ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანნნა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ოქტომბერი, 2010


  ჩამოტვირთვა

იქნებ...

საიდან მოდიხართ? ან სად მიდიხართ?
გაურკვეველი გზით,გაურკვეველი ნაბიჯებით...
მოუსვენრობენ, ერთმანეთს ეხლებიან... ქაოსია... თოვს...
სულ მგონია რომ ვიღაცას ეძებთ, სულ მგონია რომ ვიღაც დაგიკარგავთ...
ძებნა-ძებნაში ცრემლებად იღვრებით და ქრებით...
იქნებ არც ღირდა ძებნა, იქნებ არ ღირდა ცრემლები...
თქვენ მე ადამიანებს მაგონებთ...
ჩვენც მუდამ ქაოსში, მუდამ ბრძოლაში ვიღაცას ვეძებთ...
ვეძებთ და ვპოულობთ... ვპოულობთ და ვკარგავთ...
შემდეგ ჩვენც ცრემლებად ვიღვრებით და ვქრებით...
იქნებ იმიტომ მოდიხართ, რომ ცოტა ხნით მაინც გაანათოთ ჩვენი ბნელი ცხოვრება, ჩვენს სულებში  სინათლე შემოიტანოთ...
გადაათეთროთ ქუჩები, შენობები...იქნებ,იქნებ...
იქნებ მხოლოდ ჩემთვის ხართ ცოცხლები...იქნებ მხოლოდ მე მინათებთ სულს...
თქვენ მე ადამიანებს მაგონებთ ფანტელებო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები