ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალიაჩი
ჟანრი: პოეზია
18 სექტემბერი, 2010


. . . სინდისის დალაქი . . .

სიკეთის ლამპარი, ამ დამპალ ქალაქში,
ხალხთაგან დევნილი, ვით მყრალი ნაგავი,
სიმართლის მთხოვნელი, სიცრუის ჯალათი,
დაძრწის მარტოხელა, სინდისის დალაქი.

ხალხმა დაივიწყა უფლის ათი მცნება,
ერთურთს ექცევიან, როგორც თავად ნებავთ,
მარტოდენ სიკვდილი, თავის შემხსენებლად,
ცოდვილ სულის პატრონთ, ბოლოს ევლინება.

შური, ორპირობა, ბინძურ სინდისსა ჰგავს,
ამდენი მკვლელობა თავად სიკვდილსაც კლავს,
კისერს გამოღადრავს, სიცილი სიმწრის აქვს,
კაცთა მოდგმის ტკივილს, დალაქი სისხლით სვამს . . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  თიკუნა, მედეა მოლოდინი ვულოცავთ დაბადების დღეს