ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ჰოლდენ...კოლფილდი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
27 სექტემბერი, 2010


შიში...

-...გაუმარჯოს,გაუმარჯოოს-მიუჭახუნეს და სწრაფად დაცალეს ღვინიანი ჭიქები.კარგ დროს ატარებდა მეგობრებთან,ბუნების წიაღში.მაგრამ ღვინო თითქოს ტვინში აუვარდა,თავშუ ფეთქვა დაუწყო,ამიტომ ნელი ნაბიჯებით შორიახლოს ლურჯ ტბასთან წავიდა.
სახიდან და ხელებიდან უკვე წვეთებად ეღვრებოდა მაცოცხლებელი სითხე,როცა აზრზე მოვიდა და რატომღაც თვალი რაღაცის თუ ვიღაცისკენ გაექცა.შენდეგ მიხვდა თავის გულუბრყვილობას,გაიცინა და წყლიდან მომზირალ ნამთვრალევ სახეს გაუღიმა.
-რაო,ბევრი მოგივიდა? მისდა გასაოცრად ,,ტბის მემ,, უპასუხა
-კი ალბათ,რატომ ვერ მეტყვი?
-რა რატომ?
-რატომ მოგვდის ეს ბოლო დრო ბევრი?
-ალბათ თავდავიწყებისთვის.
-არა,არ მგონია...მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,თავდავიწყებას რომ ვეძებდე.
-პრობლემა არა,მაგრამ შიში,დარდი?
-არა,რა შიში.მე ძლიერი ადამიანი ვარ!
-ვითომ?ჩვენ ერთი სხეული ვართ.მე შენი ტვინი მაქვს,შენი აზრები,შენი შიში...
-რა დაგიჩემებია ეს შიში.მე არ მეშინია.
-მართლა?აზრზე მოდი,ვის ატყუებ,მე? მე ხომ ,,შენ'' ვარ,ერტად კი ადამიანი და ადამიანუი სისუსტეც გაგვაჩნია.არ მეშინიაო მხოლოდ ამპარტავნები ამბობენ და ამტკიცებენ ისინი,ვისაც თავად შიშის ეშინია.შენ ალბათ მასეთი ხარ და გაითვალისწინე,რომ უდიდესი გონება და ვაჟკაცობაა საჭირო,გაიგო და აღიარო რისი გეშინია სინამდვილეში...გეშინია? ე.ი. გრძნობ!გრძნობ მაშინ,როცა არსებობ,თუ არსებობ,შეგიძლია იმოქმედო და თუ მოქმედებ,შეგიძლია გაიმარჯვო,გაიმარჯვო შიშზეც...შიშზე გამარჯვება,სისუსტის დათრგუნვას ნიშნავს.ყველაზე საშიში და ხანგრძლივი მტრები ერთმანეთისთვის ვართ ჩვენ.სხვას შემოირიგებ-ტკბილი სიტყვით ან მართებული ლოგიკით,მაგრამ ერთმანეთს?! ერთი პიროვნების ორი ნაწილი ვერ ვთოკავთ ერთმანეთს.შენ მე ,ან პირიქით შეიძლება ისეთ მომენტში მიმუხთლო ,რომ სამუდამო ტანჯვისთვის გავიწიროთ.მე კიდე ვაღიარებ,რომ მეშინია... და ყოველთვის მეშინოდა_არ მიღალატო-მეთქი,რაც პრინციპების,მორალის,შენი უარყოფით გამოისახება.თუ ამ ყველაფერს ვუღალატე,მივატოვებ უფალსაც და თუ ჩვენ მივატოვებთ მას,ისიც მიგვატოვებს ჩვენ,ამიტომ ყველაზე მეტად უფლის მიტოვების მეშინია,ანუ მეშინია უსიყვარულობის.
-ეეჰ,კარგია შენთან საუბარი,მხოლოდ შენ გესმის ჩემი...გამოგიტყდები,ვაღიარებ,მეც მეშინია.მეშინია სულიერი ტრავმის,ისე არ მეტკინოს სული,რომ ვეღარ მოვრჩე...ხომ იცი,მოურჩენელი ჭრილობა ნაიარევს ტოვებს,ნაიარევი ნაკლს,სულის უნაყოფობა გულისა და გონების,ყველა ეს კი ადამიანს,მის არსებობას აქცევს სიმახინჯედ.ყველაზე მეტად არ მინდა გაუკუღმართებულმა წუთისოფელმა შემცვალოს,ხელი ამაღებინოს სიყვარულზე,სიკეთეზე,ანუ ,როგორც შენ თქვი,უფალზე.იცი,დამახინჯებული ცხოვრების მეშინია.არ მინდა გული ხორცის უსიცოცხლო ნაგლეჯი იყოს,სული კი სხეულის საკიდი...მინდა ,,სუფთა,, არსება ვიყო და სიკვდილისა არ შემეშინდება,რადგან ის ამქვეყნიური შიშისა და ტკივილისგან სამუდამო ნეტარერებაში გადასვლას გვპირდება,სადაც აღარასოდეს მიგვატოვებს (შენც და მეც,ჩვენ მთლიანად) სიყვარული,თვით ღმერთი.ანუ უფალი იქნება ჩემში და მე ვიქნებით უფალში.უცნაურია,მაგრამ ვინ, თუ არა შენ უნდა გამიგო.
-ხო,რა თქმა უნდა,მესმის...მე თუ ვერ გაგიგე,მაშინ ვერც ვერავინ გაგიგებს და ეს შენც იცი.ამიტომ მისმენ ასე სულგანაბული.ვიცი კიდევ რისი გეშინია-გულგრილობის... იცი მისი დამანგრეველი ძალა,რომელიც ადამიანში პიროვნებას,შენში მე მსპობს.ყველა დანაშაული ხომ გულგრილობითაა გამოწვეული.მეც ვხედავ როგორ ჩუმად იპარება გულგრილობის შხამი ადამიანების,ჩვენი მეგობრების ცხოვრებაშო და ჩვენ უძლურნი ვართ.მე მხოლოდ შენი დაცვა შემიძლია.შენ ხედავ,როგორ წარბშეუხრელად კლავს კაცი კაცს,ან როგორ ტკბება სხვისი ტანჯვით,რომელიც მისთვის არაფერია.
-კი,ასევე ვხედავ,რომ ადამიანები გადაეჩვივნენ თანადგომას.ბევრისთვის ადამიანი ადამიანი კი არ არის,რომელიც უნდა გიყვარდეს და იცავდე,არამედ სარგებლობის საგანია.მათთვის არ არსებობას ადამიანური სიყვარული,რომელიც არაფერს ითხოვს,გარდა სითბოსი.არ მესმის,რატომ არ უნდა ამ ხალხს ერთმანეთის გაგება.ასე რატომ უჭირთ გრძნობების განაწილება.თუმცა რა გრძნობები?!მათ ხომ არაფერი აქვთ სულში,გულგრილობამ ყველაფერი ჩაკლა.ერთხელ გულგრილობით მოწამლული,ვეღარასოდეს გახდება სრულფასოვანი ადამიანი.აი,ასეთ სამყაროში ცხოვრებისა მეშინია.
-ამაზე მეტად კი,არ გახდე მისი ნაწილი.როცა ხედავ როგორ გრძნობენ,განიცდიან სხვები და შენ კი... მხოლოდ ხედავ და... არც გინდა გაზიარება.თუმცა,მე ვიცი,რომ შენ ეს არ გემუქრება.უფრო სწორად შენ გულს.მე ვხედავ მას,შენზე უკეთესადაც
-ახლა კი,როდესაც მე იმედი მაქვს და მწამს,რომ ბოლოს და ბოლოს თავისუფალი ვარ შიშისგან,სასოწარკვეთილი ვფიქრობ:უფლის აბსოლუტურმა სიყვარულმა განდევნა ჩემგან შიშის დემონი.მან კი თითქოს ჩამჩურჩულა:,,ნუ გეშინია,მე ახლოს ვიქნები,,
-არა,ცდები!ახლოს მე ვიქნები.უფალი კი დამეხმარება ამ დემონის საბოლოოდ განდევნაში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები