემოხედვა და გეხები,შენს ხელს ვეხები,რომელიც უკვე აღარ მათბობს,ვეხები უკანასკნელად...
და საბოლოოდ მხოლოდ ამ ნაწერს გიტოვებ...
და სამუდამოდ გემშვიდობები...
უკვე თამამად გიყურებთ შენ და ზეცას,რადგან ჩემთვის სამუდამოდ იმარხება მზე შენთან ერთად...
და ჩემი პაწაწინა გულიც ....

მეყვარები...

(მივხვდი რატომ ტიროდა ცაც....)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები