 | ავტორი: ჰარირამა ჟანრი: პროზა 11 ოქტომბერი, 2010 |
გახსოვს, როგორ გვაინტერესებდა, ჩვენი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა თუ არა? გეტყვი, რადგან მე აქ ვარ და ვნახე. როგორც გვეგონა ისე ყოფილა. თურმე არაფერი იცვლება ძმაო, არაფერი, მზე ისევ ისე ამოდის, მთვარესაც არ დავიწყნია თავის ადგილი ცაზე, გაზაფხულს ზაფხული მოჰყვა კვლავაც და შემოდგომის შემდეგ არც ზამთარს დაზარებია მოსვლა. არაფერი შეცვლილა, ძმაო, არაფერი... ერთი ეგაა, მზე ვეღარაა ისე ცხრათვალა, ადრე რომ იყო, და არც მთვარეა სისავსისას უწინდებურად სავსე, არაფერი იცვლება ჩვენი სიკვდილით. ეგ უკვე დანამდვილებით ვიცი, მეც რომ მოვკვდები, ეგრე იქნება, ძმაო. არაფერი შეიცვლება და არ მწყდება გული. ეგრე სჯობია ალბათ. ეგ არის, რომ მახსენდები, მაგრად ვსევდიანობ, მარტო მე არა, ყველანი ეგრე ვართ. გუშინაც მაგრად დავთვერი. ჰო, მე და კახა ვსვამდით, ისევ ისე, ძველებურად, ბოლომდე და გათიშვამდე, (მანდაც ვერ შევცვალეთ ვერაფერი). შენ გაგიხსენეთ, მერე კახას შევეკითხე: - ბიჭო, მეტირება და რომ ვიტირო, ტეხავს? მოდი, ნურავის ეტყვი და ვიტირებ, თორემ გამისკდა გული-მეთქი. - თუ არავისთან ვიტყვით, მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი. ტირილზე, რა, ქალებსა აქვთ მონოპოლია? მოკლედ... ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს, იცი? აქ არაფერი, ძმაო, და მანდ ხომ მაინც.. მოვრჩი ეხლა, იქნებ მერე კიდევ მოგწერო. თუმცა, იქნებ კი, არა აუცილებლად მოგწერ. აბა, დროებით...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
31. ჰარი, ნეტავ ტირილი შემეძლოს, ამ წერილზე აუცილებლად ვიტირებდი. ცრემლი კი მომადგა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ვყლაპავ. რატომ წავიკიტხე ახლა და არა ადრე?! არა და ვამბობ, ჰარისთან ყველაფერი წაკიტხული მაქვსმეთქი.
ისე, მეც მაინტერესებს რა ხდება "იქით" .
პატივისცემით: ტენდი ჰარი, ნეტავ ტირილი შემეძლოს, ამ წერილზე აუცილებლად ვიტირებდი. ცრემლი კი მომადგა, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ვყლაპავ. რატომ წავიკიტხე ახლა და არა ადრე?! არა და ვამბობ, ჰარისთან ყველაფერი წაკიტხული მაქვსმეთქი.
ისე, მეც მაინტერესებს რა ხდება "იქით" .
პატივისცემით: ტენდი
30. "ერთი ეგაა, მზე ვეღარაა ისე ცხრათვალა, ადრე რომ იყო", - აჰ, ახლა ისე ცხელა რომ 999 თვალი აქვს მზეს, სულს ძლივს ვიბრუნებდი ზაფხულში, ადრე ასე არ ცხელოდა... კიდე ისე შეიცვალა რომ კომპიუტერები გვაქვს და რეალურ დროში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბარი შეგვიძლია.
"იქ" - კომპები არ ჭირდებათ, ისედაც ძალიან სწრაფად მოძრაობენ სულები.
მოკლედ, ამ სისულეებს იმიტომ ვწერ ახლა რომ ამ ჩანახატმა ცუდ გუნებაზე დამაყენა...
ნაწერი კარგია. ემოციურია.
აქ ვიღაცამ დაწერა "იდიოტობააო", მისთვის ალბათ სიცოცხლეც იდიოტობაა, - ასე ფიქრობენ ცოცხალი მკვდრები. :) "ერთი ეგაა, მზე ვეღარაა ისე ცხრათვალა, ადრე რომ იყო", - აჰ, ახლა ისე ცხელა რომ 999 თვალი აქვს მზეს, სულს ძლივს ვიბრუნებდი ზაფხულში, ადრე ასე არ ცხელოდა... კიდე ისე შეიცვალა რომ კომპიუტერები გვაქვს და რეალურ დროში მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში საუბარი შეგვიძლია.
"იქ" - კომპები არ ჭირდებათ, ისედაც ძალიან სწრაფად მოძრაობენ სულები.
მოკლედ, ამ სისულეებს იმიტომ ვწერ ახლა რომ ამ ჩანახატმა ცუდ გუნებაზე დამაყენა...
ნაწერი კარგია. ემოციურია.
აქ ვიღაცამ დაწერა "იდიოტობააო", მისთვის ალბათ სიცოცხლეც იდიოტობაა, - ასე ფიქრობენ ცოცხალი მკვდრები. :)
29. მართალი ხართ ჰარირამა,არაფერი არ იცვლება, ცხოვრება გრძელდება. მართალი ხართ ჰარირამა,არაფერი არ იცვლება, ცხოვრება გრძელდება.
28. ბიძია ჰარი, მოწყენილი რომ ვარ ხოლმე აქ მოვდივარ :) ჩემი ბულგარელი მეგობარიც მოწყენილი აღმოჩნნდა დღეს და ისიც აქ მოვიყვანე :)
და ვისაც მოწყენილს ვნახავ, მოვიყვან ხოლმე... რომ მარტო არ ისევდიანო :) :* ბიძია ჰარი, მოწყენილი რომ ვარ ხოლმე აქ მოვდივარ :) ჩემი ბულგარელი მეგობარიც მოწყენილი აღმოჩნნდა დღეს და ისიც აქ მოვიყვანე :)
და ვისაც მოწყენილს ვნახავ, მოვიყვან ხოლმე... რომ მარტო არ ისევდიანო :) :*
27. ბატონო ჰარირამა, პირადად მე კორექტორულ შეცდომას შეცდომად არ ვთვლი, რამეთუ გასწორდება გამოქვეყნებამდე. (ზოგჯერ გამოქვეყნებულშიც კი უამრავი კორექტურაა. მთავარი აზრია), რაშიც წვდომას ვერ შეძლებთ, რადგან ყველა თქვენი ნაწარმოები წავიკითხე და დავრწმუნდი, ვერ ჩასწვდებით 70–80–იანი წლების "მიმართებებს" ერთმანეთის მიმართ. ეს ჩემი და ჩემი გარემოცვის სტილი იყო, არის და იქნება, რასაც 21სკ–ს თაობა ვერასოდეს შეიგრძნობს, თუკი ისეთ ოჯახში არ გაიზრდება, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მაღალინტელექტუალური შეგნება, სული, გრძნობა, დიალოგები... თუნდაც ფილოსოფიური მსჯელობანი. გთხოვთ საკუთარ შემოქმედებას გადახედოთ და "მავანთა" პრიმიტიულ შეფასებებს არ დაეყრდნოთ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აფასებენ დადებითად, რომ დადებითი მიიღონ მათგან. ეს აქსიომაა... და კიდევ ერთი, ის, რაც თქვენ სტილისტურად და თანადროულად მიგაჩნიათ და 21–ის უნიკალურობად, მალე სანაგვეზე იხილავთ, რადგან სიყალბემ და ფარისევლობამ, საზიზღარმა "ჟარგონომიამ" ახალგაზრდობის სული დაააკნინა. "საიტების სატყუარაზე " მოისროლა და ცისფერი სათვალეებით მწვანე ბალახზე აბალახებს. დაფიქრდით ხალხო და გულითადი კითხვა ისწავლეთ... ბატონო ჰარირამა, პირადად მე კორექტორულ შეცდომას შეცდომად არ ვთვლი, რამეთუ გასწორდება გამოქვეყნებამდე. (ზოგჯერ გამოქვეყნებულშიც კი უამრავი კორექტურაა. მთავარი აზრია), რაშიც წვდომას ვერ შეძლებთ, რადგან ყველა თქვენი ნაწარმოები წავიკითხე და დავრწმუნდი, ვერ ჩასწვდებით 70–80–იანი წლების "მიმართებებს" ერთმანეთის მიმართ. ეს ჩემი და ჩემი გარემოცვის სტილი იყო, არის და იქნება, რასაც 21სკ–ს თაობა ვერასოდეს შეიგრძნობს, თუკი ისეთ ოჯახში არ გაიზრდება, სადაც ჯერ კიდევ არსებობს მაღალინტელექტუალური შეგნება, სული, გრძნობა, დიალოგები... თუნდაც ფილოსოფიური მსჯელობანი. გთხოვთ საკუთარ შემოქმედებას გადახედოთ და "მავანთა" პრიმიტიულ შეფასებებს არ დაეყრდნოთ, რომლებიც მხოლოდ იმიტომ აფასებენ დადებითად, რომ დადებითი მიიღონ მათგან. ეს აქსიომაა... და კიდევ ერთი, ის, რაც თქვენ სტილისტურად და თანადროულად მიგაჩნიათ და 21–ის უნიკალურობად, მალე სანაგვეზე იხილავთ, რადგან სიყალბემ და ფარისევლობამ, საზიზღარმა "ჟარგონომიამ" ახალგაზრდობის სული დაააკნინა. "საიტების სატყუარაზე " მოისროლა და ცისფერი სათვალეებით მწვანე ბალახზე აბალახებს. დაფიქრდით ხალხო და გულითადი კითხვა ისწავლეთ...
26. "გახსოვს, როგორ გვაინტერესებდა, ჩვენი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა თუ არა?" – ნაცნობი სიტყვებია... არაფერი იცვლება, სულ არაფერი... რჩება სიცარიელე, რომელსაც მოგონებებით–ღა ვავსებთ...
ჰა–რა–ლე–ს კომენტარზე კი გამეცინა... 42 წელი შენ გიყურებს, კაცო? ცოდვაა ბიჭი :) :) :) და იცი, კიდევ რა? მეც მგონია რომ 34 წელია გიყურებ :) :) :) გაიხარე შენს პრინცესკებთთან ერთად. ჰო, "ჩვენ" წავიკითხე კიდევ. "გახსოვს, როგორ გვაინტერესებდა, ჩვენი სიკვდილით რამე შეიცვლებოდა თუ არა?" – ნაცნობი სიტყვებია... არაფერი იცვლება, სულ არაფერი... რჩება სიცარიელე, რომელსაც მოგონებებით–ღა ვავსებთ...
ჰა–რა–ლე–ს კომენტარზე კი გამეცინა... 42 წელი შენ გიყურებს, კაცო? ცოდვაა ბიჭი :) :) :) და იცი, კიდევ რა? მეც მგონია რომ 34 წელია გიყურებ :) :) :) გაიხარე შენს პრინცესკებთთან ერთად. ჰო, "ჩვენ" წავიკითხე კიდევ.
25. ტირილზე, რა, ქალებსა აქვთ მონოპოლია? ------ არა მაგრამ, მათი საქმეა ეგ...(აბა რა კაცის საქმეა) ტირილზე, რა, ქალებსა აქვთ მონოპოლია? ------ არა მაგრამ, მათი საქმეა ეგ...(აბა რა კაცის საქმეა)
24. კარგია,კარგადაა,კარგისაა,კარგისთვისაა! კარგია,კარგადაა,კარგისაა,კარგისთვისაა!
23. იდიოტობაა :) იდიოტობაა :)
22. აიი ცოტაც და მეც ვიტირებდი :( ქალებს არ გვაქვს მონოპოლია ცრემლებზე!!! ხანდახან საჭიროა ტირილი - ასე უკეთ შევიგრძნობთ ადამიანების ადამიანურ სევდას..... აიი ცოტაც და მეც ვიტირებდი :( ქალებს არ გვაქვს მონოპოლია ცრემლებზე!!! ხანდახან საჭიროა ტირილი - ასე უკეთ შევიგრძნობთ ადამიანების ადამიანურ სევდას.....
21. ჰარირამა, ეგ რა დაგიწერია ადამიანოოო? ნაწერს ხუთი!!! გაიხარე შენა!!! ჰარირამა, ეგ რა დაგიწერია ადამიანოოო? ნაწერს ხუთი!!! გაიხარე შენა!!!
20. "თურმე არაფერი იცვლება ძმაო"თურმე კი არა, მართლა არაფერი იცვლება,ის მზეც, ისევ ცხრათვალაა,ჩვენ ვიცვლებით, წლების მატებასთან ერთად და გვეჩვენება, რომ მზეს სხივი აკლდება, მთვარეს სისავსე.ყოველ ათი წლის მომატებსას,ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს ადამიანმა და ახლებურად შეხედოს ყველაფერს, ძალიან საინტერესოდ წერთ, მაგრამ მე უფრო იმედიანი მინდა! +5 "თურმე არაფერი იცვლება ძმაო"თურმე კი არა, მართლა არაფერი იცვლება,ის მზეც, ისევ ცხრათვალაა,ჩვენ ვიცვლებით, წლების მატებასთან ერთად და გვეჩვენება, რომ მზეს სხივი აკლდება, მთვარეს სისავსე.ყოველ ათი წლის მომატებსას,ახალი სიცოცხლე უნდა დაიწყოს ადამიანმა და ახლებურად შეხედოს ყველაფერს, ძალიან საინტერესოდ წერთ, მაგრამ მე უფრო იმედიანი მინდა! +5
19. :)
ნეტოჩკას ვეთანხმები,ბიძია ჰარი :-* :)
ნეტოჩკას ვეთანხმები,ბიძია ჰარი :-*
18. ძალიან ემოციურია, მტკივნეული...გული შემეკუმშა...მართლაც ტირილამდე მივედი!.. ღმერთი შეგეწიოთ!
ძალიან ემოციურია, მტკივნეული...გული შემეკუმშა...მართლაც ტირილამდე მივედი!.. ღმერთი შეგეწიოთ!
17. გაღმა ნაპირი :) ოოოო მალე განხიარულდი ჯადოქაროო, ჯადოქრები სულ ფორმაში უნდა იყვნენ :D გაღმა ნაპირი :) ოოოო მალე განხიარულდი ჯადოქაროო, ჯადოქრები სულ ფორმაში უნდა იყვნენ :D
16.
სევდიანი იყო...... მეც ტირილი მომინდა......
წარმატებები.....
ისე სიცოცხლის მერე ისევ სიცოცხლეა ...ასე მგონია მე.....რავიცი........რავიცი.........
პატივისცემით.....
სევდიანი იყო...... მეც ტირილი მომინდა......
წარმატებები.....
ისე სიცოცხლის მერე ისევ სიცოცხლეა ...ასე მგონია მე.....რავიცი........რავიცი.........
პატივისცემით.....
15. ასეა ჰარირამა ბატონო, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ტკივილი, დიდი ტკივილი მიგყვება თან გაღმა გასვლამდე... მოგიკითხავთ ბატონო ჰარირამა, ქრისტესმიერი სიყვარულით. +2 ასეა ჰარირამა ბატონო, არაფერი არ იცვლება, მაგრამ ტკივილი, დიდი ტკივილი მიგყვება თან გაღმა გასვლამდე... მოგიკითხავთ ბატონო ჰარირამა, ქრისტესმიერი სიყვარულით. +2
14. იქმდე არ აგიდგეს გვერდები, სანამ მე შენთან ერთად არ ვიბღავლო, შე აბდალა!:) 42 წელია შენ გიყურებ, ჩემი სატირალი კაი ხანია ვიტირე უკვე და აწი რაღა წამომიგორებს კურცხალს?:) იქმდე არ აგიდგეს გვერდები, სანამ მე შენთან ერთად არ ვიბღავლო, შე აბდალა!:) 42 წელია შენ გიყურებ, ჩემი სატირალი კაი ხანია ვიტირე უკვე და აწი რაღა წამომიგორებს კურცხალს?:)
13. სულ ახლახანს გამოვცადე ასეთი სიმწარე ძმაო და ღმერთს ვთხოვ აღარავის გამოაცდევინოს ასეთი რამ.... +2(ნეტავ მეტი შემეძლოს) სულ ახლახანს გამოვცადე ასეთი სიმწარე ძმაო და ღმერთს ვთხოვ აღარავის გამოაცდევინოს ასეთი რამ.... +2(ნეტავ მეტი შემეძლოს)
11. არაფერი შეცვლილა, ძმაო, არაფერი... ერთი ეგაა, მზე ვეღარაა ისე ცხრათვალა, ადრე რომ იყო, და არც მთვარეა სისავსისას ისეთი სავსე, როგორც უწინ. არაფერი იცვლება ჩვენი სიკვდილით. ეგ უკვე დანამდვილებით ვიცი, მეც რომ მოვკვდები, ეგრე იქნება, ძმაო. არაფერი შეიცვლება და არ მწყდება გული. ეგრე სჯობია ალბათ. ეგ არის, რომ მახსენდები, მაგრად ვსევდიანობ, მარტო მე არა, ყველანი ეგრე ვართ. გუშინაც მაგრად დავთვერი. ჰო, მე და კახა ვსვამდით, ისევ ისე, ძველებურად, ბოლომდე და გათიშვამდე, (მანდაც ვერ შევცვალეთ ვერაფერი). შენ გაგიხსენეთ, მერე კახას შევეკითხე: - ბიჭო, მეტირება და რომ ვიტირო, ტეხავს? მოდი, ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ, თორემ გამისკდა გული-მეთქი. - თუ არავისთან ვიტყვით, მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი. ტირილზე, რა, ქალებსა აქვთ მონოპოლია? მოკლედ... ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს, იცი? აქ არაფერი, ძმაო, და მანდ ხომ მაინც.. მოვრჩი ეხლა, იქნებ მერე კიდევ მოგწერო. თუმცა, იქნებ კი, არა აუცილებლად მოგწერ. აბა, დროებით
მომსპო! შემოვქანდი პირველად აქ და ეს რა დამხვდა, გული ჩამწყდა... "არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!"-არაფრისმთქმელი5 ყველაფრისმთქმელ წერილს! არაფერი შეცვლილა, ძმაო, არაფერი... ერთი ეგაა, მზე ვეღარაა ისე ცხრათვალა, ადრე რომ იყო, და არც მთვარეა სისავსისას ისეთი სავსე, როგორც უწინ. არაფერი იცვლება ჩვენი სიკვდილით. ეგ უკვე დანამდვილებით ვიცი, მეც რომ მოვკვდები, ეგრე იქნება, ძმაო. არაფერი შეიცვლება და არ მწყდება გული. ეგრე სჯობია ალბათ. ეგ არის, რომ მახსენდები, მაგრად ვსევდიანობ, მარტო მე არა, ყველანი ეგრე ვართ. გუშინაც მაგრად დავთვერი. ჰო, მე და კახა ვსვამდით, ისევ ისე, ძველებურად, ბოლომდე და გათიშვამდე, (მანდაც ვერ შევცვალეთ ვერაფერი). შენ გაგიხსენეთ, მერე კახას შევეკითხე: - ბიჭო, მეტირება და რომ ვიტირო, ტეხავს? მოდი, ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ, თორემ გამისკდა გული-მეთქი. - თუ არავისთან ვიტყვით, მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი. ტირილზე, რა, ქალებსა აქვთ მონოპოლია? მოკლედ... ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს, იცი? აქ არაფერი, ძმაო, და მანდ ხომ მაინც.. მოვრჩი ეხლა, იქნებ მერე კიდევ მოგწერო. თუმცა, იქნებ კი, არა აუცილებლად მოგწერ. აბა, დროებით
მომსპო! შემოვქანდი პირველად აქ და ეს რა დამხვდა, გული ჩამწყდა... "არ გაბედო სიკვდილი სანამ ცოცხალი ხარ!"-არაფრისმთქმელი5 ყველაფრისმთქმელ წერილს!
10. "სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი." ეს გამახსენდა ახლა. ვიტირე მეც... დავსევდიანდი, მაგრამ... ჰო, ერთი რამ გამახსენდა კიდევ: "იქნება იქით ჩვენები ყველანი კარგად არიან, ძნელია ისე ცხოვრება, თუ რამე არ გიხარია". ძნელია, უდავოდ "სიკვდილი არა არის რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი." ეს გამახსენდა ახლა. ვიტირე მეც... დავსევდიანდი, მაგრამ... ჰო, ერთი რამ გამახსენდა კიდევ: "იქნება იქით ჩვენები ყველანი კარგად არიან, ძნელია ისე ცხოვრება, თუ რამე არ გიხარია". ძნელია, უდავოდ
9. ''სიცოცხლის შემდეგ თუ სიკვდილია, მაშინ რაღაა სიკვდილის შემდეგ?!'' მორის ფოცხიშვილი. ``სიცოცხლის შემდეგ თუ სიკვდილია, მაშინ რაღაა სიკვდილის შემდეგ?!`` მორის ფოცხიშვილი.
8. ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს იცი? აქ არაფერი ძმაო და მანდ ხომ მაინც..
5555555555555555555555555555555555555555555555555555555 ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს იცი? აქ არაფერი ძმაო და მანდ ხომ მაინც..
5555555555555555555555555555555555555555555555555555555
7. sityvebi udzluria... +2 sityvebi udzluria... +2
6. წარმოგიდგინეთ და... მე რომ წავიკითხე ეს წერილი, ჯერ საერთოდ არ იდო კომენტარი. ვერაფერი დავწერე, იცი? მხოლოდ შევაფასე და გავედი! ახლა ისევ შემოვბრუნდი... რას მაღრიალებ ამ შუაღამეს? :(( :(( :(( წარმოგიდგინეთ და... მე რომ წავიკითხე ეს წერილი, ჯერ საერთოდ არ იდო კომენტარი. ვერაფერი დავწერე, იცი? მხოლოდ შევაფასე და გავედი! ახლა ისევ შემოვბრუნდი... რას მაღრიალებ ამ შუაღამეს? :(( :(( :((
5. მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია? კი...შენ არ იტირო...:)
ჰარი...რა სევდიანი წერილია?...:( 5
მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია? კი...შენ არ იტირო...:)
ჰარი...რა სევდიანი წერილია?...:( 5
4. კახას შევეკითხე , ბიჭო მეტირება და რომ ვიტირო ტეხავს მეთქი? მოდი ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ თორემ გამისკდა გული მეთქი. თუ არავისთან ვიტყვით , მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია?
მიყვარხართ ორივეეეე!!! :) მზეგულიანებოო!!! :-* გულში ჩაგიკარით და გაკოცეთ! ორივე ნამტირალევს ! :-* კახას შევეკითხე , ბიჭო მეტირება და რომ ვიტირო ტეხავს მეთქი? მოდი ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ თორემ გამისკდა გული მეთქი. თუ არავისთან ვიტყვით , მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია?
მიყვარხართ ორივეეეე!!! :) მზეგულიანებოო!!! :-* გულში ჩაგიკარით და გაკოცეთ! ორივე ნამტირალევს ! :-*
3. 5555 რაღაცნაირად თბილი და სევდიანია...
ეგ "ერთი ეგაა , მზე ვეღარაა , ისე ცხრათვალა ადრე რომ იყო..." კიდევ, ალბათ, მართლაც ეგრეა.
ასეთ სურათს შევსწრებივარ სოფლად:
საღამოა, მზე ჩასულა, მოულოდნელად აღმოსავლეთი მთის მწვერვალზე ცისარტყელის ფორმისებურად რაღაც ნათელი დაფენილა, ოღონდ არა ისეთი ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი მზის ნათებისასაა, არამედ უფრო სუსტი, დაარილებული, მწყაზარი, მოთეთრო, რაღაცნაირად ჩუმი ნათელი..
და უთქვამთ მოხუცებს - ეგ მკვდრის მზეაო... 5555 რაღაცნაირად თბილი და სევდიანია...
ეგ "ერთი ეგაა , მზე ვეღარაა , ისე ცხრათვალა ადრე რომ იყო..." კიდევ, ალბათ, მართლაც ეგრეა.
ასეთ სურათს შევსწრებივარ სოფლად:
საღამოა, მზე ჩასულა, მოულოდნელად აღმოსავლეთი მთის მწვერვალზე ცისარტყელის ფორმისებურად რაღაც ნათელი დაფენილა, ოღონდ არა ისეთი ძლიერი, როგორც ჩვეულებრივი მზის ნათებისასაა, არამედ უფრო სუსტი, დაარილებული, მწყაზარი, მოთეთრო, რაღაცნაირად ჩუმი ნათელი..
და უთქვამთ მოხუცებს - ეგ მკვდრის მზეაო...
2. მოდი ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ თორემ გამისკდა გული მეთქი. თუ არავისთან ვიტყვით , მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია? მოკლედ... ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს იცი? აქ არაფერი ძმაო და მანდ ხომ მაინც.. მოვრჩი ეხლა , იქნებ მერე კიდევ მოგწერო. თუმცა , იქნებ კი არა აუცილებლად მოგწერ. აბა ,დროებით.. ჰარი 5 მოდი ნურავისთან ეტყვი და ვიტირებ თორემ გამისკდა გული მეთქი. თუ არავისთან ვიტყვით , მეც ვიტირებო. ავდექით და ვიტირეთ, მერე შეგვრცხვა, რისი არ ვიცი, ტირილზე რა ქალებსა აქვთ მონოპოლია? მოკლედ... ნეტა მანდ რა ხდება? როგორ მაინტერესებს იცი? აქ არაფერი ძმაო და მანდ ხომ მაინც.. მოვრჩი ეხლა , იქნებ მერე კიდევ მოგწერო. თუმცა , იქნებ კი არა აუცილებლად მოგწერ. აბა ,დროებით.. ჰარი 5
1. მართლაც არაფერი შეცვლილა სააქაოში.... მართლაც არაფერი შეცვლილა სააქაოში....
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|