ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სალამანდრა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
2 ოქტომბერი, 2010


(ნაცრისფერ ქალაქშ აგირეკლა მთელმა სამყარომ. . . )

ნაცრისფერ ქალაქშ აგირეკლა მთელმა სამყარომ. . .                                 
წვიმამ ამოავსო დახეთქილი დედამიწა,როგორც ცრემლებმა მრავალ წერტილში ჩახეთქილი გული.                                                                 
აი დაგუბდა. . . ემატება და გადმოდის კალაპოტიდან, გრძნობები რომელიც ვერ დაიტია. . .                                                                     
ნაცრისფერ ქალაქში ისევ დავეძებდი შენს თვალებს. . .  მე კი სულ აღარ მახსოვდა რომ აქ სხვა ფერები აღარ არსებობდა. ამაოდ დაგეძებდი ცისფერთვალება ანგელოზს, რომელიც მაჩუქებდა ფრთებს, რომ ერთად გვეფრინა. . . ანგელოზს რომლისთვისაც თურმე უკვე წაერთმიათ ფრთები. მაგრამ მე მინდა დაიჯეროს და მიხვდეს რომ გასაფრენად სულაც არ არის საჭირო ფრთები!!! ჩვენ ხომ უკვე გვიფრენია ერთად. . .        ახლა მაპატიე ცოტას ჩამოვჯდები. . .  თამბაქოს კვამლში გავეხვევი,უფრო ნაცრისფრად შევღებავ სამყაროს. თვალებს დავხუჭავ და ჩგხედავ მაგ გაბრაზებულ თვალებში, მზერით  გაკიცხული თვალებს გავახელ და გუბეში მოვისვრი უკანასკნელ სიგარეტის ღერს და ისევ. . .
შემომესუნთქები. .
შემომეჰაერები. . .                                                                               
  . . . და მე ისევ გავიხდი წვიმაშ ფეხსაცმელს  რომ ვიგრძნო იმ მიწის სისველე რომელზეც შენ დააბიჯე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები