ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურო ბარათაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ოქტომბერი, 2010


ომობანა . . .

ადრე... ზეცა ვარდისფერად ანათებდა,
ხმელეთიდან არეკლილი სიყვარულით.
მახსოვს! როგორ ვიღლებოდი ბავშვობაში,
მის კალთის ქვეშ, წინ და უკან სიარულით.
ქუჩის ბოლოს ვთამაშობდი ომობანას,
მუხის ხიდან გამოთლილი პისტოლეტით,
მეგობრების წარმოდგენით ნასროლ ტყვიას,
სამუდამოდ მოგონებებს ვუტოვებდით.
ახლა ზეცა ვარდიფერი აღარაა...
სიყვარულიც მასში ვეღარ ირეკლება,
და ყოველი გასროლისას შენში უკვე
სასიკვდილო განაჩენი იწერება...
ვზივარ სადღაც უიმედოდ განაბული,
ცივი სისხლი მაჯებიდან ახმაურდა.
ღმერთი, უკვე აღარაა სიახლოვეს,
და უმისოდ კაცის მოკვლას რაღა უნდა?!

ომობანა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები