ნაწარმოებები


30 ივნისს 19:00. გიწვევთ თეა თაბაგარის ლექსების ახალი კრებულის წარდგენაზე. მწერალთა სახლში მაჩაბლის 13-ში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ურაკპარაკელი
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2008


ონანი დილით

                    ვიღვიძებ როცა,კაშკაშა დილა
                    ჩემზე ადრე იწყებს დანძრევას
                    და მესმის მისი დაუბანელი
                    პენისის ურცხვი ჭყაპუნი.
                    ჩემი ზეწარი(გუშინ ქათქათა)
                    ჩაყვითლებულა გამხმარი სპერმით
                    და მის სიყვითლეში ვხედავ,
                    ჩემს თვალში ჩაღვრილ,არგაჩენილი
                    შვილების ჩინურ კაეშანს.
                    ახლად შეღებილი ტუალეტის კედლები
                    მამიკოს მეძახიან და ამაოდ
                    მთხოვენ რძის ამოტანას.
                    მე მეშინია ყოველი მზის ამოსვლის,
                    რადგან მის სხივებს,
                      ჩემი ახალი შვილების
                    თოთო ხმები მოაქვთ ჩემამდე.
                    შვილებს რომლებიც,ითხოვენ არყოფნიდან გამოხმობას
                    და ცხრა თვიან სასჯელს
                      დედის მუტ(ც)ელში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები