ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თენგიზი
ჟანრი: პოეზია
26 სექტემბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

გაკომუნისტებულ ადოლფას და სხვებსაც( გემუდარებით ნუ მეტყვით, ეგ პოეზია არააო), თათარიახლად. ხო ამყარეთ ბორკილები და დამაწყებინეთ კვლავ ლექსის წერა თქვე ოხრებო თქვენა.

  ***
                                        ჰაილ ადოლფ, კამარად!

შენთან სიტყვები გამოდიან სულ სხვა გრძედებზე
და განედებიც ისეთი აქვთ, მართლაც მპა-მპუ და
გადიჯლიგინებს ოსმალთ ფაშა ამ ჩვენს ედემზე,
თუ თაკოს ლოშნას არ შეეშვა თურქი მაჰმუდა.

არც ივანია ძმადნაფიცი, უფრორე ბილი,
ეს მერამდენედ ამტკენია მე სიბრძნის კბილი?
ეს მერამდენედ დამიკარგავს აზრიც და ძილიც?
არც ფული მაქვს და არც რაიმე ბიზნესში წილი,
ჰოდა, ქე ვტირი...
აუ რა ბილი - ჯოელია,
კი არა ბუში,
მომდგამს სიქველე, დღეს კი მლოკავს ბიბილოს მრუში...
მე ვარ პირქუში...

გადახვევით ვწერ, თუმც არ ვცხოვრობ გადახვეულად,
ჰოდა იმანო, მინდა გკითხო ჩემო ძამია,
რადგან სიცოცხლე ამოსუნთქვა, ერთი წამია, -
ეს ყველა კარგი, მაგრამ, მითხარ, ჩვენ რა ვაკეთოთ?..

დავითი ძმაო, დავითი,
აღმა მხვნელი და მთესველი,
ადოლფების და თენგიზთა
მომფერებელი, მწყემსველი,
თორემ სხვა ჩვენ ვინ გვიშველის -
ცოლის ნიფხავის მკემსველი?..
მე სამ მანდილზე შევჩერდი
და ახლა ვჯავრობ ამაზე,
თუმც ვცდილობ და არ მიწყვია,
ხელები კურტუმ-გავაზე,
ჩაირიხინა პოეზდმა,
მე ჩემი კონი გავმაზე...
ჰოდა შეები აღმართებს,
სიმრავლის საქართველოსი,
თუ კი გსურს ხედვა კვლავად რე,
ამ ჭალების და მდელოსი,
არ ჩაიმუხლო, მიაწექ,
არ შეგეშინდეს ზეროსი,
შენს სისხლს მიეცი გზა-კვალი,
არა მოტანილს წეროსი,
ესაა ჩვენთვის მთავარი
მეტად, ვით ჯდომა ჩეროში...
ვინცა ხარ - მთესი კარტოშკის,
თუ მიმდევარი ეზოპის,
გევედრი, ის ჰქნა, რასაც გთხოვ -
ძეთ ჟრიამული ეზოში...
თორემ მოგვადგა მაჰმუდა,
ჩვენი სიმრავლე რად უნდა?
მხოლოდ ძინ-ძინ და მტლა-მტლუ და
მერე ვტირით და მოვთქვამთ, რომ
ჩვენი გზა-შარა გამრუდდა,
რომ ზვრებს ფესვები წაუხდა
და ვთესავთ ნაცვლად ხაბრუზაკს...

შენთან სიტყვები გამოდიან სულ სხვა გრძედებზე
და განედებიც ისეთი აქვთ, მართლაც მპა-მპუ და
შენს სიყვარულში არჩეულ გზას მეტი რა უნდა...
ჰო და,
ა,
აგერ,
შეგაშველე მეც აბდაუბდა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები