ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნისაბა
ჟანრი: თარგმანი
22 სექტემბერი, 2010


სტივენ კინგი ,,ჭის ფსკერზე"

  ოგლეთორპ ქრატერი ერთი მახინჯი ბოროტი პატარა არამზადა გახლდათ, უყვარდა კატებისა და ძაღლების წამება, ბუზებს ფრთებს აგლეჯდა, გიჟდებოდა ისე სიამოვნებდა, როცა ხედავდა, როგორ იკლაკნებოდნენ მიწაზე წელში გაწყვეტილი ჭიაყელები (თუმცა, მას შემდეგ, რაც გაიგო, ეს მწერები ტკივილს საერთოდ ვერ გრძნობენო, სასტიკად განიხიბლა და ამ საქმიანობის მიმართ ინტერესი დაკარგა).
  დედა ცოტა მოსულელო ყავდა ბიჭს, შვილის ცოდვებსა და სადისტურ გამოხტომებზე მუდამ თვალს ხუჭავდა, ერთ დღეს დედა-შვილი კინოდან რომ დაბრუნდა, შინ გაცოფებული მზარეული დახვდა, ქალმა ისტერიულად შემოგლიჯა ოთახის კარი და მშობელს მოახსენა, სარდაფში კარტოფილის ამოსატანად ჩასვლისას ამ პატარა არამზადას გაბმულ თოკს წამოვკარი ფეხი და კინაღამ სული გავაფრთხეო.
  - არ დაუჯერო, არ დაუჯერო, ეგ ქალი ვერ მიტანს! - აკივლდა ოგლეთორპი, თვალებიდან ყალბი ცრემლების ნიაღვარი გადმოუშვა და ისე აქვითინდა, გეგონებოდა, ეს-ესაა, გული გაუსკდებაო.
  დედიკომ საცოდავი მზარეული დაითხოვა, ოგლეთორპი კი, ეს ჩვენი ძვირფასი ოგლეთორპი მეორე სართულზე ავიდა, საბრალო ძაღლისთვის ქინძისთავი რომ შეერჭო, დედიკომ იკითხა, სპოტი რატომ წკმუტუნებსო, შვილმა კი ისე მოატყუა, წარბიც არ დაუხამხამებია, საბრალო ცხოველს თათში შუშუს ნატეხი შერჭობია და ახლავე ამოვუღებო, მოსიყვარულე მშობელმა აქ კი თავი ვეღარ შეიკავა და გულაჩვილებულმა საკუთარი პირმშო მოწყალე სამარიტელად ჩათვალა.
  ერთ დღეს ოგლეთორპი მინდორში რომ დასეირნობდა საწამებლად მორიგ მსხვერპლის ძიებაში, უცებ ღრმა ბნელ ჭას გადააწყდა, გადააწყდა და იმ წუთშივე შიგ ჩასძახა, ექოს თუ გავიგებო.
- გამარჯობა!
- გაგიმარჯოს, ოგლეთორპ! - უპასუხა ჭამ ნაზი სასიამოვნო ხმით
ოგლეთორპმა შიგნით ჩაიხედა, მაგრამ ვერაფერი დაინახა, ამიტომ კვლავ ჩასძახა ჭას:
- ვინა ხარ მანდ?
- ჩამოდი, - უპასუხა ხმამ, - ჩამო, დამიჯერე, აქ კარგად ვიხალისებთ!
დაუჯერა ოგლეთორპმა და ჩავიდა.
  ის დღე ისე დაღამდა, ბიჭი შინ არ დაბრუნებულა და დედიკომ პოლიციაში დარეკა, ისინიც საგულდაგულოდ შეუდგნენ ბიჭისძებნას, მაგრამ უშედეგოდ, მთელი თვე ეძებდნენ და ის-ის იყო, თავის განებება გადაწყვიტეს, რომ ღრმა ჭის ფსკერზე აღმოაჩინეს ოგლეთორპის უსიცოცხლო სხეული …..
  გვამს წამების ნიშნები ეტყობოდა!
  მიცვალებულისთვის ხელები ისე მოეგლიჯათ, როგორც ბუზებს აცლიდა ხოლმე ფრთებს, თვალებში ქინძისთავები ჩაერჭოთ, მოკლედ, ისეთ დღეში  ჩაეგდოთ, დაწვრილებით რომ აღვწერო, საშინელ დღეში ჩავარდებით.
  პოლიციელებმა გვამი (უფრო სწორად მიცვალებულის ნარჩენები)  რომ წაასვენეს, ზურგსუკან ხმა მოესმათ, ჭის ფსკერზე ვიღაც იცინოდა...

The Thing at the Bottom of the Well.

Oglethorpe Crater was an ugly, mean little wretch. He dearly loved plaguing the dog and cat, pulling
the wings from flies and watching worms squirm as he slowly pulled them apart. (This lost its fun
when he heard worms feel no pain).
But his mother, fool as she was, was blind to his faults and sadistic traits. One day the cook threw
open the door in near hysterics and Oglethorpe and Mommy came home from a movie.
"That awful little boy tied a rope across the cellar stairs so when I went down to get potatoes, I fell
and almost killed myself!" she screamed.
"Don’t believe her! Don’t believe her! She hates me!" cried Oglethorpe, tears springing into his eyes.
And poor little Oglethorpe began sobbing as if his little heart would break.
Mommy fired the cook and Oglethorpe, dear little Oglethorpe, went up to his room where he poked
pins in his dog, Spotty. When mommy asked why Spotty was crying, Oglethorpe said he got some
glass in his foot. He said he would pull it out. Mommy thought dear little Oglethorpe a good
Samaritan.
Then one day, while Oglethorpe was in the field looking for more things to torture, he spied a deep,
dark well. He called down, thinking he’d hear an echo.
"Hello!"
But a soft voice called up, "Hello, Oglethorpe"
Oglethorpe looked down, but he could see nothing. "Who are you" Oglethorpe asked.
"Come on down," said the voice, "And we’ll have jolly fun."
So Oglethorpe went down.
The day passed and Oglethorpe didn’t come back. Mommy called the police and a manhunt was
formed. For over a month they hunted for dear little Oglethorpe. Just when they were about to give
up, they found Oglethorpe in a well, dead as a door-nail.
But how he must have died!
His arms were pulled out, like people pull flies’ wings. Pins had been stuck in his eyes and there were
other tortures too horrible to mention.
As they covered his body (what was left of it), and trouped away, it actually seemed that they heard
laughter coming from the bottom of the well.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ოთარ რურუა ვულოცავთ დაბადების დღეს