ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2010


შენ ლექსი გიჯობს

შენ ლექსი გიჯობს

ეჰ აღარ მინდა მე სიყვარული,
აღარც ცრემლები და აღარც გრძნობა,
ეჰ აღარ ღირდა დღეს სიხარული,
ძალა აღარ მაქვს და მინდა ტრფობა.

ეჰ გაუყევი გულო შორეულს,
გზები მასწავლე სხვისკენ სავალი,
ეჰ დამიკარგავს ჩემი ოცნება,
და ფიქრად მაწვიმს ცრემლი მრავალი.

ეჰ, აღარ ფრენენ ანგელოზები,
ჩემში არ ჰყვავის დაჭკნა ვარდები,
სიცოცხლე მინდა უფლება მომეც,
ნუ მოხვალ ისევ შემიყვარდები.

დღეს ქსოვრელებიც აღარ მღერიან,
მეზურნეც თითქოს ისევ დადუმდა,
ეჰ ვეღარ ვპოვე მე სიხარული,
ახლა ვერ ვხვდები ამ გულს რა უნდა.

მომეც ნიკალავ მე შენი ფუნჯით,
მისი თვალები უნდა დავხატო,
ეჰ გალაქტიონ დაღონებულხარ,
ცრემლიან არწივს მოჰგავხარ რატომ.

დღეს ალბათ მერის ისევ დაშორდი,
და მისი ბაგე სხვას ეკონება,
ჩამკიდე ხელი მტკვარზე მივდივარ,
ეს გული რკინის ნუ გეგონება.

დღეს მეც შენსავით სასმისს შევავსებ,
მის სახეს ისევ ღვინოში ვპოვებ,
დავეწაფები ნუ შემაჩერებ,
ტალღებს მივყვები სიყვარულს ვტოვებ.

აიღე თასი ერთად დავლიოთ,
მერი და სოფი დღეს ჯვარს იწერენ,
აღარ გვაქვს ფასი ეჰ გალაქტიონ,
სვეტიცხოვლიდან წერილს გვიწერენ.

მეფაიტონე გამოგვიგზავნეს,
დღეს ძველებურად აღარ გველიან,
დამისხი ღვინო ტალღებს მივყვები,
ყარაჩოღელნი მტკვარზე მღერიან.

ეჰ გალაქტიონ მერის რა ვუთხრა,
როცა მე თვითონ ცრემლები დამდის,
დღეს ბაგრატიონს მუხრანის ველზე,
სისხლი ადინეს განგმირეს ცამდის.

მათ რა იციან იგი მეფეა,
სულით არავის არ ემონება,
სიყვარულისთვის თუკი ეწამა,
დღეს იგი მხდალი ნუ გეგონება.

ცრემლით ბრწყინავენ ახლა თვალები,
ღმერთო რად მშობე რისთვის გინდივარ,
ეჰ გალაქტიონ ერთიც დამისხი,
დავლევ დღეს მაინც მტკვარზე მივდივარ.

აჰა ნიკალავ ეს შენი ფუნჯი,
ახლა მის თვალებს ტალღები მიჯობს,
ჰე გალაქტიონ ცრემლი შეიშრე,
მერის ნუ ეტრფი შენ ლექსი გიჯობს.

კალამს დაგიტოვ მათი სახელი,
საუკუნეებს ლეგენდად შევთხზათ,
მიდი რას უცდი დღეს ჯვარს იწერენ,
ცრემლები მიმდევს თვალებზე მე გზათ.

და თუ ტალღებმა დღეს ჩემი ფიქრით,
გული ატირონ მთლად დაიმონონ,
ჰე გალაქტიონ კალამი ჩქარა,
იქნება ჯვარზე ხმა გაიგონონ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები