 | ავტორი: დებორა ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2010 |
,, აპოკრიფები" - ჩემი პატარა ციკლია ბიბლიურ თემაზე. ეს მცირე ზომისანი შედარებით მოწესრიგებული მომეჩვენა და დავდე. დიდ ნაწარმოებებს სერიოზული ჩაჯდომა უნდა , ჯერ არ მცალია, მოგვიანებით შემოვამატებ.
სოდომი - - - - - - - აღარც კვამლია, აღარც ფერფლი, ქარმა წაიღო წასაღები, დიდი ხანია. გვალვები ისევ იცვლებიან თავსხმა წვიმებით. შენ კი დნები, დნები, დნები საუკუნობით და არ ილევი. ირგვლივ ისეთი ხრიოკია, მარილნარევში ხემ კი არა, და მთელი ეს ხანი, სარეველამაც ვეღარ იხარა. რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა, მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო!
აივანი - - - - - -
ის: - ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა , მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში.
მე: - სალომეა კი გამოუძვრა სულელ გადიას, რა ეჩქარება სწავლა! ცეკვის გაკვეთილს აცდენს, ჰეროდეს ბაღში პეპლებს დასდევს ფერადი ბადით.
შენ: - დარი-ავდარი, დღე და ღამე, აღმართ-დაღმართი, სიკვდილ-სიცოცხლე... დასაბამიდან დასასრულამდე ჯამში - ერთია. აღარ შევიდეთ?
ისინი - ისევ გვიანდებიან.
მარტო ხმა ისმის: - სადა ხარ, მამა! რად დაგვიტოვე ეს სამყარო - - სიტყვით შექმნილი, მაგრამ ბოლომდე გამოუთქმელი?
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. შეფასება გამომრჩა +5 შეფასება გამომრჩა +5
7. და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში
6. რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო. _ რა ზუსტი მიმართვაა...
"აივანი" კი, რაღაც უცნაური სითბო მოიტანა, ამ ტიპის ლექსებისთვის უცნაური. იმედია,მალე წავიკითხავ სხვა "აპოკრიფებსაც" წარმატებები:)
რომელმა ფიქრმა მიგახედა, რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო. _ რა ზუსტი მიმართვაა...
"აივანი" კი, რაღაც უცნაური სითბო მოიტანა, ამ ტიპის ლექსებისთვის უცნაური. იმედია,მალე წავიკითხავ სხვა "აპოკრიფებსაც" წარმატებები:)
5. ..
ცეკვის გაკვეთილს აცდენს..
5! ..
ცეკვის გაკვეთილს აცდენს..
5!
4. ბარბი, დაისი, მარ-მარი ძვირფსებო! მადლობა გულთბილი გამოხმაურებისთვის! ბარბი, დაისი, მარ-მარი ძვირფსებო! მადლობა გულთბილი გამოხმაურებისთვის!
2. რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო.
საინტერესოა რამ გაგაქვავა? მარილის ლოდო - - წარსულისკენ მაცქერალო, უარესი მომავლისათვის სამუდამოდ ზურგშექცეულო.
საინტერესოა
1. ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში. 555 ამ ავდრის მერე ისე მსუბუქად გაიხსნა ზეცა, თითქოს გაისმა ხმა მამისგან გარდმომავალი და იღიმება ნათლისმცემელი და მაცხოვარი შედის მდინარე იორდანეში. 555
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|