 | ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 21 სექტემბერი, 2010 |
იღვიძებ დაღლილ დღით, იძინებ ფხიზელ ღამით. მერე ფურცლებზე ღვრი, წუთში დაჭერილ წამებს... თვალს გააყოლებ გზას, სადღაც, უშენოდ მავალს. -ხვალე- გუშინდელს ზღავს, მერე წარსულში წავა... თვალში ჩაგხედავს მზე, თითქოს გიმოწმებს სიღრმეს. შენ კი იმაზე წერ, რასაც გულიდან იღებ... გიგავს თვალები ცას, გადანაწვიმებს თითქმის. მაინც რას ელი, რას, ლექსადაც რომ არ ითქმის?... ვიღაც გეძახის წინ, სადღაც, ჰორიზონტს მიღმა. შენ კი წატეხილ წვივს მძიმე ნაბიჯით ნიღბავ... ვიღაც სულ კუდში გდევს, ეს ვიღაც იცი - დროა. სიფლიდე გიწვდის ხელს, ცხვირწინ გიშენებს ”ტროას”... ეჭვის თვალები გღლის, ნდობას კი მაინც არ თმობ. იქნებ, ამიტომ ღირს, თავს ემეგობრო მარტო...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
18. მარტოსულობა ღმერთმა გაშოროს! ლამაზია შენი პოეზია +5 მარტოსულობა ღმერთმა გაშოროს! ლამაზია შენი პოეზია +5
17. თანანა შენი ჟღურტულა დღიურში ვერ გიკეთებს ჩანაწერებს.....არც [ირადი წერილები მოგდის? ფოფი. 2010-09-23 18:06:22
რა გითხრა, ჩემო ფოფი, ჩემს დღიურში ჩემი ნიკის გამტეხებმა ისე აფათურეს ხელები, რომ დღემდე ვერ შემოდის ჩემი ერთგული მკითხველი ჩემთან. მე კი ყველას მოვხსენი განზრახ დადებული ბლოკი, მაგრამ ისევ თუ გიჭირთ ჩემთან შემოსვლა, იქნებ ადმინს აცნობოთ... თანანა შენი ჟღურტულა დღიურში ვერ გიკეთებს ჩანაწერებს.....არც [ირადი წერილები მოგდის? ფოფი. 2010-09-23 18:06:22
რა გითხრა, ჩემო ფოფი, ჩემს დღიურში ჩემი ნიკის გამტეხებმა ისე აფათურეს ხელები, რომ დღემდე ვერ შემოდის ჩემი ერთგული მკითხველი ჩემთან. მე კი ყველას მოვხსენი განზრახ დადებული ბლოკი, მაგრამ ისევ თუ გიჭირთ ჩემთან შემოსვლა, იქნებ ადმინს აცნობოთ...
16. მომეწონა...
თანანა შენი ჟღურტულა დღიურში ვერ გიკეთებს ჩანაწერებს.....არც [ირადი წერილები მოგდის? მომეწონა...
თანანა შენი ჟღურტულა დღიურში ვერ გიკეთებს ჩანაწერებს.....არც [ირადი წერილები მოგდის?
15. მე მომეწონა თანაც ძალიან. 55555555555 მე მომეწონა თანაც ძალიან. 55555555555
14. არ მომეწონა არ მომეწონა
13. თვალში ჩაგხედავს მზე, თითქოს გიმოწმებს სიღრმეს. შენ კი იმაზე წერ, რასაც გულიდან იღებ...
ვიღაც სულ კუდში გდევს, ეს ვიღაც იცი - დროა.
მარტო თავთან მეგობრობა მეტი ტრაგედიია, მაგრამ ლექსად მომეწონა თვალში ჩაგხედავს მზე, თითქოს გიმოწმებს სიღრმეს. შენ კი იმაზე წერ, რასაც გულიდან იღებ...
ვიღაც სულ კუდში გდევს, ეს ვიღაც იცი - დროა.
მარტო თავთან მეგობრობა მეტი ტრაგედიია, მაგრამ ლექსად მომეწონა
12. კოსტას ვეთანხმები მე კოსტას ვეთანხმები მე
11. სევდიანია,თქვენი სახასიათო ლექსების სილაღე დამაკლდა აქ,მაგრამ ხელს არ მიშლის ძალიან მომეწონოს,თან როცა განწყობაზეც "გერგება" ზუსტად:) მოგიკითხეთ სიყვარულით:) სევდიანია,თქვენი სახასიათო ლექსების სილაღე დამაკლდა აქ,მაგრამ ხელს არ მიშლის ძალიან მომეწონოს,თან როცა განწყობაზეც "გერგება" ზუსტად:) მოგიკითხეთ სიყვარულით:)
10. რა უნდა თქვა ახლა ანდა დაწერო? ყველაფერი თქმულია ისედაც... "ყოველივე, რაც მომდინარეობს გულიდან, გულისადმი ჰბადებს ტკივილებს", ეს ლექსიც ამიტომაა ახლა ასე ტკივილიანი, თუმცა მართალი, რადგან: "ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: ყოველი კაცი ცრუ არს"... და მაინც: რაკი:" წატეხილ წვივს მძიმე ნაბიჯით ნიღბავთ", სწორედ ამიტომ: არასოდეს იქნებით ხელჩაქნეული და უიმედო. მხიბლავს მე ეს უსაშველოდ ქალური სიძლიერე
რა უნდა თქვა ახლა ანდა დაწერო? ყველაფერი თქმულია ისედაც... "ყოველივე, რაც მომდინარეობს გულიდან, გულისადმი ჰბადებს ტკივილებს", ეს ლექსიც ამიტომაა ახლა ასე ტკივილიანი, თუმცა მართალი, რადგან: "ვსთქუ განკვირვებასა ჩემსა: ყოველი კაცი ცრუ არს"... და მაინც: რაკი:" წატეხილ წვივს მძიმე ნაბიჯით ნიღბავთ", სწორედ ამიტომ: არასოდეს იქნებით ხელჩაქნეული და უიმედო. მხიბლავს მე ეს უსაშველოდ ქალური სიძლიერე
9. მომეწონა ესეც, და თქვენს ლექსებს რაღაცნაირი ის დაკრავს რაა, აი ის :) 5 მომეწონა ესეც, და თქვენს ლექსებს რაღაცნაირი ის დაკრავს რაა, აი ის :) 5
8. იქნებ, ამიტომ ღირს, თავს ემეგობრო მარტო...
:) 5 იქნებ, ამიტომ ღირს, თავს ემეგობრო მარტო...
:) 5
7. იქნებ, ამიტომ ღირს, თავს ემეგობრო მარტო...
:) ასე ყოფილა! 5 იქნებ, ამიტომ ღირს, თავს ემეგობრო მარტო...
:) ასე ყოფილა! 5
6. ვიღაც სულ კუდში გდევს, ეს ვიღაც იცი - დროა.
დრო-ულმობელი... ვიღაც სულ კუდში გდევს, ეს ვიღაც იცი - დროა.
დრო-ულმობელი...
5. კარგი ლექსია,მომწონს.
კარგი ლექსია,მომწონს.
4. ზა სვეტ ვ ტვაიხ გლაზახ) პადრუგა-საპერნიცა:) ზა სვეტ ვ ტვაიხ გლაზახ) პადრუგა-საპერნიცა:)
2. ეჰ არადა რა ძნელია..
ლექსი კი , ნამდვილად სასიამოვნოა და გულწრფელი..
ეჰ არადა რა ძნელია..
ლექსი კი , ნამდვილად სასიამოვნოა და გულწრფელი..
1. "...თვალში ჩაგხედავს მზე, თითქოს გიმოწმებს სიღრმეს. შენ კი იმაზე წერ, რასაც გულიდან იღებ..."
გულიდან ამოსულია – ცოტათი სევდიანი და ტკივილიანი... "...თვალში ჩაგხედავს მზე, თითქოს გიმოწმებს სიღრმეს. შენ კი იმაზე წერ, რასაც გულიდან იღებ..."
გულიდან ამოსულია – ცოტათი სევდიანი და ტკივილიანი...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|