ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ალბა-ტროსი
ჟანრი: პროზა
25 სექტემბერი, 2010


გიჟის მიერ დანახული რეალობა...(ციკლიდან მე და ადამიანები)

მაღვიძარამ 7 საათზე დარეკა.ავდექი,მაგრად მეძინება,მეზარება....
ხო ეხლა იმას დავწერ,რატომ დავაყენე წინა ღამით ჩემს მობილურზე  მაღვიძარა.
გადაწყვეტილი მაქვს დღეს მეტროთი ვიმგზავრო.მინდა ხალხს დავაკვირდე....გიჟი ვარ ხო?ვიცი,მაგრამ ახლა ამ გიჟს,სულ რაღაც 2 საათი აქვს თავისუფალი...9 საათზე სამსახურში უნდა ვიყო...
აი დარეკეს.ალბათ ტაქსი მოვიდა,რომ ვარკეთილში წავიდე და იქედან გავყვე მეტროს.ოჯახის წევრები ფიქრობენ,რომ გიჟი ვარ...პრინციპში მეც მასე ვფიქრობ.წავედი.
ტაქსის მძღოლი სანდომიანი კაცია,ალბათ მასაც გიჟი ვგონივარ ან მეეზოვე.მაგრამ მეეზოვე და ტაქსი,რაღაც არ ჯდება კონტექსტში...კაი გავიარეთ...
მივედით მე და ჩემი სანდომიანი ტაქსის მძღოლი მეტრო ”ვარკეთილთან”.ფული გადავუხადე და ჩავედი.უკვე ხალხიც ამოძრავდა...აუ,რა სახეები აქვთ,ნამძინარევი,არაფრის მთქმელი...აქა-იქ მეეზოვეები გვიან.ეხლა წარმოვიდგინე ჩემი თავი მეეზოვე...ისე რას ჩავიციკლე ამ მეეზოვეებზე....
ჩავდივარ მეტროში...ხალხი ისეთი უკმაყოფილო სახეებით დადის,რომ მე უკვე მრცხვენია ასეთი ბედნიერი სახე ,რომ მაქვს.დიდი ხანია მინდოდა განმეხორციელებინა ეს ჩემი ჩანაფიქრი.ვაპირებ ადამიანები შევისწავლო...(რა განცხადებაა).ახლა უკვე თქვენც ფიქრობთ,რომ გიჟი ვარ...კაი რაც არის არის....
მეტრო ”ვარკეთილი”,როგორც ყოველთვის მოქუფრულია.არ მიყვარს ეს მეტროსადგური მოწყენილი მეჩვენება...ხალხიც რაღაც დაღლილები არიან.ჯერ ხომ დილის 8 საათიც არაა.აი კაცი მომყვება გვერდით.რა სახე აქვს,ისე შემომხედა ვითომ ვალი მაქვს მისი....არადა გულში ალბათ ფიქრობს ნეტა მართლა ქონდესო ჩემი ვალი...ამას თუ არა ვინმეს მაინცო .ეჰჰ რა ცხოვრებაა.
ჟეტონის ყიდვა მინდა...რამხელა რიგია გაგიჟდება კაცი(ნუ ამ შემთხვევაში ქალი გავგიჟდი).უფასოა სამგზავრო ბილეთებიო გამოაცხადეს...ეს ხალხი არასოდეს გამოიცვლება.რაც უფასოა მიაწყდებიან ხოლმე.აი ამას ვეძახი მე ბრბოს.მაგრამ ეს ბრბო ამ შემთხვევაში უწყინარია.
მეტროს თანამშრომლები ცალკე თემაა საერთოდ.ისე გექცევიან,ვითომ ციხის ზედამხედველები არიან და შენ კი პატიმარი ხარ.ხო იტყვით ახლა ეს რა შედარებააო.აბა გაიხსენეთ მათი სახეები და აღარ გაგიკვირდებათ ეს.ან უკეთესი შედარება მაქვს საგიჟეთში  შუშის იქედან გიჟებს,რომ უყურებენ ისე გვიყურებენ... ეს გიჟები ხო არ მომცილდა.
კაი რაც არის არის,ჩავდივარ ექსკალატორზე.ვაცეცებ აქეთ-იქით თვალებს...საინტერესო მინდა ვინმე.თუმცა ამ ხალხს ისეთი თვალები აქვთ.მეცოდებიან.პრობლემები სახეზე აწერიათ.ნეტა რას ფიქრობენ.ალბათ იმას შვილებს რა აჩამონ,ან უარესი წიგნი,როგორ უყიდონ.აი თემა,რომელიც დღეს ყველაზე აქტუალური და მტკივნეულია.წიგნს,რომ ვერ უყიდი შვილს  იმ ქვეყანაში სირცხვილიცაა ახლა მე ამას,რომ ვწერ..რა დროს მეტროა,რა დროს ინდივიდუალებია და ხალხის კვლევა,მე მგონი მართლა გავგიჟდი და არ მეუბნებიან ასე პირდაპირ.
პატარა ბიჭები მომყვებიან უკან.ცელქობენ.ეჯიკავებიან ერთმანეთს.ნეტა შორს სწავლობენ სკოლაში?არ ვიცი ვნახოთ,რომელ სადგურში ჩავლენ.ჩავაღწიე ,როგორც იქნა ბაქანზე.ეხლა უცადე მატარებელს,როდის მოვა...აი უკვე მეც  შემეცვალა ხასიათი.ბავშვებიც ჩემს გვერდით დგანან.ნეტა ვარკეთილში არ არის სკოლა იქ,რომ ისწავლონ?ალბათ ახლოს ჩავლენ სადმე.აი ეს გოგო გვერდით,რომ მიდგას ისეთი გაპრანჭულია გეგონება სილამაზის კონკურსზე გადის.რატომ გვიყვარს ამ ქართველებს ასეთი საკონცერტო ჩაცმულობები.არ შიძლება ჩვეულებრივად და თავისუფლად მივუდგეთ  ამ საკითხს.ეჰ,რა ვიცი.
მოვიდა მატარებელი.ცარიელია.ეხლა შეივსება.ყველა ადამიანი ინდივიდუალური რომაა აქ შეგიძლიათ დარწმუნდეთ...ეს ბავშვები ხო არ ჩერდებიან.მამხიარულებენ...დაიძრა მატარებელი.აი ხალხს გამოეყო პატარა და ჭუჭყიანი ბავშვი ხელში ჟანგიანი ქილა უჭირავს...მათხოვარი.რა საშინელი სიტყვაა,გულს მიკლავს ეს სიტყვა და ახლა ისე მინდა ტირილი.(სადღაა ეხლა ის ხასიათი მეტროში ჩამოსვლისას,რომ მქონდა).როგორ გულით გვთხოვს ეს პატარა უცოდველი ბავშვი დახმარებას.უცოდველი...რა ვიცი...ნეტა შემეძლოს ეხლა მოვკიდო ამ ბავშვს ხელი და სახლში წავიყვანო...ბანალურია არა?მეც ასე ვფიქრობ.კაი შევეშვა ამ ბავშვს ჯობია...თავის გაჭირვება ეყოფა...მეც ჩემი...უგულოდ უყურებს ხალხი.ალბათ ფიქრობენ ნეტა კი გვქონდეს ფული ბავშვს წიგნს მაინც ვუყიდდიო.(ხო ვთქვი აქტუალური თემაა თქო).ნელ-ნელა ყველა სადგურზე ივსება ხალხით ჩვენი ვაგონიც.მე ვზივარ და ვწერ.ამათ ახლა ნამდვილად გიჟი ვგონივარ.იმედია ცდებიან...აი გოგო და ბიჭი შემოვიდნენ,მხიარულები.ყველამ მათ შეხედა.როგორი თვალები აქვთ.განსხვავებული.ისეთი მე,რომ ვეძებდი წეღან.ისე უყურებენ ერთმანეთს ჩვენ ნამდვილად ვერ გვამჩნევენ,თითქოს მონუცხულ წრეში არიან...გაბრუებული სიყვარულით.ხალხი(ბრბოა) ისე უყურებს ეხლა უკვე ისინი გონიათ გიჟები,რა დროს სიყვარულიაო ფიქრობენ.(აქტუალურ თემასაც არ ეშვებიან).
მინდა ვიყვირო,გეყოთ ხალხნო მარტო ამ ცუდზე ფიქრი.უყვართ ერთმანეთი და რა ქნან...ეჰ,დავანებო ამ ხალხს თავი,თავის გაჭირვება ეყოფათ,მეც ჩემი...აღარავის მინდა დავაკვირდე.უკვე მოშლილი მაქვს ნერვები.რამ მოგიშალაო იკითხავთ.არც მე არ ვიცი.მაინც ვწერ,რა აზრი აქვს გაჩერებას ამათ მაინც გიჟი ვგონივარ და ალბათ თქვენც უკვე ასე ფიქრობთ.
მე დიდუბეში ჩავდივარ.უკვე სული მეხუთება ამ ვაგონში.ბავშვები ჩავიდნენ.თავისუფლებაზე.ეტყობა ელიტარულ ან შედარებით ელიტარულ სკოლაში სწავლობენ.არ კადრულობენ ვარკეთილს,ქალაქის გარეუბანი...რაზე ფიქრობს ეს ხალხი,რა გარეუბანი,რის გარეუბანი წიგნი ვერ გვიყიდია...ეჰ.
შემდეგი გაჩერება ”ვაგზლის მოედანი” ისმის ნაცნობი ხმა.ნეტა ვინ ჩაწერა ეს ქალი.რა საშინელი ხმაა.ან იქნებ მე არ მომწონს.არ ვიცი.მიქრის ჩვენი მატარებელი და ეს ხალხიც უკვე მაღიზიანებს.დეპრესიული სახეებით და არაფრისმთქმელი თვალებით.მივაღწიეთ ვაგზლის სადგურამდე.რამდენი ხალხი ირევა ბაქანზე.არც გასვლას აცლიან ერთმანეთს,არც შემოსვლას.როგორც იქნა დაიკეტა კარი.ზოგი შემოვიდა,ზოგი ვერ...ასე ცხოვრებაში,კარგი გამოთქმაა გვაქვს:”შენმა მატარებელმა ჩაიარაო”...ხოდა ამ მატარებელზეც ვრცელდება ეგ გამოთქმა...სულ რაღაც 2 სადგური და გავაღწევ ამ დახუტული ვაგონიდან.მეტრო”ნაძალადევი” რა ცარიელია.სულ ასეთი ცარიელი რატოა ნეტა?ეჰ რავიცი...ნეტა ამის მეტი არაფერი მქონდეს სანერვიულო.ხალხზე უნდა დამეწერა ხო?ხალხი ისევ ისეთი მოწყენილია.არა უფრო სწორადუკვე ნერვიული,ალბათ ჩემსავით აგვიანდებათ.ყველა საათზე იყურება.ისე ძალიან მინდა ერთი ადამიანი მაინც დავინახო განსხვავებული.ის შეყვარებული წყვილიც ჩასულა,ალბათ საათს დავხედე და ამ დროს ჩავიდნენ.”ელდეპო” ,მეშინია ამ სადგურის.არ ვიცი რატომ.ალბათ სიმაღლის შიში თავისას შვება.2 წუთიც და ჩავდივარ.აი დაიძრა მატარებელი.მიდიდს ნელ-ნელა,ან მე უკვე ისე ვჩქარობ,რომ მეჩვენება.აი დავინახე ბაქანი.რამდენი ხალხი ჩადის დიდუბეში.ზოგი სად მუშაობს,ზოგის სად,ზოგი არსად.ამიტომ ბევრი სამთო ქიმიაში მიდის სამსახურის საძებნელად.კოშმარია ეს,რომ მახსენდება.ატყუებენ ხალხს იქ...საშინელი რეალობა.არადა სინამდვილეში ყველამ იცის იქ,რომ არავინ დაასაქმებს.მაგრამ წყალწაღებული ხავსს ეჩიდებიან.ერთი იმის უფლება მომცა იქ შევიდე და გადმოვყარო ისენი ფანჯრებიდან.მატყუარები.(აი უკვე,როგორი გაგიზიანებული და აგრესიული ვარ).გაჩერდა მატარებელი.გავედი ამ საშინელი ვაგონიდან დდა სუფთა ჰაერი შვებაა ეხლა ჩემთვის...ვინ გაცადა ჩასუნთქვა,ისე მაწვებიან გადამჭყლიტავენ,რომ არ გავყვე ამ ”ბრბოს”.კაი გამოგყვებით,გამოგყვებით სხვა გზას მაინც არ მიტოვებთ.სალაროსთან კოშმარია.საშინელი რიგი.კარგია მე უკვე დანიშნულების ადგილზე ვარ.ბოღმა მახრჩობს,რომ სულ სხვანაირ განწობაზე დავდექი.ამ საშინელ ხმაურში ხმა ისმის.ნეტა ვის ემღერება ამ დილაუთენია?!არადა რა კარგად მღერის.რაღაც ინსტრუმენტიც,რომ უკრავს ....გაოცებული ჩავედი კიბეებზე.კიბის თავიდან  მათხოვარი(რა საშინელი სიტყვაა) მაინც შემხვდა.რა კარგად მღერის.არაჩვეულებრივად,არადა ვიცი,რომ  ისაც....მათხოვარია....მათხოვარი კი არა მომღერალია.არადა საცოდავი ზის თავისთვის პიანინოს ზედაპირი აქვს ამ ინსრუმენტს,არ ვიცი რა ჰქვია.უკრავს ეს ბრმა და რა კარგად მღერის.მივედი ახლოს,ხურდები ჩავუყარე ქილაში.ამის ქილა აღარ მეჩვენება ისეთი ჭუჭყიანი...ამის ქილა ლამაზია ჩემთვის.ის მოწყალებას კი არ ითხოვს,ის ყურადღებას ითხოვს და დაფასებას.ეჰ,როგორ მინდა შენი მოსმენა,მაგრამ არც სამსახურის დაკარგვაა ასე ადვილი.მერე ”სამთო ქიმიის” ნერვები არ მაქვს.კარგი მომღერალო მე წავალ.თქვენ დარჩით და უმღერეთ ამ ბრბოს.საშინელ ბრბოს...ეჰ..
ცრემლებს ძლივს ვიკავებ.ხო ვიცი გიჟი ვარ...კარგი ვარ გიჟი ვაღიარებ.გამოვედი ამ საშინელი მეტროდან და დავიფიცე,რომ ხალხს არასოდეს დავაკვირდები.და ისევ ისმის მუსიკის ხმა.ეს მაღაზიაზე,რომ დინამიკია იქედან ისმის.და ხალხი ამას უსმენს?! ხალხი კი არა თქვენ ბრბო ხართ ბრბო....ამ ას მომღერალს ეძახით და იმ საცოდავ ბრმას მათხოვარს.მეზიზღებით.
ამის წერას,რომ ვიწყებდი ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი.ვიფიქრე დავწერ ახლა ამას და მერე გამოვაქვეყნებ-თქო.ხალხი უნდა დამენახა...ჩემი თვალით დანახული ხალხი,თუმცა ბრბო დავინახე და ვერც ის დავწერე რისი დაწერაც მინდოდა.ვერც ის ვთქვი რისი თქმაც მინდოდა.რაღაც ზედაპირული გამოვიდა და გული მწყდება.
მივედი სამსახურში.ჩავიკეტე ოთახში და ბევრი ვიტირე.

ვერ ვიტან მეტროს........

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები