ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: პოეზია
8 ოქტომბერი, 2010


ფიქრის მოტივი

მე ვფიქრობ შენზე
და მე არ ვიცი
და მე არ ვიცი რად ვფიქრობ შენზე,
მეღვრება სულში უცნობი სითბო,
როდესაც ვიქრობ ძვირფასო შენზე...
ღმერთმა ხომ კაცი ფიქრისთვის შექმნა
და ამიტომაც უნდა იფიქროს მან ყველაფერზე:-
მზესა და წყალზე...
სიკვდილზე...
ქალზე...
და სიცოცხლეზე...
და მრავალ სხვაზე...

რაც მე ვიხილე ერთი არსება,მე დამავიწყდა ამქვეყნიური ამაოების ყველა მოტივი
და ვეღარ ვფიქრობ ვერაფერზე...
საოცარია!
მე კი მინდოდა მეფიქრა ბევრი...
ღმერთმა ხომ კაცი ფიქრისთვის შექმნა?!...
არა!
      ბევრს ვფიქრობ.
                              იმდენად ბევრს რომ ხან მეშინია ჩემი ფიქრების.
აი განათდა ტვინის უჯრედი და მივხვდი(ანდა აღმოვაჩინე)
რომ ყველაფერზე ვფიქრობდი თურმე მე ერთდროულად,
მე ერთდროულად ვფიქრობდი თურმე ამაოების ყველა მოტივზე,
გზას მივიკვლევდი მწვერვალებისკენ,მეფერებოდნენ ხეთა ტოტები
ცოტა უხეშად,მაგრამ ლამაზად
და მთვარეც თავის თეთრი თვალებით
მე მინათებდა ბილიკებს მთისას
და მივდიოდი შეუბრალებლად
მწვერვალებისკენ...

მე მქონდა რაღაც ნაცნობი განცდა
და მე არ მქონდა სიმაღლის შიში,
თითქოს ოდესღაც იქ დავიბადე,
მწვერვალად,ანდა მწვერვალზე ვიშვი...
ძირს კი ცვიოდა კლდეთა ქანები,
თვალს აყოლებდნენ შავი ლოდები
და ჩურჩულებდნენ:_მივექანებით
და ნურასოდეს დაგველოდებით.

თუ ვერ შევძელი მწვერვალზე ასვლა მეც დავეშვები,რომ უფრო მაღალ მწვერვალებს მივწვდე,
რომ მწვერვალიდან ჩემი თვალებით დავიპყრო სივრცე,
                                                                                          ვიგრძნო მეფობა...
დაბლიდან მარტო მოჩანს მწვერვალი როგორც სამიზნე,
                                                                                          არ მოჩანს სივრცე
და მიზნისაკენ ჯიუტად მავალს მე გზად ფიქრები გადამეღობა...
ის გადავლახე,
ახლა კი მშველის ფიქრი ასვლაში,
ღმერთმა ხომ კაცი ფიქრისთვის შექმნა,
ოაზისიც ხომ დგას უდაბნოში?...

ამ ქვეყნიური ყველა მოტივი მოექცა შენში,
გაჰქრა მირაჟი
და ღამეს მიაქვს მთვარის წუხილი,
დუმს გარიჟრაჟი...
უცნობ მწვერვალზე რომ ავდიოდი მსურდა მეფობა..
ყოველ დილას კი მზეს ეგებები როგორც მეგობარს
და თვალს მჭრის თქვენი თბილი ნათება...

ქარმა ააწყო ღრუბლის ნაგლეჯზე უცხო ნოტები,
მე კი გავყურებ მწვერვალებს და მზეს ველოდები
(და მზეს,რომელიც შენშია და შენით იწყება,
და ვარსკვლავივით იბადება არდავიწყება.)

დიდებულია მყინვარებზე მზის მოთავსება...
დიდებულია შუაღამით მთვარის ავსება
და მე ვუყურებ როგორ ჩავა თმებგაშლილი მზე,
შენი თვალების უსარულო ოკეანეში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები