 | ავტორი: მაკუნია ჟანრი: პროზა 6 ოქტომბერი, 2010 |
-ჩამოდი შვილო,ყავა მოვადუღე,-ძილში ჩამესმა დედაჩემის ხმა,თვალების გახელა დამეზარა,მაგრამ ვიცოდი დედა ძილს აღარ დამაცდიდა და ჩავძახე: -მოვდივარ დეე.. იატაკზე დადებულ ტელეფონს მივწვდი,მესიჯი იყო "ჩემო დედოფალო,დილა მშვიდობისა,მარი მგონი რაღაც მოხდა,მანდეთ გვაგზავნიან,რომ გაიგვიძებ დამირეკე,მიყვარხარ" უკვე დაღლილი ვარ ამ ბიჭის გამოძახებებით,უფ....გადავრეკე,მობილური გამორთულია,ალბათ არ იჭერს... ლოგინი მივალაგე,კაბა გადავიცვი და კიბეებზე ჩავირბინე -რამდენი გეძინა,რა იყო შვილო,ძლივს ჩაგაგდე გონებაში,იმდენი გეძახე-ღიმილით მითხრა დედამ და ყავის ფინჯანი ახლოს მომიწია -აუ,რა ვიცი დედი,რაღაც ცუდი სიზმარი ვნახე... -რა ნახე ეგეთი?-დაინტერესდა დედაჩემი -რავიცი რა...ვითომ ყველაფერს ცეცხლი ეკიდა,გაქცევა მინდოდა და ვერ გავრბოდი,ბევრი ხალხი იყო, აქეთ-იქით აწყდებოდნენ...აუ,გახსენებაც არ მინდა დეე... -რამდენჯერ გითხარი საბანი კარგად დაიფარე მეთქი-გაიცინა დედამ და თავზე მაკოცა -ნინოოოო.... ყვირილზე მივხვდი,ჩემი მეზობელი მოვიდა,ასე ადრიან,მხოლოდ მაგან იცის მოსვლა.. -შემოდი ლეილა,შემოდი-შემოიპატიჯა დედამ -დილამშვიდობისათ,გესმით ხალხო რა ბათქაბუთქია? -ხო,მაგათ სულ ესე არ იციან?გააწყალეს გული.. -არა,ნინო,ეგრე თქვეს ომი იწყებაო-შემეშინდა,უცებ დათუნას მესიჯი გამახსენდა და გული მომეწურა სასწრაფოდ წამოვხტი და კიბეები ავირბინე.მობილურზე დავრეკე,ისევ გამორთული იყო....
გარეთ სამხედრო მანქანების კოლონა გამოჩნდა..დაახლოვებით 19-20 წლის ბიჭებით იყო გადატენილი .ხალხი გაოგნებული შევყურებდით ერთმანეთს და ამ მზერაში ყველაფერი იდო:შიშის,რაღაცის მოლოდინიც და გულისტკენაც.. ერთერთმა მანქანამ ჩვენთან შეაჩერა,საბარგულიდან, დაახლოვებით 20 წლის მოზარდმა, წინ წამოიწია და დაბნეული სახით გვკითხა: -უკაცრავად,ცხინვალი საითაა,ხომ ვერ მეტყვით? -შვილო,პირდაპირ გააგრძელე გზა და 3 სოფლის შემდეგ გახვალთ ცხინვალის გზაზე,-მიასწავლა გოგია პაპამ,თან ღრმად ამოიოხრა.. -რა ხდება,შვილებო,ხომ მშვიდობაა?რა მოგველის გენაცვალოთ ბებია-სითბო დააღვარა სიტყვებით სონა ბებომ -არ ინერვიულოთ ბებოჯან,აქ არ ვართ?ყველაფერი კარგად იქნება-"უდარდელი" ხმით მოგვაძახა ბიჭმა და თვალი ჩამიკრა.. გამეღიმა,უფროსწორად სიმწრით მოვიკვნიტე ტუჩები,მანქანა დაიძრა,სონა ბებომ პირჯვარი გადასახა ახალგაზრდებს და გზა დაულოცა..
სახლისკენ შევტრიალდი,უკნიდან გოგია პაპას ხმა დამედევნა:-ღმერთო შენ გვიშველე,კაი ამბავი არ უნდა იყოს აქ...
(გაგრძელება იქნება..)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. აგვისტო გამახსენა.... არ მინდაა გაგრძელებაა... ომი გვინდა კიდევ? +222222222222222 :)) კარგიაა აგვისტო გამახსენა.... არ მინდაა გაგრძელებაა... ომი გვინდა კიდევ? +222222222222222 :)) კარგიაა
6. იქნება რო? მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა იქნება რო? მოეწონა კვაზი უმახინჯესს +უსასრულობა
4. საინტერესოა. ველოდებით გაგრძელებას :) +5 საინტერესოა. ველოდებით გაგრძელებას :) +5
3. ჰო, კარგი საკითხავია. დაგელოდებით :) ჰო, კარგი საკითხავია. დაგელოდებით :)
2. საინტერესოდ იკითხება. დაველოდოთ გაგრძელებას! 55 საინტერესოდ იკითხება. დაველოდოთ გაგრძელებას! 55
1. ჩემთვის ყველაზე მძიმე ზაფხული გამახსენე და.. გაგრძელებას ველოდები :–* ჩემთვის ყველაზე მძიმე ზაფხული გამახსენე და.. გაგრძელებას ველოდები :–*
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|