ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მეეეგ
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2010


ბოლო ტანგო.....

მოდი და გაშალე მკლავები,
მხურვალე ტანებით შევერთდეთ..
ცეცხლი სჩქეფს თვალებში...წამები
დუელში გვიწვევენ....  შევჩერდეთ?!

ნოტები: თეთრები, შავები...
უძირო უფსკრულში გვითრევენ...
შენი ვნებიანი მკლავები
დღეს ბოლო ტანგოზე მიწვევენ...

სუნთქვა შემაგებე... თვალებით
დამათვრე _ მაგემე ზედაშე,
რომ მერე ვნებით ნამთვრალევი
სიყვარულს ვითვლიდეთ მე და შენ..

მაცეკვე _ ეს ბოლო ტანგოა...
თრთოლვა მომრევია თმაგაშლილს..
დღეს, თორემ..ხვალ უკვე არ მოვალ..
სიშორე შენს კოცნებს გადაშლის..

მაცეკვე - ეს ბოლო ტანგოა,
ნუღარ შეგაშინებს ცრემლები..
ხვალ, ალბათ, ჩემს ნაცვლად სხვა მოვა..
მე?! -
        ჩემს უბედობას ვნებდები..

მაცეკვე! - ეს ბოლო ტანგოა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები