ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: კვაზიმოდო
ჟანრი: იუმორისტული
22 ოქტომბერი, 2010


ენის ტარტარი

მჭკლწ შენ ატარტარებ ენას?
სიყვარულისგან ვინ გადაიხსნა ვენა?
რა მოხდა თუკი უყვართ ჭკვიანი როი,
ამის გულიზე გთხოვთ არ ატეხოთ ბოი,
ან იქნებ უყვარს ზოგს ნატა,ანდა დადუ?
დარბაისელმა ცისფერი კვერცხი დადო,
ზოგმა იცვალა ფერი,იცვალა კილო,
ზოგს უყვარს თუნდაც პროზაიკოსი სპილო,
უყვართ ველური,გაბაიძე და ჰენრი,
ჯემალა,გიგო ჰარირამა და ჰერი,
ბუკია,ლელა,არც ისე ძლიერ ლალი,
ილტოსპირელი,სემი და მარი-მარი,
მხეცი,ნადირი,რუსუდან-ბოლო,განდი,
თუ დაირევით თეა ჩააგდებს მანდილს
და ვინც გამომრჩა,მათზე შემდეგში ვიტყვი,
თუ არ გამიცვდა,არ დამეკარგა სიტყვა,
ახლა კი წაველ,დრო მოვიდა და ღელავს,
მოლოდინია დიდი წვიმის და ელავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები