ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გიო-გიო
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2010


როგორ მინდოდა

როგორ მინდოდა ამ ქვეყნად ბევრი,
ალერსიანი ლექსები მეთქვა...
კარგი სიტყვების გამეხსნა ქვევრი,
ამომეწურა რითმების ფეთქვა.


მაგრამ რა მექნა, წლების სიჩუმემ,
სულ სხვა ოცნების ფრთებით მატარა...
პოეზიაში, შემეძლო თურმე,
მეც შემეტანა წვლილი პატარა.

უწინ თუ მსურდა ლექსების წერა,
პერგამენტს ფლობდა სულ სხვა ქარტია.
ახლაც ვერ ვთოკავ გაფრენილ მერანს?-
წარსულმა აწმყოს ვერ აპატია.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს