ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გია კობაური
ჟანრი: პოეზია
30 სექტემბერი, 2010


თეთრი რაში


თეთრი რაში

ბარათაშვილო მერანი მინდა,
გალაქტიონი ღვინოს დამისხავს,
მუხრანბატონი გზას დამილოცავს,
მეფე დავითი ფარხმალს ამისხავს.

ილიავ შენი გონება მინდა,
რუსთველო  შენი სიბრძნის კალამი,
თამარ მე შენი ბეჭდები მინდა,
ფარნავაზ მცხეთას შენი სალამი.

ნინოვ ეგ ვაზის ნაწნავი მინდა,
ქეთევან შენი სიმტკიცე წამით,
გოგებაშვილო ლექსი გცოდნია,
გალაღებულხარ თითქოს დრო ჟამით.

რუსუდან ბრძოლა რაგვარ გიხდება,
ეგ სიმამაცე და ერთგულება,
გიორგივ ლაშქარს გმირობით ხიბლავ,
მსგავსი მე შენი არ მეგულება.

ერეკლევ თითქოს ცხოვრება ღირდა,
მტერს სამშობლოსთვის მოჰკვეთე თავი,
ვახტანგ მე შენი მგლის მუხლი მინდა,
დავით მე შენი დიდგორის მკლავი.

მტკვარო მე შენი ტალღები მინდა,
მტერთათვის გავხდე მხედარი ავი,
როსტევან შენი სამეფო მინდა,
გრძნობები დამრჩა დღეს სალოცავი.

ბარათაშვილო მერანი მინდა,
ყარაჩოღელო მე შენი ნავი,
უფალო შენი ცრემლები მინდა,
ეს სიყვარული ვერ დავიცავი.

ნიკოლოზ მერანს თუ დამიტოვებ,
დიღომს ჭენებით უნდა მოვქანცო,
მუხრანბატონი არ გამიწყრება,
დღეს დედას ქალი უნდა მოვტაცო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები