ვიღაც
ვიღაცას სცივა ვიღაცა ნატრობს, ვიღაცას სტკივა სხვას ვეღაც ათბობს, ვიღაცა სტირის ვიღაცა დარდობს, ვიღაცა ჭკნება ვიღაცა ვარდობს.
ვიღაცა ხედავს სიტყვას ვერ ბედავს, ვიღაცას უყვარს ვიღაცა ჭედავს, ვიღაცა ფიქრობს გულის კარს კეტავს, ვეღარცა მისმენს ვეღარცა მხედავს.
და ეს ვიღაცა ვიღაცას ჰპოვებს, მე ამ ვიღაცას ვიღაცით ვტოვებ, ვიღაცა განმსჯის სიყვარულისთვის, ვიღაცის თვალებს თუ მივატოვებ.
ვიღაცა ახლა ამ სიტყვებს ისმენს, ვიღაცის გრძნობა მოუკლავს ნისლებს, ვიღაცა ზის და მწარე ცრემლს ითმენს, ვიღაცა სხვისთვის შეთხზავენ მითებს.
ვიღაც მელის და ვიღაცას ველი, ჩემთვის ის ვიღაც არს გულის მწველი, შენთვის ვიღაცის გრძნობაა ძნელი, მე ის ვიღაცა ვარ შენი მცველი.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
3. გია, კარგია ადამიანი ხარ შენ სწორად რომ გაიგე ჩემი კომენტარი და ახლა უფრო მეტად მჯერა რომ ყველაფერი წინაა შენთვის. ადამიანს როცა ობიექტური შენიშვნის მიღება შეუძლია და გააზრება ეს უკვე კარგია. წარმატებები შენ ჩემო კარგო. გია, კარგია ადამიანი ხარ შენ სწორად რომ გაიგე ჩემი კომენტარი და ახლა უფრო მეტად მჯერა რომ ყველაფერი წინაა შენთვის. ადამიანს როცა ობიექტური შენიშვნის მიღება შეუძლია და გააზრება ეს უკვე კარგია. წარმატებები შენ ჩემო კარგო.
2. გეთანხმები ანინე,უბრალოდ არის მომენტი როცა ლექსი კი არა უფრო გართობა და გულის მოფხანვა გინდება და ამ დროს ყურადღებასაც არ აქცევ დეტალებს და პირიქით.ეს ლექსი არც მე მომწონს მაგრამ რას ვიზავთ,მერე გავუკეთებ კორექტირებას იყოს ეხლა.შენ კი მადლობა ობიექტურობისთვის გეთანხმები ანინე,უბრალოდ არის მომენტი როცა ლექსი კი არა უფრო გართობა და გულის მოფხანვა გინდება და ამ დროს ყურადღებასაც არ აქცევ დეტალებს და პირიქით.ეს ლექსი არც მე მომწონს მაგრამ რას ვიზავთ,მერე გავუკეთებ კორექტირებას იყოს ეხლა.შენ კი მადლობა ობიექტურობისთვის
1. გია, ჩემო კარგო, არაა ეს რითმა და რა ვქნა - ნატრობს, ათბობს, დარდობს, ვარდობს...არც ეს - ვტოვებ, მივატოვებ, ჰპოვებს... შეიძლება უბრალოდ უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდება ამ კუთხით, ლექსთწყობის კომპონენტებზე, არის უამრავი წიგნი ამ საკითხზე... რითმიანი ლექსის წერისას ავტორმა ბევრ რამეზე უნდა იფიქროს; პირველ რიგში სათქმელი უნდა ჰქონდეს რამე და მერე ამ სათქმელს ფორმა უნდა მისცეს. ძნელია, არ არის ადვილი, როცა გულიდან მოდის რაღაცა ტკივილი, რაღაცა იდეა და ამ დროს იმაზე იფიქრო, რომ რაღაცის ფარგლებში ჩაჯდეს, დავარცხნო, მისცე შესაბამისი ფორმა, მაგრამ სწორედ ასე იქმნება პოეზია, კონკრეტულად კი რითმიანი ლექსი... ყველაფერი წინ გაქვს ალბათ. წარმატებები. გია, ჩემო კარგო, არაა ეს რითმა და რა ვქნა - ნატრობს, ათბობს, დარდობს, ვარდობს...არც ეს - ვტოვებ, მივატოვებ, ჰპოვებს... შეიძლება უბრალოდ უფრო მეტი ინფორმაცია გჭირდება ამ კუთხით, ლექსთწყობის კომპონენტებზე, არის უამრავი წიგნი ამ საკითხზე... რითმიანი ლექსის წერისას ავტორმა ბევრ რამეზე უნდა იფიქროს; პირველ რიგში სათქმელი უნდა ჰქონდეს რამე და მერე ამ სათქმელს ფორმა უნდა მისცეს. ძნელია, არ არის ადვილი, როცა გულიდან მოდის რაღაცა ტკივილი, რაღაცა იდეა და ამ დროს იმაზე იფიქრო, რომ რაღაცის ფარგლებში ჩაჯდეს, დავარცხნო, მისცე შესაბამისი ფორმა, მაგრამ სწორედ ასე იქმნება პოეზია, კონკრეტულად კი რითმიანი ლექსი... ყველაფერი წინ გაქვს ალბათ. წარმატებები.
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|