 | ავტორი: ლევან63 ჟანრი: პოეზია 10 ოქტომბერი, 2010 |
ერთხელ სულ ადრე ყმაწვილკაცობას, ღვინობისთვეში, რთველობის წელზე, ბიძაჩემს სახლში, კაკლისა ჩრდილში, სუფრა გაეწყო ვენახის შემდეგ.
ჩემდა საოცრად ბიძაჩემმა სთქვა: “ეს ქალაქელი თამადად მინდა, და შევიქმენი იძულებული სუფრას გავუძღვე ფრიად განრიგად.
გამოუცდელმა თამადობის ჟამს, სადღეგრძელონი ავრი-დავრიე, არ დაველოდე სხვათა მოსმენას, და ხელადის ტოლა ყანწი დავლიე.
მალე ბახუსი ტკბილად მესტუმრა, რქაწითელს ბაგებს ვუნაპირებდი, სადღეგრძელოებს დიდხანს ვჭიმავდი, და მოკლე სათქმელს, გრძელად ვჭიმავდი.
დიდ ხანს ისმინა ერთ ჩია კაცმა, მჭერმეტყველების ჩემი “გენია”, (და მე მომმართა) “ჯო მაიცადე სიტყვისა თქმა მსურს, რაღაცა გითხრა, რომ არ გსმენია.
ოღონდ ერთსა გთხოვ, სიტყვა დამითმო, სადღეგრძელო, რომ მოვა დედის, სიტყვა მაქვს ბალღო გამოსათქემლი, სიხარულის და, თან ერთად ცრემლის.”
მთხოვა გლეხ კაცმა, ჩაჩით მოსილმა, მეც უფროს - უმცროს წესი ვარჩიე, სიტყვა დავუთმე ბრძენსა ბერიკაცს, და კვლავ სასმისად ყანწი ვურჩიე.
მერიქიფემაც დრო არ იშურა, ხელადა მყისვე სასმისს ჩაცალა, ჩია გლეხმა კი ყანწი ხელთ იპყრა, და შოშმინება ყველას გვაცალა.
მერე კი გვამცნო ამ სათნო კაცმა, საკუთარ გულის თანანადები, ის სადღეგრძელო დედას მიუძღვნა, და გაგვიმჟღავნა მისი დარდები:
“ხალხო დედები მსურს ვადღეგრძელოდ, რომ ჯანზე იყვნენ და მუდამ თბილნი, ჩვენით ხარობდნენ, შვილისშვილებით, არ დაეკარგოთ ნაოჭთა ხიბლი.
რო დავიზარდეთ და ჭკუას მოვდექთ, თან შეგვისრულდა ჩვენ მეოთხედი, ყველაზე სათნო და მომხიბლავი, დედა მიგვაჩნდა თვალთ მეოხებით.
როცა ოცდახუთს გადავაბიჯეთ, და გაგვაბრუა სხვა ქალთა ცქერამ, ასე გვეგონა რომ დედის გვერდით, მათაც მიიბყრეს ჩვენს თვალთა მზერა.
მალე შევვუღლდით, ჯვარი ვიფსკვენით, არ გვბეზრდებოდა ცოლების მზერა, მათზე მომხიბლავს, მათზე უკეთესს, ვერ ვისაზრებდით, ვერა და ვერა.
თეთრი რაშით რომ დავტოვეთ ესრე, ცხოვრებისა გზის ჩვენ ნახევარი, უკვე სხვაგვარად გვიჭრელებს თვალებს, ლამაზ ქალებთან გულთ პაემანი.
ამ ქალბატონებს რატომღაც ვადრით, ჩვენი დედების სათნო ხედებას, და უკვე ვხვდებით, რომ მათ ჭაღარას და იავნანას, უკვე აღარაც არ შეედრება.
სამოც წელსაც რომ გადავალახავთ, აღარავინ გვყავს ჩვენ დედის სწორი, სილამაზეში ყველას მათ ვადრით, მაგრამ ვინაა აწ მათი ტოლი?!
მოფრთხილებაა მუდამ საჭირო, ამ ქალბატონთა ყველა ნაოჭის, ტკბილი სიტყვებით მივეალერსოთ, ფესვები ჰქონდეთ მუხის და სოჭის.
მოდი ღმერთს ვთხოვოთ მათი სიცოცხლე, მობეზრებამდე გვყავდნენ თვალის წინ, ვაზის ნაჟური შევსვათ ამ ყანწით, დაე იცოცხლონ სრულად თავის წილ.”
წლების მანძილზე მსურდა მეხატა, ეს მარგალიტნი ქაღალდის მკერდზე, ამ ჩია კაცის სიტყვები ბრძნული, მინდა გაგაცნოთ ამ კვირის ხელზე.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მოფრთხილებაა მუდამ საჭირო, ამ ქალბატონთა ყველა ნაოჭის, ტკბილი სიტყვებით მივეალერსოთ, ფესვები ჰქონდეთ მუხის და სოჭის. ძალიან მაგარია.555
მოფრთხილებაა მუდამ საჭირო, ამ ქალბატონთა ყველა ნაოჭის, ტკბილი სიტყვებით მივეალერსოთ, ფესვები ჰქონდეთ მუხის და სოჭის. ძალიან მაგარია.555
5. წარმატებები +2 წარმატებები +2
4. კარგია, წარმატებები +2 კარგია, წარმატებები +2
3. არ დაეკარგოთ ნაოჭთა ხიბლი. + არ დაეკარგოთ ნაოჭთა ხიბლი. +
2. ჩემსავე კომენტარს მოვყევი გაწითლებული-მიიპყრეს და არა-მიიპრყეს!:)
ჩემსავე კომენტარს მოვყევი გაწითლებული-მიიპყრეს და არა-მიიპრყეს!:)
1. მიიბრყეს არააა!-მიიპრყეს!და არა მარტო ეს! არ მეთქვა ,ვერ შევძელი. მაპატიეთ, ვერ მოგიწონე ნაშრომი. გამაღიზიანა სიმარტივემ... მიიბრყეს არააა!-მიიპრყეს!და არა მარტო ეს! არ მეთქვა ,ვერ შევძელი. მაპატიეთ, ვერ მოგიწონე ნაშრომი. გამაღიზიანა სიმარტივემ...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|