 | ავტორი: ბეს247 ჟანრი: პოეზია 26 სექტემბერი, 2010 |
მომენატრე!.. ამატირა მონატრებამ... მომესირმა ღაწვი ცრემლისფერადა... მომენატრე!.. მომიტევე მონატრება! დარდმა სული სევდით მომისევადა...
მომენატრა მაგ ხელების მოფერება, შენი ნაზი, პაწაწინა თითები, მომენატრა მათი ქმნილი ხელოვნება,_ სტრიქონებად მოხატული რითმები;
მენატრება ხატი იგი, არშექმნილი, მაგ თითებით რომ უნდა მოგექარგა... თვით ეს გრძნობაც ხომ უფლისგან არს შექმნილი, სულს ხელთუქმნელ ხატად რომ მომექარგა!
ნაზ კულულთა სურნელება მენატრება და იდუმალ სხივმოსილი თვალები, მომიტევე ეს გიჟური მონატრება, მომიტევე, რომ კვლავ გეტრფიალები!
შენგან თქმული ყველა სიტყვა მენატრება, ყველა მძიმე, ყველა მრავალწერტილი, შენეული აზროვნება მენატრება, შენებურად იდუმალშეწყვეტილი...
მენატრება ეგ ცელქური გამოხედვა,_ ავაზურად ანთებული თვალები, მენატრება შენი დარდი, სენი სევდა... შენს ტკივილებს სულით დავეწამლები!
მენატრები, მენატრები, მენატრები!!! მონატრებამ ამიცრემლა თვალები... მომიტევე, რომ ამ წრფელი მონატრების დარდმორეულ ლანდად დავიარები!
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
12. მენატრება ხატი იგი, არშექმნილი, მაგ თითებით რომ უნდა მოგექარგა.. მენატრება ხატი იგი, არშექმნილი, მაგ თითებით რომ უნდა მოგექარგა..
9. მომენატრე!.. მომიტევე მონატრება! დარდმა სული სევდით მომისევადა...
მომეწონა მე ასეთი მონატრება:) მომენატრე!.. მომიტევე მონატრება! დარდმა სული სევდით მომისევადა...
მომეწონა მე ასეთი მონატრება:)
7. თქვენ თვითონ მოგწონთ ეს ნაწერი ? :| თქვენ თვითონ მოგწონთ ეს ნაწერი ? :|
6. ძნელია მონატრებით ცხოვრება ძნელია მონატრებით ცხოვრება
5. მგონია, რომ სუსტია მგონია, რომ სუსტია
4. მომენატრე!.. მომიტევე მონატრება! დარდმა სული სევდით მომისევადა...
........................................................................
მენატრება შენი დარდი, სენი სევდა... შენს ტკივილებს სულით დავეწამლები!
მომწონს .... მომენატრე!.. მომიტევე მონატრება! დარდმა სული სევდით მომისევადა...
........................................................................
მენატრება შენი დარდი, სენი სევდა... შენს ტკივილებს სულით დავეწამლები!
მომწონს ....
2. ძალიან ლამაზია. მომეწონა :) ძალიან ლამაზია. მომეწონა :)
1. +555 კარგია! +555 კარგია!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|