 | ავტორი: ირაკლიუსი ჟანრი: პროზა 4 ოქტომბერი, 2010 |
ხის შელახულ ფარდულთან, სოფლის განაპირა მხარეს, მოხუცი პილა იდგა თავისთვის და შფოთნარევად ბუტბუტებდა. დამწუხრებული, სევდიანი, დრო-ჟამისგან შელახული და ჭირვეული სჩანდა. მრავალწლოვან ნაძვის ჩრდილებს ეფარებოდა. მზე არც კი ათბობდა; ისიც შეგნებულად არ უშვერდა ნაოჭიან სხეულს თაკარა სხივებს. „როცა გული დაცვარულია, სისხლი-გაყინული, იქ სხეულის გახრწნის ისტორია იწყება“. ნერვიულად ათამაშებდა ოფლდასერილ თვალებს. ღრმა მწუხარების ფონზე ირეკლებოდა უბედური და სასოწარკვეთილი პირსახე. ტუჩების ცმაცუნით ამბობდა: „არსებობენ ისეთნიც, რომელთაც ბედი არასდროს სწყალობთ“.
სამი თვის წინ მეუღლე გარდაეცვალა. თალხით მოსილ ბერიკაცს შეაგონეს: „შავი ეს გლოვის ნიშანი კი არა, პატივისცემის უზადო გამოხატვაა, მიცვალებულთა გულითადი პატივგება-ცოცხალთა უპირატესობაო!“
მცირე ჟამს ბაღში განმარტოვდა. მერე სასაფლაოზე წასასვლელად გაემზადა, მინდვრის ყვავილები დაკრიფა. მეტისმეტი უფერულობისთვის დაიწუნა. ყვავილებით მოვაჭრე მეზობლისგან მიხაკების ყიდვა გადაწყვიტა. ბარბაცით შევიდა საძინებელში. კარადის უჯრა გამოაღო, საიდანაც ძველმანი, თუნუქშემოცრეცილი ზანდუკი ამოიღო. გულმოდგინედ ჩაიხედა. ხანმოკლე დუმილის შემდეგ, გაქურდვით შეცბუნებული, ვაჟიშვილს ეახლა:
– წესისამებრ, მოზარდს ეჭვგარეშედ უნდა სწამდეს აღმზრდელის და რა დასანანია, თუ ქურდობა სისხლში შეგითავსდა. ასაკი ადამიანს მარტო კი არ აბერებს, არამედ ხრწნის, მკვდარი კი უსულგულო ნივთს წააგავს ძლიერ. მაგრამ... ისეთი სიბერე არ მარგუნა განგებამ, გონება ამრეოდა, სიძაბუნე დამჩნეოდა, მეხსიერება და თვალისჩინი დამკარგვოდა.
– „სამართალი ღვთისა, განჩინება სიავისა და ზეიმი პირუთვნელი ჭეშმარიტებისა!“ - წინადადების დასრულება არ აცალა მამას და ხახაში სიტყვაგაჩხერილ მოხუცს წინაპართა სალოცავებისკენ უბიძგა. ბერიკაცმა კელაპტარი მოიმარჯვა, შანდალიც წაიღო. სანთებელას ვერ ხმარობდა, ამიტომ კაჟის ქვის ხახუნით გააჩინა ცეცხლი.
მაგიდაზე ხატები ელაგა. ზოგადად, ხატს მოწიწებით კედელზე ჰკიდებენ და რა დასანანია, რომ დალურსმულ ადგილას არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი.
–„სამართალი ცხენთა მპარველისა, საქონლის მიმტაცებლისა, ავაზაკისა..“ და გვარების სქოლიე გადმოშლილიყო. მოხუც პილას ხატის დახმარებით სიმართლის გამოაშკარავებას სთხოვდნენ. ადამიანთა ბედნიერებასა და უბედურებაზე ისე აბანინებდნენ ხელს, როგორც პილატეს, ამიტომ შემოკლებით პილა დაარქვეს. მოდიოდნენ მასთან ქვრივები, მარტოხელები, ჭირისუფლები, მეგობარ-ნათესავები, უცნობნი თუ საპატივცემლო სტუმრები.
„პილა, ღვთის მადლმა, უნდა მისაშველო როგორმე... პილა ასე და პილა ისეო...“ ცერემონიაც ერთიანად გასაოცარი იყო. პილა აიღებდა რკინის ფირფიტას, სასწორს,- დაჰკრავდა ჩაქუჩს და იტყოდა:
–„უწიოს წყევლამ ყოველთა წმინდანთა და ამიერთა განმგებელთა; ილორის გიორგიმ ჰპოვოს სიმართლე მომჩივანთა და ბრალეულთა შორის! იყოს ნათელი, ვითარცა ოდესღაც განანათლა ღმერთმა ედემი. ხოლო უსჯულოსა, რომელმან მიიტაცა უპოვართა ქონება, აზღოს სისხლით. ეძიოს განსასვენებელი გეენიას, ღვიძლ მამასთან, რომელმაც აღზრდა მოაკლო უსათუოდ. უკეთუ დანაშაული აღიაროს დამნაშავემ, ღვთისგან შეწირულ არს და სახლის ეზოში პილას ხელითვე დაიკლას ცხვარი!!!“
საღვთო რიტუალს ხალხიც ესწრებოდა. ესე საქმე იმართებოდა ჟაშხა დღას. საბუხრე ადგილას, კავით სანახევროდ წყლით ავსებული და გამურული ქვაბი ეკიდა. დაინახავდით გოდორს, ლიფლიფს, ლუმბას , რკინის ჯვრებს, თოკებს, დანებს, დრუნგილთა ნატეხებს, რომელიც სავარაუდოდ მაგიდის მაგივრობას სწევდა გომურში. მარმარილოს ხორცსაკეპად იყენებდნენ, დასისხლიანებული დანები კანტი–კუნტად ელაგა. ანტიკვარული საათის წიკწიკი საშინლად აღიზიანებდა პილას, ამიტომ გაეჩერებინა საგანგებოდ!.. აჩრდილები დასდევდნენ, დამღუპველი ჰალუცინაციები უკარგავდნენ მოსვენებას, სანანებლად ის დარჩენოდა, რომ ამჟამინდელ საქმეს ვერ შეასრულებდა წლების შემდეგ.
ხატზე გადაცემის პროცესიის დასრულებისას პილა აიღებდა ლურსმანს და კედელში ჩააჭედებდა. ნეკა თითიდან ნადენ სისხლს ხატს წაუცხებდა, სისხლიან იარაღს ხელსახოცში გაახვევდა. მთელი ამ ხნის მანძილზე სანთელს ანთებდა, ფიჭს გუნდრუკად იყენებდა. ნელსაცხებლებით ხელებს ისპეტაკებდა. ბოლოს, კმაყოფილს და დაღლილს შუაღამეზე ჩაეძინებოდა. „ყველა სოფელს განსხვავებული ცხოვრების წესი აქვს, პირობები კი თანმიმდევრულად ერთნაირი...“
დილით უთენია ადგებოდა. ხარ-ძროხას საძოვარზე გარეკვამდე მოწველიდა. რძისგან ნადუღს და ყველს დაამზადებდა. საკვამლურში ცეცხლს დაანთებდა. გასახმობად დაკიდულ შაშხს, პილპილსა და სულგუნს ცეცხლს შეუკეთებდა. წინა დღის ნარჩენი საკვებით ქათმებს გამოკენკავდა. იგი დროთა მონაცვლეობაში გამოზოგილ წუთებს მიზნობრივად ხარჯავდა. წინასწარ იცოდა, რა უნდა ეკეთებინა ხვალინდელ დღეს, როგორ გაეტარებინა ოცდაოთხი საათი, რომელიც მისი გაუწაფავი გონებით რატომღაც მთელი დღე უნდა გამოსულიყო. ეს მისი ცხოვრება იყო და თავი სხვაგვარად არც წარმოედგინა. მართალი ყოფილა, „როგორ გარემოსაც შეგაჩვევენ, იმას გვერდს სიბერეშიც ვერ აუვლიო“.
სამუშაოდ მიმავალს თავისი ვაჟი შემოხვდა. დაწყევლილ იყოს ის დღე. პილას შავი სამოსის ნაცვლად მოყავისფრო ქურთუკი ჩაეცვა. წყრომით შეახსენა შვილმა საფლავის უპატივცემლობა;
–მაგრამ საკუთარ თავზე შეყვარებულ ბერიკაცს რაში გენაღვლება ცოცხალნი და მკვდარნი. ხატზე გადაეცი ერთადერთი მემკვიდრე, რომელმაც მამისგან უკითხავად აიღო ძვირფასეულობა და მცირეოდენი ფული...“განძს პატრონი თუ არ აღმოუჩნდა, განა ცოდვა არ იქნება დასაფლავად?“
ღონმიხდილი პილა ბამბუკისგან დაწნულ სკამზე ჩამოჯდა. რაღაც სისინა არსება შემოიჭრა მასში...“პილა, პილა, სად არის შენი მე? ნუთუ პიროვნების სამოსელს გასცდა?“ მოხუცის ბრძანების მოურიდებლად ახმაურდა უშნო კილოს მქონე ექო, აჯავრებდა ამგვარად: „ვინ გააგრძელებს შენს საქმეს? ნუთუ პაპის დანატოვარი უნდა უარყონ ცუდმა მემკვიდრეებმა?“ სად არის სამართალი? ამჩნევ როგორ დაშორდი შენს ფესვებს? პილატე დაგარქვეს და პილად გადაკეთდი. აჰ, ჰა, ჰა... ეს რა გასჭირვებია უძლეველ პილას?!
ვაჟი კვლავინდებურად ცხარობდა: „სხვის გულისტკივილს შენეული გულნატკენობა სჯობია. მივხვდი, რომ ბოროტთა სმენა უფრო ეამებათ მოკვდავებს, ვიდრე ქადაგება სიმართლის“ - გეგონა ხატით ეძიებდი ჭეშმარიტებას. სამწუხაროდ, ამ სიყალბეს შესწირე ნახევარი საუკუნე...
„ადამიანთა უბედურებით ერთობოდი და კედლებზე აჭედებდი ვიღაცისთვის ზმანებას, მირაჟს, ოცნებას, სხვებისთვის იმედს. შენგან მისწავლია, იმის ღირსნი ვხდებით, რაც დაგვიმსახურებია. დაიხსომე, შენი სიკვდილის შემდეგ საგვარეულო მემკვიდრეობანი აღარ იარსებებენ.
–სიწმინდის ხელყოფას არ გაპატიებენ შვილოო... ურწმუნოება არ მიეტევება პაპიშენის შთამომავალს! – თქვა მორიდებით და ხვეწნანარევი კილოთი. თითქოს ამ უკანასკნელად სთხოვდა დაჯერებას.
–გაჩუმდი!!! არ ღირს სიწმინდის ხსენება მაგ უწმინდური ბაგიდან. წინაპართა ტრადიციები ზოგჯერ მაინც საჭიროებენ დაფლვას. დაე, იპარონ ადამიანებმა, ჰკლან ერთმანეთი და მორიგდნენ ცათა სასუფეველში. რამეთი ხომ უნდა გაერთოს კაცი სოფლად. ერთი საზიზღარი წესი დასჩემდა განგებას, „ღვარძლიანებს კეთილთა ჯიბრზე ხანგრძლივი სიცოცხლით ასაჩუქრებს“.
გუშინ შენს სამლოცველოში სამას სამოცდასამი ლურსმანი დავთვალე... ბოლოს დავიღალე და გული დამწყდა, რომ ამდენი ადამიანის ბედი ერთი გულბოროტი კაცის ხელში აღმოჩნდა. მწამს, ის დროც მოვა, საკუთარი ხელით იღებდე იმავე ცოდვებს, ვითომდა სიმართლის საძიებლად რომ ჩაასვი კედელს!
სახლიდან სირბილით გავარდა. გზაჯვარედინზე თანმხვედრ ავტომობილს შეუვარდა... მახსოვს, ტირილი და მოთქმა მოხუცი პილასი, რომელიც შვილის ცხედარს ხელსაც ვერ აკარებდა. ასეთი განაჩენისა მჯერაო, ამბობდა შეშლილი. ვაი, რომ ავბედითი სიტყვების მსხვერპლი ჩემივე ძეა... აიღო ურო... ერთხელ დაჰკრა რკინის ფირფიტაზე. ასისინდნენ ყრუ თანხმოვნები, უშნო, ჯერაც დაუხვეწავი ბგერები. სააღმსარებლო „ინსტრუმენტი“ აპირებდა ახალი წყევლის გულში ჩაკვრას. აი ისე, ძილისპირულზე პატარა რომ ჩაიხუტებს საყვარელ თოჯინას. მათდა საუბედუროდ, წყევლის ნაცვლად, მონოტონური აღსარება შთაესმათ. როგორ ამბობდა? ნუთუ ბოდავდა?
_ „წინაპართაგან დატოვებულ ადათ-წესებს მაზიარეს ბავშვობაში. ყრმას რასაც ასწავლი იმას იმეორებს უნებლიეთო...“ წკროოო, - დაიჩივლა წყევლის მომლოდინემ გულმოკლული იმედით. ზანზალაკის ხმასავით თავის ცხოვრებას და მერმისს ეთამაშებოდა ჭარმაგთაგანი. ექო აშკარად სჯაბნიდა ბანს. როგორც ბნელის, დელგმისა და ნისლის გაფანტვა უჭირდა სინათლეს.
შუაღამეზე რაღაც შელოცვა წარმოთქვა; – ახსენებდა ბუნდოვნად ხატთაგან შერისხულებს. წარსულსა და აწმყოს ერთმანეთზე აჯიბრებდა, მაგრამ რა ხდებოდა, რომ მომავალი არ ჰქონდა?
„ღმერთებს მომავალი ისევე არა აქვთ, როგორც წარსული“ - სიმწრით გაიცინა და პაპიროსს მოუკიდა. ბოლი ჰაერში გაიჭრა, იგრძნო სილაღე და სითავისუფლე პილასგან, რომელიც გაფითრებული მზერით და მამობრივი თვალებით მიცვალებულს ეალერსებოდა.
შეგნებულად წაუკიდა საბნებს, ფარდებს, ხის კედლებს... მიცვალებულს ზედ გადაემხო შურისძიებით დაღლილ პონტოელსავით...
ვერც სახანძრომ მოუსწრო, არც სასწრაფომ უშველა. ადამიანებს ტკბილად ეძინათ, მთელი დღის დაღლას იქარვებდნენ. თან ხომ იცით, სხვას სხვისი ბედი ნაკლებად ადარდებს. „ამდენი პირადულის და კუთვნილზე ფიქრის გამოა ალბათ ჩვენს პიროვნებას რომ უჭირს...“
ლამაზად დაინაცრა მოხუცი პილა, თავის მოყავისფრო ქურთუკიანად, სალოცავიან-ხატიან-მიცვალებულიანად!.. რამდენიმე წლის შემდეგ, პილას სიტყვები გამახსენდა და პატარა გიორგის ვუთხარი:
–„ყველა სოფელს ცხოვრების წესი ერთნაირი აქვს, ჩვეულებები განსხვავებული მეთქი“. ისიც, ბრძნულ დარიგებას პილას ეზოში თამაშს ანაცვალებდა.
ერთხელ დაახლოებით ასამდე ლურსმანი და ჩაქუჩი მოიტანა, რომელსაც ნახევრადდამწვარი სახელური ჯერაც შემორჩენოდა. –„აქ ასზე მეტი რკინეულობა არისო“...
მე ვუთხარი: –წადი და სამჯერ მეტსაც აღმოაჩენ, თუ შენსავით სხვაც არ ერთობოდა მთელი ამ წლების მანძილზე-მეთქი. და ერთად წავედით პილას ქოხის ნამწვარზე. ერთად ვიქექებოდით მოხუცის წარსულში, რომლის მაშინდელ უმომავლო აწმყოზე გვეცინებოდა და ხელებს ვიბანდით გულმხიარულები.
ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
15. ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...
გაიხარეეეეეეეეეე +555 ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...
გაიხარეეეეეეეეეე +555
14. გაიხარე ძმა. საინტერესოდ წერ მართლა! უფალი შეგეწიოს! გაიხარე ძმა. საინტერესოდ წერ მართლა! უფალი შეგეწიოს!
13. საერთოდ წყევლა საშინელებაა! რაც არ უნდას მართალი იყო, არასდროც არ უნდა დასწყვევლო ვინმე... თუ არ შეინანე, ისევ შენ მოგიბრუნდება ...აუცილებლად მოგიბრუნდება...არც ხუმრობით შეიძლება და საერთოდ არ შეიძლება...
რადგან წყევლა იგივე მკვლელობაა ! ! !
ადრესატს თუნდაც არაფერი დაემართოს -ეს შენთვისაა ცუდი, რადგან შენ უკვე მოკალი შენს გულში...
აბა დავფიქრდეთ:
შენ უკვე გასწირე ადამიანი! ! !
თუ რამე დაემართა მით უარესი!
სინანული აუცილებელია, ძალიან აუცილებელი!!!!!!!!!
ყველამ სასწრაფოდ უნდა მოინანიოს და არ უნდა გაიმეოროს ეს საშინელი ცოდვა !!!
საერთოდ წყევლა საშინელებაა! რაც არ უნდას მართალი იყო, არასდროც არ უნდა დასწყვევლო ვინმე... თუ არ შეინანე, ისევ შენ მოგიბრუნდება ...აუცილებლად მოგიბრუნდება...არც ხუმრობით შეიძლება და საერთოდ არ შეიძლება...
რადგან წყევლა იგივე მკვლელობაა ! ! !
ადრესატს თუნდაც არაფერი დაემართოს -ეს შენთვისაა ცუდი, რადგან შენ უკვე მოკალი შენს გულში...
აბა დავფიქრდეთ:
შენ უკვე გასწირე ადამიანი! ! !
თუ რამე დაემართა მით უარესი!
სინანული აუცილებელია, ძალიან აუცილებელი!!!!!!!!!
ყველამ სასწრაფოდ უნდა მოინანიოს და არ უნდა გაიმეოროს ეს საშინელი ცოდვა !!!
12. ეგრეა ზაზა, მზის დღე - უფლის დღეა და რადგან ამ საიტზე ვერ ვახერხებ სქოლიო გაკეთებას, ხშირად უჭირთ გაგება. მაგრამ მეგრული გვარი შენ სქოლიოს გარეშეც გეხმარება მის გაგებაში. ეგრეა ზაზა, მზის დღე - უფლის დღეა და რადგან ამ საიტზე ვერ ვახერხებ სქოლიო გაკეთებას, ხშირად უჭირთ გაგება. მაგრამ მეგრული გვარი შენ სქოლიოს გარეშეც გეხმარება მის გაგებაში.
11. კატიე ყოჩაღ! :)
ჟაშხა მზის დღე -უფლის დღე... კატიე ყოჩაღ! :)
ჟაშხა მზის დღე -უფლის დღე...
10. ჟაშხა დღას- მზისდღეს ანუ კვირას? გეენიას? განსხვავებული მეთქი<<<< განსხვავებული-მეთქი
ყოჩაღ, ირაკლიუს! ჟაშხა დღას- მზისდღეს ანუ კვირას? გეენიას? განსხვავებული მეთქი<<<< განსხვავებული-მეთქი
ყოჩაღ, ირაკლიუს!
9. ზანდუკი იგივე სკივრია, კარადიდან ვერ ამოიღებდა... ზარდახშა უფრო სქოლიე<<<<<<<< სქოლიო
გავაგრძელებ კითხვას... უკაცრავად... ზანდუკი იგივე სკივრია, კარადიდან ვერ ამოიღებდა... ზარდახშა უფრო სქოლიე<<<<<<<< სქოლიო
გავაგრძელებ კითხვას... უკაცრავად...
8. ხელმეორედ მომიწევს წაკითხვა, უკეთ აღსაქმელად... შეფასებასაც მაშინ დავტოვებ. ,,ირაკლიუს"-ყოჩაღ!!!!! ხელმეორედ მომიწევს წაკითხვა, უკეთ აღსაქმელად... შეფასებასაც მაშინ დავტოვებ. ,,ირაკლიუს"-ყოჩაღ!!!!!
7. ეს ამაღამ. :) ეს ამაღამ. :)
6. ცოტა გამიჭირდა გაგება, რთულია, მაგრამ უაღრესად საინტერესო :) ცოტა გამიჭირდა გაგება, რთულია, მაგრამ უაღრესად საინტერესო :)
5. სად არის მკითხველი? ეზარებათ წაკითხვა, ურჩევნიათ სამ სტროფიანი უნი|ჭო ლექსები იკითხონ ნაკლები დრო და წვალება უნდა. მერე დგანან და ლაყბობენ დაუღალავათ: მოგიკითხე, მომიკითხე
კარგი იყო მომეწონა!!!!!!!! სად არის მკითხველი? ეზარებათ წაკითხვა, ურჩევნიათ სამ სტროფიანი უნი|ჭო ლექსები იკითხონ ნაკლები დრო და წვალება უნდა. მერე დგანან და ლაყბობენ დაუღალავათ: მოგიკითხე, მომიკითხე
კარგი იყო მომეწონა!!!!!!!!
4. მეც მომეწონა, საინტერესოდ წერ! გისურვებ წარმატებებს! 555 მეც მომეწონა, საინტერესოდ წერ! გისურვებ წარმატებებს! 555
3. ახლა მესმის, რატომ ამბობდი, გაუგებრად ვწერო. მე მესმის :) ახლა მესმის, რატომ ამბობდი, გაუგებრად ვწერო. მე მესმის :)
2. მე ამ ადამიანში საინტერესო, წარმატებულ და სამომავლოდ შესანიშნავ პროზაიკოსს ვხედავ!!!
გაიხარე შენა!!! მე ამ ადამიანში საინტერესო, წარმატებულ და სამომავლოდ შესანიშნავ პროზაიკოსს ვხედავ!!!
გაიხარე შენა!!!
1. იმის ღირსნი ვხდებით, რაც დაგვიმსახურებია. დაიხსომე, შენი სიკვდილის შემდეგ საგვარეულო მემკვიდრეობანი აღარ იარსებებენ.
ყველა სოფელს ცხოვრების წესი ერთნაირი აქვს, ჩვეულებები განსხვავებული მეთქი
ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...
საინტერესო სახეები პროზაულად მომეწონა...სამწუხაროდ, ასეთი რეალობით ცხოვრობს სოფელი და ეს ადამინაების ტრდაგედიაა
ყოჩაღ, საინტერესო ადამიანი ხარ იმის ღირსნი ვხდებით, რაც დაგვიმსახურებია. დაიხსომე, შენი სიკვდილის შემდეგ საგვარეულო მემკვიდრეობანი აღარ იარსებებენ.
ყველა სოფელს ცხოვრების წესი ერთნაირი აქვს, ჩვეულებები განსხვავებული მეთქი
ვინ იცის, ეგებ მართალი იყოს, გულბოროტები და ღვარძლიანები კეთილთა ჯიბრზე დიდხანს ცხოვრობენო. ასე თუ ისე, ჩვენ ერთმანეთის ხათრით და ჯიბრით ვცხოვრობთ დედამიწაზე...
საინტერესო სახეები პროზაულად მომეწონა...სამწუხაროდ, ასეთი რეალობით ცხოვრობს სოფელი და ეს ადამინაების ტრდაგედიაა
ყოჩაღ, საინტერესო ადამიანი ხარ
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|