ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: N O D O
ჟანრი: პოეზია
22 სექტემბერი, 2010


ქვა-ტირე

ტირე -
|მონიტორი აჩვენებს "NO SIGNAL"|,
თითის წვერებზე დგება ისევ ჩემი იმედი,
ტირის, ხვალინდელი დღეა უშ(ე)ნო,
თვალები შენი - თოვლისფერი ("ხრუსტალის" არა),
ფერუმარილით გაუღებავს დილას მამალი.
მცირე ნაკვეთი აიზომა თავისი ხელით,
თითქოს არც კი არსებობდა საერთოდ,
ისე დაამშვენა მიწამ და მიწისფერმა,
ალბათ ყოველთვის თიხა იყო, ან თიხის მსგავსი,
მთელი ცხოვრება ჩაუვლია ტალახის მსგავსად,
და სიმძაფრისთვის, დავამატებ, ეცვა ტალახი.
მას ალბათ ყოველთვის სჯეროდა სიტყვების:

"მიწა ხარ და მიწად იქცევი"

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები