ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლიკა-ოხანაშვილი
ჟანრი: პოეზია
17 სექტემბერი, 2010


ისინი მიატოვეს...

მოხუცებულთა თავშესაფარში

დაბერდაო და
ჩააბარეს ძველი ნივთივით,
შავ მოსასხამზე
კვალს ტოვებენ
მლაშე ცრემლები,
წაუკითხავი ისტორიით
ჩამქრალ თვალებში
მომავლის იმედს გადაფარავს
ალბათ ტკივილი.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამ რუხ  სილუეტს
მოხუცებულთა თავშესაფარში
მორიგი დღე აქვს ჩასათავები.
 
16.11.2009


*** (ვუძღვნი ბავშვთა სახლში მიტოვებულ პატარებს)

ყოველთვის,
როცა  ვინმე
ახსენებს დედას,
დახრი თვალებს და
თითქოს ჩურჩულსაც კი ვეღარ ბედავ,
რეალურად ხომ
მისგან მხოლოდ სირცხვილი დაგრჩა,
სირცხვილი,
მთელი ბავშვობა რომ სულ უკან გდევდა...
პატარა გულში დაგროვილი
უსიტყვო სევდა,
გახსენებს ხშირად, მიგატოვა თუ როგორ,
დედამ...

23.01.2010

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები