ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცინცაძე დავითი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
13 ოქტომბერი, 2010


ქართული ზღაპრის დასაწყისის უძველესი კოსმოგონიური პლასტი.

                                                                        ეთნოგრაფიულ-მითოლოგიური ესსე

                                                      ქართული ზღაპრის დასაწყისის უძველესი კოსმოგონიური პლასტი.

                                                                                          თემა განსჯისათვის

                                                    ეთნოგრაფიით და ქართული ,,მითოლოგიით” დაინტერესებულ პირთათვის

                                                                                  ავტორი: დავით ცინცაძე

,, Было не было и не-было тоже
Не было неба ни пространства ниже …”
( ,,იყო და არა იყო რა და არა იყო რა ცა და სივრცე...")

,,რიგვედა”  X მანდალა. миф о творении (შესაქმნის მითი)

              ***
,,იყო და არა იყო რა...”

ქართული ხალხური ზღაპრის დასაწყისი.


      ,,იყო და არა იყო რა...” - ამ წინადადებით იწყება ქართული ზღაპარი და მას ბავშობიდან იცნობს ყველა ქართველი ადამიანი. ვცადოთ, ანალიზი გაუკეთოდ ამ უძველეს ფრაზას, ხოლო რატომ შევჩერდით ამ ფრაზაზე შემდგომ განვიხილოთ. რა შინაარსი დევს მასში? რატომ მაინცდამაინც ამ არალოგიკური, ,,უაზრო” წინადადებით უნდა იწყებოდეს ქართული ზღაპარი? ,,იყო და არა იყო რა...” და შემდეგ იწყება ამბის თხრობა (,,იყო ერთი მონადირე...” და ა.შ). ეს ,,უცვლელი” (ტრადიციული სემანტიკის მატარებელი) ფრაზა - ,,იყო და არა იყო რა...” - დამოუკიდებელ სიტყვებად დავყოთ და მათ შინაარს ჩაუკვირდეთ...
სიტყვა ,,იყო” – შინაარსობრივი შესატყვისი: - ,,ყოფნა”, რაღაც უცნობი ,,სუბსტანციის” არსებობა, ,,დაშვებულება”;  იგულისხმება ,,რაღაცის” არსებობა.
კავშირი ,,და” – ,,რაღაცეებს” შორის კავშირი; არსებულსა და შემდგომს ; ორ ყოფიერებას (დაშვებულებას) შორის კავშირი.
            ,,არა” – უარყოფა, არარსებობა, რაღაცის დაუშვებულობა, შეუძლებლობა...
              ,,რა” – ამ შემთხვევაში ყველაფერია: ,,სამყარო”, ყოფიერება, ღმერთი, ყოველივე. ამასთან ასევე შესაძლებელია მასში იგულისხმებოდეს ,,არაფერი".
      გამოდის, რომ ,,რაღაც” უთუოდ ,,აუცილებლად” იყო და ამასთანავე არაფერი არ იყო; ,,რაღაც” არსებობდა და ამასთანვე არ არსებობდა. უფრო მარტივად ასეა -  ,,რაღაც უცნობი სუბსტანცია” სულ არის (იყო) და ამავ დროს არც არის (არა იყო რა); მაგრამ შემდგომ (ლოგიკის თანახმად) ,,რაღაცა” ყოველთვის დასაშვებია და ქართულ ზღაპრებში, მხოლოდ შემდეგ იწყება ამბავი, სიტყვა, ლოგიკა, სამყარო. დროებით შევჩერდეთ ამ მსჯელობაზე და ვიტყვი რატომ დავინტერესდი ამ ფრაზით. ჩემი ყურადღება მიიქცია იმ ,,საოცარმა მსგავსებამ“ რომელიც არსებობს (ქართული ზღაპრის დასაწყისის) ამ ფრაზას და უძველეს ვედურ ,,რიგვენდაში" (იხ:01) არსებულ ფრაზას შორის; უფრო სწორად მათ სრულმა იდენტურობამ (რაც პირადად ჩემთვის დღემდე უცნობი იყო). კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთ უძველეს ვედურ-ინდურ (არიელთა ან არიათა - იხ: 02) კრებულში, ,,რიგვენდას” Х მანდალაში ვკითხულობთ: 
  ,, Было не было и не-было тоже
    Не было неба ни пространства ниже… …” 
  ქართული თარგმანი:  - ,,იყო და არა იყო რა და არა იყო რა ცა და სივრცე..."
        ქართულის იდენტური - ,,იყო და არა იყო რა” - და ,,რიგვენდაში” (ქართული ზღაპრის ,,კონცეპტუალური პრინციპის” მსგავსად) შემდგომ მოდის: ,,არ იყო ცა, არც ქვედა სივრცე..." - შემდეგ კი გრძელდება ვედური მითების უმთავრესი კოსმოგონიური ამბის თხრობა. ,,რიგვენდას” ჰიმნებში გადმოცემულია ,,სამყაროს” საწყისი ყოფიერება, ,,ღმერთების” ცხოვრების სურათები. აქ ჩვენ საქმე გვაქვს უძველეს ,,ვედურ - არიულ” მითოლოგიურ გადმოცემებთან. ჩვენს მიერ მოყვანილი ჰიმნის (X-მანდალას) შესახებ, ცნობილი მეცნიერი ტ. ია. ელიზარენკოვა* (03) წერს: ,,... ეს არის ცნობილი კოსმოგონიური მითი, რომლის ,,ავტორი" სვამს შეკითხვას (სამყაროს რაობაზე - დ. ც.) და მსჯელობს ყოფიერების წარმოშობის შესახებ ,,არაყოფიერებიდან” და ამ მისტიურ პროცესს შეუცნობლად თვლის. ჰიმნში აღწერილია სამყაროს აღმოცენების (შექმნის) თანმიმდევრული სტადიები. საწყისში (დასაწყისში) არ არსებობდა დიხტომიები (იხ: ენციკ.): იყო-არ იყო (ქართულად: იყო და არა იყო რა - დ. ც.), სიკვდილი-უკვდავება. არსებობდა რაღაც ერთიანი, კოსმიური სითბოდან წარმოქმნილი (წარმოშობილი) ყოფიერება არაყოფიერებაში; სიცოცხლე - როგორც აზრის თესლიდან ისე ისახება; რაღაც ერთიანი, იყოფა ორ საწყისად როგორც განაყოფიერების მონაწილენი; სამყაროს საწყისი შეუცნობელია და ღმერთების გამოჩენა (გაჩენა) მეორადია; კიდეც თუ არსებობს სამყაროს ,,ყოვლის-მფლობელი” (ყოვლის-განმკარგავი, განმგებელი), არ არის ცნობილი იცის თუ არა მან ყოფიერების სრული საიდუმლო..."- სამყარო მისთვისაც  შეუცნობელია, (უფრო სწორად, არც მას ძალუძს სამყაროს  სრულად შეცნობა - დ. ც). ჩნდება ლოგიკური შეკითხვა – საიდან და როგორ უნდა გაჩენილიყო ასეთი (ფრაზეოლოგიური) ,,დამთხვევა” ინდურ და ქართულ უძველეს ზეპირსიტყვიერებაში? საიდან (როდის) უნდა წარმოშობილიყო (ან შემოსულიყო) ეს სიტყვები (ფრაზა) ქართულ აზროვნებაში ,,კულტურულ ყოფიერებასა” და ზეპირსიტყვიერებაში (თუგინდ: ქართველურ, იბერო-კოლხურ ან კავკასიურ ცივილიზაციაში)? ნუთუ ის ვედურ-ინდური ჰიმნებიდან შემოვიდა და ისე დამკვიდრდა ქართულ (კულტურულ) ცნობიერებაში, რომ დღესაც ყველა ქართველმა ბავშვმა იცის  ,,იყო და არა იყო რა...”.  რადგან ეს ასეა, მაშინ შემდეგ კითხვას უნდა გაეცეს პასუხი – რატომ ,,შემოვიდა” და ,,დამკვიდრდა” მაინც და მაინც ეს ინდურ-არიული უძველესი კოსმოგონიის (მისტიურ-ეზოთერული შინაარსის მქონე) რთული ფრაზა? ფრაზა, რომელიც კაცობრიობის ერთ-ერთ ,,უძველეს” ენას – სანსკრიტს* (04) ეკუთვნის  და  არიათა* ღმერთების შექმნას, სამყაროს შექმნას, ,,პირველ ქმნადობას” უკავშირდება და საწყისის საწყისს გამოხატავს? და ისიც დავამატოთ, რომ (რიგვენდას მითოლოგიური კონცეფციით) ამ ფრაზის სემანტიკაში, თავის თავად იგულისხმება ღმერთებამდელი სამყარო, სამყაროს შექმნამდე ,,რაღაცის არსებობა ან არარსებობა" ან ,,ყველასთვის შეუცნობელი უსასრულობის” არსებობა. ვფიქრობ, ,,შეუძლებელია” ,,რიგვენდაში” არსებულსა და ქართული ზღაპრის (ტრადიციულ დასაწყის) ფრაზას შორის არსებული იდენტურობა (მსგავსება?) ,,უბრალო დამთხვევად” წარმოვაჩინოთ. უკვე აღინიშნა, რომ ეს ფრაზა (ორივე კულტურაში) უძველეს ზეპირსიტყვიერებას უკავშირდება - ინდოეთში ბრახმანისტურ-ვედამდელ პერიოდს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ფრაზა გარკვეული (რელიგიური) ,,მითოლოგიური  შეხედულების გამომხატველია". უფრო მეტიც, ეს ფრაზა გადმოგვცემს (უძველესი) ცივილიზაციური მსოფხედველობის უმთავრეს (ძირითად) შინაარსს, რომელიც ჩვენთვის სრულიად უცნობი აზროვნების გამომხატველია. ამიტომ შეუძლებელია, რომ ასეთი რთული სემანტიკის მატარებელი ფრაზეოლოგია (შედგენილი წინადადება) ,,შემთხვევით” წარმოქმნილიყო  და  დამკვიდრებულიყო (,,დროსა და სივრცეში") ესოდენ დაცილებულ და განსხვავებულ კულტურებში. ფრაზის შინაარსობრივ-ფრაზეოლოგიური სირთულე გამორიცხავს ,,შემთხვევით" გაჩენილ მსგავსებას. ამიტომ ამ ,,იდენტურობის" ასახსნელად შესაბამისი ლოგიკური ,,დაშვებულება” უნდა მოეძებნოს. ვცადოთ გავარკვიოთ, ფრაზა - ,,იყო და არა იყო რა...” - შემოსულია ქართულში თუ ,,ადგილობრივი აზროვნების, ლოგიკის” შქმნილია? და პირველად ასეთი შეკითხვა დავსვათ  – როდის უნდა გაჩენილიყო ეს ფრაზა ქართულ აზროვნებაში? (კულტურაში? ყოფიერებაში?) და შევეცადოთ პასუხი გავცეთ ამ შეკითხვას. დავიწყოთ ,,რიგვენდათი”, რომელიც წარმოადგენს უძველესი გადმოცემების (ჰიმნების) კრებულს. ჰიმნების ჩაწერა დევანგარის (05) დამწერლობით  (შედარებით) მოგვიანებით დაიწყეს (ძვ. წ-ის XV- X სკ-ში), მანმადე კი როგორც ღმერთების (ბრახმას – ყოველგვარი სამყაროს საწყისის) მიერ ბოძებული წმინდა სიტყვა, ზეშთაგონება, ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა საუკუნეთა განმავლობაში, თაობიდან თაობას. ამიტომ ეს ფრაზა თავისი სემანტიკით, ლოგიკით, შინაარსით წარმოადგენს ადამიანის უძველესი აზროვნების პლასტს, უძველეს კოსმოგონიურ ლოგიკას, ადრეული პერიოდის ყოფეირებაში წარმოშობილ აზროვნებას. ალბათ ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს ფრაზა ინდურ კულტურასა და ფოლკლორში ისე ტრადიციულად და ზოგადად არ არის დამკვიდრებული როგორც ეს ქართველური ტომების ეთნოგრაფიასა და ზეპირსიტყვიერებაშია დღემდე მიღებული. ,,ქართული” *(06) ,,იყო და არა იყო რა...” – ქართული ზღაპარის ტრადიციული და ,,თითქმის უცვლელი" დასაწყისია. ეს ფრაზა, გაგონებისთანავე ზღაპრის განწყობას გვიქმნის და მას მხოლოდ ,,ზღაპრის სამყაროში” გადაყავს ქართველი ადამიანი. ქართულ კულტურაში, ეს ფრაზაც ზეპირსიტყვიერებით გადაეცემოდა თაობიდან თაობას და შეიძლება ითქვას ,,გენეტიკურ დონეზე ზის” ქართულ ცნობიერებაში. ქართულ ზღაპარშიც (ინდური ვედბის შესაბამისად) ამ ფრაზის შემდეგ იწყება ,,მოქმედება“ - სხვა სამყაროს გაჩენა. ქართულ ზღაპარში, როგორც წესი, მხოლოდ ამ ფრაზის შემდგომ მოდის ფრაზები: ,,ღმერთი ჩვენი  მწყალობელი” ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა” ,,იყო ერთი მებადური” და ა.შ.  ანუ ამ ,,მყარი და ტრადიციული სემანტიკის მქონე ფრაზის” შემდეგ, (როგორც შინაარსობრივად ასევე სტრუქტურულად) მეორადი ხდება ყველაფერი, თვით ,,ღმერთებიც” და ,,სხვა სამყაროებიც" (მანმადე არსებული კი უსასრულო და შეუცნობადია) - ისევე როგორც ,,რიგვენდაში”.  ჩვენი ვარაუდით, ქართული ტრადიციული ფრაზა ,,იყო და არა იყო რა...” ქრისტიანობამდელ აზროვნებაში (ყოფიერებაში) უნდა გაჩენილიყო. რატომ? მივყვეთ ადამიანის აზროვნების ევოლუციური განვითარების ლოგიკას. რა იგულისხმება ქრისტიანობამდელ და შესაბამისად ქრისტიანულ აზროვნებაში? ქრისტიანობამდელ რწმენებსა და ხედვაში მრავალი ღმერთი არსებობს. მართალია უძველესი გადმოცემების ღმერთები უმაღლესი ,,კატეგორიის” არსებები არიან, მაგრამ ისინი ადამიანის მსგავსად მოქმედებენ: ფიზიკურად იბრძვიან, ადამიანის მსგავსად უყვართ (მაგ: ამირანის დედა - ქალღმერთი დალი და მონადირე), ერთმანეთი სძულთ, ზოგიერთი ნახევრად ღმერთია (მაგ: გილგამეში) რომელსაც ზოგჯერ დახმარებასაც კი სთხოვენ ,,ყოვლიშემძლე“ ღმერთები; ზოგიერთ მითში ღმერთები ერთმანეთს ფიზიკურად ასახიჩრებენ, ამიტომ ზოგი ,,ღმერთი“ კოჭლია, ზოგი ცალთვალაა; ისინი ჩვეულებრივად ურთიერთობენ ადამიანებთან (და ერთმანეთან); მაგალითად ქართულ ამირანის  მითში ,,დევ-გმირი” ,,ღმერთს” ორთაბრძოლაშიც კი იწვევს და ფიზიკურად ებრძვის მას და ა.შ. რაც შეეხება ქრისტიანული აზროვნების ლოგიკის სტრუქტურას - ქრისტიანულ რწმენაში ღმერთი, უფალი, შემოქმედი ყველაფრის და ყოველივეს პირველსაწყისი არის; იგი დასაბამია (ალფა და ომეგაა), შემოქმედი - ღმერთი უსასრულოდ  არსებობდა და უსასრულოდ იარსებებს; ის ყველაფრის შინაარსია; მასზე ზემოთ არაფერია; მისით იწყება ყველაფერი, იგი ყოვლისშემძლეა, მატერიაც არის და სულიც. ამიტომ ფრაზა ,,იყო და არა იყო რა” უკვე თავის თავში არღვევს ამ თანამედროვე ,,ქრისტიანული აზროვნების” დიალექტიკის ლოგიკურ სტრუქტურას. ამ მოსაზრებას, უფრო უკეთესად, ქართული  ხალხური ზღაპრის კიდევ ერთი, ასევე ტრადიციულად ქცეული ფრაზა ადასტურებს - ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...”. ზღაპარის ტრადიციულ დასაწყისში, ეს ფრაზა ხანდახან ,,იყო და არა იყო რა-ს” დამატებას წარმოადგენს. ოღონდ ამ შემთხვევაში ეს ფრაზა, უკვე ქრისტიანული აზროვნების, ,,ქრისტიანული ლოგიკის" შესაფერისი შინაარსის მატარებელია - ,,იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...”. როგორც ვხედავთ აქ აშკარად ჩანს, რომ ,,უძველესი აზროვნების  პლასტს”, სტრუქტურას, ,,ქრისტიანული აზროვნება” -,, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...” - ბოლომდე მაინც ვერ ფარავს, პირველი ფრაზის კონცეპტუალურ შინაარს ვერ ანეიტრალებს. თუ ჩაუკვირდებით ამ წინადადებას - ,,იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა  იქნებოდა...” - ფრაზეოლოგიურად და შინაარსობრივად სრულიად არალოგიკურია, აქ მაინც ჩანს ,,უძველესი კოსმოგონიური დიქტომიის” გამომხატველი ფრაზის შინაარსობრივი სიძლიერე. მთელი ფრაზის შინაარსი (თუ სიღრმისეულად არ განვიხილავთ საწყის სიტყვებს) ძალზე მარტივად ასე შეიძლება გამოვხატოთ – ,,კი, რაღაც შეუცნობადი კიდევ (იყო) არსებობდა დასაბამამდე, (იყო) ღმერთის მიერ სამყაროს შექმნამდე, მაგრამ ეს რაღაც (შეუცნობადი) ღმერთზე უკეთესი ვერ იქნებოდა”. ამ ტრადიციულ ქართულ ფრაზაშიც ჩდება აზრი, რომ თვით შემოქმედისთვისაც ,,შეუცნობელია” მის ,,წინ” არსებული ,,რაღაც სუბსტანცია” (რომელიც ,,ღვთის უკეთესი ვერ იქნებოდა").  ამიტომ ქრისტიანული აზროვნების (ქრისტიანული ლოგიკის) მიერ შექმნილი შემოქმედი, ამ ფრაზაში ,,მეორადი” დატვირთვის ხდება (ისევე როგორც რიგვენდას სამყაროში). შეიძლება შეკითხვა გაგვიჩდეს: ფრაზა - ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა” რატომ არის მაინცდამაინც ,,ქრისტიანულ ეპოქაში” წარმოშობილი? ამ შემთხვევაში უნდა ითქვას, რომ ჩვენ მხოლოდ ,,ლოგიკური დაშვებულების” მეთოდით ვმსჯელობთ და ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს თუ როდის ,,დაემატა” (,,იყო და არა იყო რა...”-ს) ეს ფრაზა. რომელ პერიოდშიც არ უნდა მომხდარიყო ეს, აქ ჩვენთვის უფრო მთავარია (,,იყო და არა იყო რა...”-ს) შინაარსობრივი შრე, შეიძლება ითქვას ზოგადი კოსმოგონიური კონცეფციის სიღრმისეული დონე. ,,ღვთის”, ,,,შემოქმედის” ცნება კი ადამიანის აზროვნების ევოლუციიდან გამომდინარე ,,უნივერსალურია” სხვადასხვა ეპოქასა და კულტურაში და ამ მცნების განვითარების სხვადასხვა ეტაპები, ჩვენთვის საინტერესო თემის (კულტურის) ისტორიას უკავშირდება. ,,ქართული” - ,,იყო და არა იყო რა...” (ისევე როგორც ,,რიგვენდაში" მისი შესაბამისი ფრაზა), გარკვეული კოსმოგონიური მსოფხედველობის გამომხატველია ფრაზაა. ისინი (სემანტიკით, ფრაზეოლოგიური წყობით, შინაარსით) აბსოლუტურად იდენტურებია და  შესაბამისად ორივე, თავიანთ თავში ,,შემოქმედის” არსებობის დაშვებულებას შეიცავს. ქართული და ვედურ-არიული ფრაზის შინაარსობრივ ( და მსოფმხედველობით) იდენტურობაზე ისიც მეტყველებს რომ – ,,იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა"-ში – (ისევე როგორც არიათა კოსმოგონიაში) ,,შემოქმედი” მეორადი ,,დატვირთვის” მატარებელია. აღსანიშნავია, რომ ის ,,რაღაც აუხსნელი, პირველადი სუბსტანცია” რომელიც ქართულ ,,იყო და არა იყო რა-ს” სიღრმისეულ კონცეფციაში არსებობს, შინაარსობრივად ძალზე წააგავს ვედურ (ინდუისტურ) ბრახმანს (,,განვრცობა”,,,განფენილობა”) –  რომელიც არის და ამავ დროს არც არის, რომელიც მუდამ არსებობდა უსასრულოდ და არც არსებობდა, ბრახმა როგორც უსასრულობაშია ასევე უსასრულობაც მასშია, მასშია სიტყვაც და მატერიაც, ის ერთდროულად შენებაც არის და ნგრევაც, ბნელიც არის და ნათელიც, სიკვდილიც  და სიცოცხლეც, ერთდროულად ღმერთიც არის და ადამიანიც, სულიერი და უსულოც, მარადცვალებადი და უცვლელი, არსებობს და არც არსებობს და ა.შ. ამავ დროს, როგორც წესი (ინდუიზმში) იგი გამოიხატება ნეგატიური სახით: ,,არ გაგონილი”,,არნახული”  ,,უჩინარი”, ,,არ დაბადებული”, ,,წარმოუდგენელი” და სიტყვებით: ეს არა, ეს არა, ეს არა... და ა.შ.* (07). საინტერესოა, რომ ,,ბრახმანიზმში’’ ერთი დაშვებულებაც არის, ,,გონებით, გრძნობით” ,,მისი" (ბრახმას) ,,შეცნობა”  შესაძლებელია (იხ: იოგა,  ლოგიკა) და ,,ვინც ბრახმანს შეიცნობს იგი თვით ხდება ბრახმანი” – (ა. ბეზანტი). თუ დაუშვებთ, რომ ქართული ზღაპრის დასაწყისის (,,იყო და არა იყო რა-ს”) ,,კოსმოგონიური დაშვებულება” შინაარსობრივად მსგავსი სახის არის, მაშინ (ტრადიციული დამატება) ,,ღვთის უკეთესი რა იქნებოდა" შინაარსობრივად არალოგიკურია და ფრაზა მთლიანად  უაზრო ხდება.  როგორც ვხედავთ, ლოგიკურად ვერანაერად ვერ შეუპირისპირებ (შეურწყამ) ამ ფრაზას  (ქრისტიანული აზროვნების) უფალს; თანამედროვე მსოფლხედველობაში აღმოცენებული შემოქმედის გაგება ვერ ეგუება ბრახმანიზმის ,,შინაარსობრივ კონცეფციას” - რადგან, მაგალითად ,,ბრახმაზე” ვერ იტყვი ვიღაცაზე ან რაღაცაზე უკეთესია თუ უარესი, რადგან ის მთლიანია და ამავ დროს ყოველივე ცალკეულიც არის, რადგან ამავ დროს იგი არ არსებობს, რადგან იგი ,,არგამოვლენილი”  შემოქმედია და ა.შ. ამიტომ (ამავე ლოგიკით) გამოდის, რომ ქართული ზღაპრის კიდევ ერთი ტრადიციული ფრაზა-დამატება - ,,იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი...” ასევე ქრისტიანული (ანუ არქაულის და წარმართლის შემდგომი, თანამედროვე პერიოდის) აზროვნების მიერ არის დამატებული (ქრისტიანობამდელ ლოგიკაზე). ,,იყო და არა იყო რა, იყო შაშვი მგალობელი ღმერთი ჩვენი მწყალობელი...” - აქაც სრულებით დაკარგულია ,,ჯანსაღი, თანამედროვე (ქრისტიანული) აზროვნების” ლოგიკა. ამ ფრაზის შინაარსის გადმოცემა, მხოლოდ ძალზე ზოგადად და მიახლოებით არის შესაძლებელი - ისევ რაღაც პირველადი, შეუცნობელი განუსაზღვრელი ,,იყო” (და არა იყო); შემდეგ ბუნება, მატერიალური სამყარო, ცხოვრება რომელიც თავისთვის მიედინება (სიმბოლო: შაშვი მგალობელი) და უფალი რომელიც ჩვენ გვწყალობს და გვაცხოვრებს (08). ზემოთ მოყვანილ ორ (სხვადახვა სახის და შინაარსის) ფრაზას ,,დადგენილი” ტრადიცია გააჩნია (ორივე უცვლელი სტრუქტურის მატარებლებია), მაგრამ ზღაპრებში მაინც ხანდახან თავსდებიან (მუდმივი) ,,იყო და არა იყო რა-ს’’ შემდეგ; რაც  ასევე უნდა მეტყველებდეს დროში მათ გვიანდელ ,,წარმოშობაზე”. მხოლოდ შემდგომ უნდა მომხდარიყო მათი ,,გაჩენა", ,,ყოფიერების შესაბამის აზროვნებაში" და მექანიკურად და ლოგიკურად დამატებოდა ,,უცხო მსოფლხედველობას". საყურადღებოა, რომ მათ მაინც ვერ მოახერხეს ,,იყო და არა იყო რა"-ს (კონცეპტუალური) განეიტრალება, ჩანაცვლება, მისი გარდაქმნა არსებული ყოფიერების ლოგიკის შესაბამის ფრაზად. ეს კი თავის მხრივ მოწმობს თუ (ერთ დროს) რა ძლიერად უნდა ყოფილიყო გამჯდარი ,,ადამიანის  ცნობიერებაში” (შესაბამისად ტრადიციებსა და კულტურაში) ,,იყო და არა იყო რა-ს” მსოფხედველობა, ,,სამყაროს აღნაგობის სტრუქტურა”, ,,რელიგიური შეხედულება”*(09). დროში მას უთუოდ დიდი ხნის განმავლობაში მყარად უნდა ეარსება, ასე  რომ  ,,ჩაკირულიყო” ,,ქართველის არაცნობიერ ბუნებაში”. ლოგიკა გვკარნახობს ვივარაუდოთ, რომ ამ აზროვნებისა და შეხედულების ადამიანები, უცილობლად (შედარებით) მრავალრიცხოვანი და ძლიერი კულტურის მატარებელი ხალხი უნდა ყოფილიყო. დასაშვებია ისიც, რომ (ქართველური ტომები) დროსა და (გარკვეულ ტერიტორიულ) სივრცეში, არიულ-ვედური კოსმოოგონიის შემქმნელ ხალხთან (ან მათ წინაპრებთან) ,,მჭიდრო ურთიერთობაში" უნდა ყოფილიყვნენ (შესაძლოა მათთან ერთადაც ქმნინდნენ ამგვარ მსოფხედველობას).
          ჩვენ ჩეგვიძლია ,,იყო და არა იყო რა”-ს კონცეპტუალურ-ლოგიკური რეკონსტრუქციაც ვცადოთ და ვთქვათ, რომ (ზემოთ მოყვანილი ტრადიციული ფრაზების გარდა) მას უცილობლად მოყვება - ,,იყო” (ხშირ შემთხვევაში ,,ერთი”-ც) - ,,იყო და არა იყო რა, იყო ერთი...” (და შემდეგ გრძელდება ამბავი...). ეს სტრუქტურაც ზემოთ მოყვანილი მსჯელობის გათვალისწინებით მოწმობს, რომ ,,რაღაც შეუცნობელ, ,,სუბსტანციასთან” შედარებით ყოველივე დანარჩენი (არსებული ყოფიერება) მეორადია”. აქაც ჩანს ,,რაღაც უცნობი სუბსტანციის” პირველადობა, მუდმივობა, სიმყარე და მისი აბსოლუტური შეუცნობლობა. მსჯელობისას უნდა გვახსოვდეს, რომ კაცობრიობის და ადამიანის განვითარებაში იგულისხმება როგორც ბიოლოგიური, ასევე (შესაბამისად) მისი აზროვნების ევოლუციაც, რომელსაც (ფიზიკურის მსგავსად) თავისი განვითარების ხაზი და ეტაპები გააჩნია. ადამიანის აზროვნების ლოგიკის რაობიდან გამომდინარე, ადამიანს ყოველთვის ესაჭიროებოდა (და გააჩნია) გარკვეული ორიენტირი – რელიგია, ღმერთი. როგორც ე. ფრომი ამბობს – თვით ,,ათეისტური მფსოფმხედველობაც” გარკვეული ,,რელიგიაა” და ადამიანს სამყაროში ორიენტირებში ეხმარება. რაიმე ,,რელიგიის” გარეშე ადამიანის აზროვნება, სიცოცხლე, დროსა და სივრცეში მისი მოძრაობა-განვითარება წარმოუდგენელია. ე. ფრომი (,,ქონა და ყოფნა"-ში) ასევე აღნიშნავს, რომ ,,ყოფიერება აყალიბებს ადამიანს"; მას უყალიბდება (ყოფიერების შესაბამისი) გარკვეული ,,რელიგია-ორიენტირი", ფასეულობები და ღირებულებები, შემდგომ კი ამ ,,რელიგიით-ორიენტირით" ადამიანი აყალიბებს ,,ახალ ყოფიერებას“ (სოციალურ, საზოგადოებრივ, პოლიტიკურ სტრუქტურებს), რაც თავისთავად იწვევს ახალი ღირებულებების, ფასაელობების და ყოფიერების (ახალი ადამიანის, აზროვნების და საზოგადოების) გაჩენას - ეს გარდაუვალი, დაუსრულებელი, ევოლუციური მოვლენაა. ამიტომ ჩვენ უნდა დაუშვათ, რომ ,,იყო და არა იყო რა” გარკვეული ,,მსოფლხედველობის”, ,,აზროვნების”, ,,რელიგიის” (ადამიანის უძველესი ცნობიერების ორიენტირის -ე. ფრომი) ნაწილია და ამ ცნობიერების (ორიენტირის) შესაბამის ყოფიერებაში არის აღმოცენებული. ეს ,,რელიგია”, მსოფხედველობა, კაცობრიობის ისტორიული განვითარების გათვალიწინებით (და აზროვნების ევოლუციური განვითარებიდან გამომდინარე), უცილობლად მოითხოვს ღმერთების, სამყაროსა და ადამიანის (შემქმნელის) არსებობას, სამყაროს კოსმოგონიური აგებულების სტრუქტურას – რაც  ადამიანის აზროვნების განვითარების გარკვეული ეტაპის ორიენტირს წარმოადგენს (შესაბამის ყოფიერებაში). ,,იყო და არა იყო რა... (იყო-ს...)”- თუ ამ გადასახედიდანაც შევხედავთ, დავინახავთ, რომ ფრაზა შინაარსობრივად იმდენად ,,თავისთავადი და მყარია”, ,,დასრულებული და (შინაგანად) საკმარისია”,  შეიძლება ითქვას ,,ძლიერია, დახვეწილია, სრულყოფილია”, რომ იგი თავის თავში მოიცავს ,,რაღაც" საკუთარ მსოფხედველობას, ,,სამყაროს აგებულებას”, რაღაც უცნობი ,,რელიგიის”, კოსმოგონიის მთავარ  შინაარსობრივ კვინტესენციას. ამიტომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ ძალზე ზოგადად, მაგრამ მაინც შეგვიძლია ვიმსჯელოთ ქართველური ტომების უძველეს მსოფხედველობაზე, მაგრამ ამ ესსეს მიზანს არ წარმოადგენს ჩვენთვის საინტერესო ფრაზის კოსმოგონიის გამორკვევა და მასზე მსჯელობა, მითუმეტეს მასალის სიმწირის პირობებში, ეს მომავლის საქმეა. ჩვენ მხოლოდ საკვლევი თემის კონტურებს ვხაზავთ.  მაგრამ დასაშვებია ვიფიქროთ, რომ ფრაზა - ,,იყო და არა იყო რა“- წარმოადგენს ქართველური ტომების უძველესი ,,რელიგიის” (ორიენტირის – ე. ფრომი), აზროვნების ნაწილს, მათი კოსმოგონიური შეხედულების სიტყვაში ჩამოყალიბებულ გამოხატულებას.
        რა მივიღეთ მთავარი ამ მსჯელობიდან? ის, რომ ფრაზა ,,იყო და არა იყო რა...” სრულიად დამოუკიდებელია და ის ჩვენთვის დღესდღეობით უცნობ ,,კოსმოგონიურ აზროვნებას”, კულტურულ პლასტს (მის შესაბამის ყოფიერებას) ეკუთვნის. განხორციელებულ ანალიზში, ნათლად ჩანს თუ როგორ ცდილობდა ,,მის შემდგომ გაჩენილი” აზროვნების ლოგიკა (სხვადასხვა ფრაზების დამატებით) ,,უცხო მსოფხედველობის დამორჩილებას”, მასთან შერიგებას, მორიგებას, თავის სამსახურში ჩაყენებას, მის დაძლევას, მაგრამ როგორც ვხედავთ უშედეგოდ. ლოგიკა გვკარნახობს ვივარაუდოთ, რომ (უძველეს ,,ქართულ (კავკასიურ) სინამდვილეში”) ,,იყო და არა იყო რა”-ს წარმომშობი მსოფლხედველობა, დროსა და სივრცეში ძალზე დიდი ხნის განმავლობაში და ძლერად უნდა ყოფილიყო ფესგადგმული. ალბათ რა ყოვლისმომცველი უნდა ყოფილიყო ეს აზროვნება, რომ მისი ტრადიცია დღემდე მოვიდა და თითქმის ,,უცვლელი" სახით, მყარად არის დარჩენილი ქართულ ზღაპარში, მეტყველებასა და აზროვნებაში. ქართველი მშობელი შვილისთვის ზღაპრის მოყოლას დღესაც ამ (ტრადიციული) ფრაზით იწყებს (განსხვავებით ინდოეთისაგან სადაც იგი მხოლოდ ვედურ ჰიმნში ფიგურირებს). ამიტომ ქართულ-კავკასიური მითები, ზეპირსიტყვიერება, კულტურული ყოფიერება ამ მიმართებითაც შესასწავლია (ქართველთა (კავკასიელთა) უძველეს ,,შეხედულებათა” დასადგენად)*(10).
    ჩვენს მიერ შემოთავაზებული ,,ლოგიკური დაშვებულება” შედარებით სრულყოფილი რომ გავხადოთ და კიდევ უფრო სიღრმისეულად შავწვდეთ ჩვენთვის საინტერესო ფრაზის ,,ეტიმოლოგიას”, შევეხოთ კიდევ უფრო ზოგად ასპექტებს და განვიხილოთ თვითონ ,,ჟანრის” სახელი და შინაარსოიბრივი კონვეფცია სადაც ეს ფრაზა იხმარება – ანუ ზღაპარი.
      ლექსიკონი ასე განმარტავს ზღაპარს:
1. ხალხური თხრობითი ნაწარმოები ფანტასტიკური შინაარსისა. გადატანითი მნიშვნელობით: 
    მოგონილი, დაუჯერებელი ამბავი, ფანტაზიის ნაყოფი, ტყუილი. 
    ასევე იქვე, იგივე  შინაარსით  მოიხსენება - ზღაპარ-არაკი და ზღაპარ-თქმულებაც.
2. არაკი – ზღაპრული შინაარსის იგავი,  იგავ-ზღაპარი (მოგონილი, ტყვილი). 
    იგავ-არაკი – იგივეა რაც იგავი:
    I - მოკლე ალეგორიული მოთხრობა, რომელიც ჩვეულებრივი ზნეობრივ-დამრიგებლური დასკვნით მთავრდება.
    II - გადატ: დაფარული აზრი (ზღაპრის, სიტყვის)
    III - გადაკვრით, ნართულად, ქარაგმულად ნათქვამი.
    IV -  ზღაპარ-თქმულება : არარეალური, მოგონილი ამბავი რომელსაც (დღეს) ძირითადად ბვშვებს უყვებიან.
        აქ ერთი შეხედვითაც ჩანს, რომ თვით ჟანრის სახელის ჩამოყალიბებაზეც უმოქმედია (ქართული ზღაპრის დასაწყისის) უძველეს მსოფხედველობას: - ,,ზღაპ-არი” - ,,არ“ (უარყოფის) და ,,არი“ (მტკიცების) სახით; ასევე არაკზეც - (არაკი) ,,არა - კი". ეს სიტყვაც შედგება ერდროულად უარყოფითი და მტკიცებითი ,,ნაწილაკისაგან“ - ,,არაც“ და ,,კიც“; რაც მთლიანობაში იძლევა არაკის განსაზღვრებას. ვფიქრობ, არც ეს არ უნდა იყოს შემთხვევითი. პირიქით, ეს ალბათ დამატებით მეტყველებს, რომ ოდესაღაც  ამ ფრაზის (,,იყო და რა იყო რა“-ს) მსოფხედველობა, ყოვლისმომცველად იყო ფესვგადგმული და მისი კოსმოგონიური კონცეფცია უძელეს დროში უნდა წარმოშობილიყო. ვცადოთ და ვიმსჯელოთ თუ რომელ პერიოდში უნდა გაჩენილიყო (მიახლოებით მაინც) ,,არა-კი”-ს (არაკის), ზღაპრის  ,,სააზროვნო ლოგიკა” და ტრადიციები? როგორც ილია ჭავჭავაძე ამბობს,  ზღაპარი, იგავი, არაკი - ერთსა და იმავე დროს სიბრძნეც არის და სიცრუეც, სიბრძნე სულით, სიცრუე ხორცით ანუ არა - კია, არაც არის და კიც; არარეალურიც არის და რეალურიც. ,,უძველესი ადამიანის რელიგიურ აზროვნებაში” უთუოდ ხდებოდა წინაპართა (მამების, ბაბუების, დედების, ნათესავების და სხვათა ) გამოცდილების, საგმირო საქმეების, უბრალოდ მათი ცხოვრების მოყოლა (გადაცემა) შემდგომი თაობებისთვის. ეს აუცილებელი საქმიანობა პრაქტიკული მოთხოვნილებით იყო განპირობებული, რადგან იმ პერიოდში მხოლოდ ასე იყო შესაძლებელი (და ესეც ხდებოდა) უფროსი თაობების მიერ ცოდნისა და გამოცდილების გადაცემა მომავალი თაობებისათვის. როდესაც დამწერლობა არ არსებობდა, სხვანაერად, ზეპირსიტყვიერების გარდა, შეუძლებელი იყო წინა თაობათა გამოცდილების, კულტურის, ისტორიის, რაიმე ცოდნის, ტრადიციების, ცხოვრების წესის, მომავალი თაობებისთვის გადაცემა (რაც თავისებურად ისახებოდა ადამიანის აზროვნებაში და ზემოქმედებდა აზროვნების ევოლუციაზეც). რა თქმა უნდა, რეალური წინაპრების რეალური ცხოვრება - თავგადასვლები, შთამომავლობით გადაეცემოდა თაობიდან თაობას, რაც დროში გაჭიმულად მიმდინარეობდა. წინაპრის ცხოვრება ყოველთვის მისაბაძი მაგალითი იყო და ჭკუის სასწავლებელიც – სწორედ ის რა ,,პრაქტიკული დატვირთვაც”  გააჩნია დღეს ,,იგავ-არაკსა” და ,,ზღაპარს” (ანდაზას). მაგრამ, დროსა და სივრცეში, თაობიდან თაობებზე დატოვებული გადმოცემები, წინაპართა ,,საგმორო საქმეები" და მათ ცხოვრება სულ უფრო ,,იხვეწებოდა” და დროთა (საუკუნეების, ათასწლეულების) განმავლობაში ფანტასტიკურ, არარეალურ ,,დაუჯერებელ" ელფერს იძენდა. დრომ, სივრცემ და მომავალი თაობების აზროვნებამ, ერთ დროს ფიზიკურად (რეალურად) არსებული წინაპრები და მათი ,,არაჩვეულებრივი და საგმირო საქმეები" მეტაფიზიკურ განზომილებაში გადაიყვანა;  და  წინაპარი ზოგი ,,მამა-ღმერთად“ იქცა, ზოგიც ,,მორიგე ღმერთად“, ზოგმა ,,ღმერთებს“ ცეცხლი მოსტაცა, ზოგი ,,დევებს“ ებრძოდა, ზოგი ,,ქალღმერთებს“ უყვარდა და ა. შ.  (სავარაუდოდ, ძირითადად, სწორედ ამ ასპექტმა ჩამოუყალიბა ,,ჰომო საპიენსს" ე. წ. მითოლოგიური აზროვნება - დ. ც.). აქედან გამომდინარე, ისევე როგორც ,,არაკი” (,,არა-კი") და ,,,იყო და არა იყო რა” შინაარსობრივად (და ფრაზეოლოგიურადაც) სწორედ ამ პერიოდში, უშუალოდ მითოლოგიური აზროვნების ჩამოყალიბების წინაპერიოდში უნდა გაჩენილიყო.  როდესაც ,,რეალური წინაპრები და მათი ცხოვრება” (მომავალ თაობებში) უკვე დაუჯერებელ, არაკულ, ზღაპრულ ამბებად - დევ-გმირებად, ქაჯებად, ფანტასტიკურ არსებებად იყვნენ ქცეულები. ეს ამბები ნამდვილიც იყო და არც იყო - ,,არა-კი", ,,იყო და არა იყო რა" - იყო და არც იყო. ეს აზროვნული შრე, შეხედულება და მისი შესაბამისი ფრაზეოლოგია, ლოგიკით რომელიმე ერთ, კონკრეტულ, ლოკალურ კულტურაში უნდა ჩამოყალიბებულიყო და შემდეგ განვრცობილიყო (ამ კულტურის გამორკვევის მცდელობა წინამდებარე თემის საგანს არ წარმოადგენს). სავარაუდოდ ცივილიზაციური აზროვნების განვითარების ამ ეტაპში ,,პრეისტორიული” პერიოდი უნდა ვიგულისხმიოთ; ანუ როდესაც  ადამიანს ,,უყალიბდება" (უჩნდება) ,,მითიური, მითოლოგიური” ,,,ზღაპრული” აზროვნება (ლოგიკა), რაც წინ უნდა უსწრებდეს თვითონ ამ ფრაზეოლოგიის კოსმოგონიურ შინაარს, მისი კონცეფციისა და ტერმინების აღმოცენებას, თვით ,,მითოსურ და ზღაპრულ  სამყაროს”. შემდეგ კი ლოგიკურია, შესაძლებელიც და გარდაუვალიც, რომ დროსა და სივრცეში ,,იყო და არა იყო რას" (თუ გინდ ,,არაკს") - საყოველთაო ევოლუციის შესაბამისად - მიეღო სრულიად სხვა შინაარსობრივი და კონცეპტუალური დატვირთვები.*(11) რა თქმა უნდა ეს ლოგიკა ვრცელდება შუმერულ და ბერძნულ მითებზე, ინდურ კოსმოგონიურ წარმოდგენებზე, ძველ ეგვიპტურ მითებსა და ზღაპრებზე, ამირანის თუ ოდინის ამბებზე, ტროაზე, არგინავტებსა და სხვა მსგავს გადმოცემებზე. ლოგიკა გვკარნახობს ვივარაუდოთ, რომ ეს უნდა იყოს საერთოდ ,,მამა-ღმერთის” (უფლის) მცნების - იმ სახით როგორადაც მას დღეს ჩვენ აღვიქვავთ - გაჩენის, აღმოცენების ,,წინაპერიოდი". რადგან ,,იყო და არა იყო რას” შინაარსობრივი (კონცეპტუალური) სტრუქტურა, უფრო ძლიერია (ყველანაერად ფარავს და თავის თავში მოიაზრებს) კაცობრიობის ადრეული ისტორიის ,,ყველა მოქმედ ღმერთს”, ,,ნახევრად ღმერთებს" თუ ,,დევ-გმირებს”, უფრო მეტიც, სხვა ყოველგვარ სამყაროს. ფრაზის შინაარსიდან გამომდინარე, ყველაფერი სხვა მეორადია და შესაბამისად ძველი ღმერთებიც ,,მეორადი პერსონაჟები” არიან. აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ მაგ: ამირანის მითი, უნდა ჩამოყალიბებულიყო უშუალოდ ამ ,,წინაპერიოდის” შემდეგ. მოკვდავი ამირანი ( ნახევრად ღმერთი - ღმერთის და ადამიანის ,,ნაჯვარი“, ისევე როგორც მაგ: გილგამეში) და ,,მამა ღმერთი” (უფალი) ,,თითქმის" თანატოლი პერსონაჟები არიან. უამრავი ჩადენილი სასწაულის და საგმირო საქმეების შემდეგ, ამირანი ფიზიკურ ორთაბრძოლაში იწვევს ,,თვით მამა-ღმერთს” და (დროსა და სივრცეში) ფიზიკურად, ადამიანივით მოძრავი, ,,კვერთხიანი მამა ღმერთი” ორთაბრძოლაში ,,ძლივს-ძლიობით”, მაგრამ მაინც ამარცხებს (კვერთხის საშვალებით) ამირანს. მიუხედავად იმისა, რომ ამირანის მითის სტრუქტურაში ..მამა-ღმერთი” კონცეპტუალურად ,,უმაღლეს ავტორიტეტს" (12) წარმოადგენს, იგი გადმოცემის შინაარსობრივ სტრუქტურაში ძალზე უსახო და მეორადი დატვირთვის პერსონაჟია; ანუ ამ მითში, ,,უპირველესი ქმნილების - ღმერთის” (,,მამა - ავტორიტეტის“) უმაღლესი მცნება (თანამედროვე აზროვნული გაგებით) ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პერიოდშია (ისევე როგორც ამავე პერიოდის შუმერული, ეგვიპტური, ბერძნული, სკანდინავიური თუ სხვა უძველესი მითების ,,ღმერთები“). მაგალითად შუმერული ღმერთების პანთეონის, რანგით ერთ-ერთი ყველაზე უმაღლესი მამა-ღმერთი (ავტორიტეტი) - ენლილი, მხოლოდ იმიტომ მოუწყობს ადამიანებს წარღვნას, რომ ისინი მას თავისი ხმაურით აწუხებენ. ამავ დროს იგი ერთსულოვნად ვერ იღებს ,,წარღვნით დასჯის" გადაწყვეტილებას და ღმერთების ,,სხდომაზე" გააქვს საკითხი, სადაც ზოგიერთი ,,მამა-ღმერთი" ამის წინააღმდეგი გამოდის და ა. შ.  ამ მითებში გადმოცემული ,,ღმერთების" შინაარსობრივი სტრუქტურა და მსოფლმხედვეობითი არსი, ჯერ კიდევ ძალზედ შორს არის (როგორც შემდგომი პერიოდების), ასევე (თანამედროვე) ქრისტიანული აზროვნების ,,რეალურად" ყოვლიშემძლე უფალის გაგებასთან. ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ ,,იყო და არა იყო რა”-ს შინაარსობრივი (მსოფლმხედველობითი) სამყარო ,,მამა ღმერთზე” და ,,ამიარანზე” წინმსწრებია და თავის თავში მოიცავს მათი არსებობის ლოგიკას. ხოლო ,,მამა-ღმერთისთვის” და ,,ამირანისთვის” (ისევე როგორც ამ პერიოდის, მსოფლიოს სხვა მითოლოგიური რწმენებისთვის) ,,იყო და არა იყო რა”-ს მსოფხედველობითი სამყარო კონცეპტუალურად სრულიად მიუღებელია. ,,ამ ფრაზის შინაარსის წინაშე" ყველა მითოლოგიური პერსონაჟი ყოველთვის მეორადია და ფრაზის აზრობრივ, სტრუქტურულ და შინაარსობრივ ლოგიკაში ვერანაერად ვერ თავსდება. ამიტომ ჩვენთვის საინტერესო ფრაზის ,,აზრობრივი ლოგიკა” უნდა გაჩენილიყო მაშინ, როდესაც ყალიბდებოდა ადამიანის ,,მითოლოგიური აზროვნების” (პრე-მითოლოგიური პერიოდის) ლოგიკა. ამის გამო არის, რომ ქართული ზღაპრის, (არა-კის) ფრაზა - ,,იყო და არა იყო რა” - შინარსობრივად ასე განყენებულად, ცალკე დგას და უცხოა ზღაპრის შემდგომი ,,ყოველგვარი სამყაროსთვის” (რადგან ამ ფრაზის შინაარსიდან გამომდინარე სხვა ყველაფერი ყოველთვის მეორადია და ხდება მეორადი!), მიუხედავად იმისა, რომ ფრაზა თავისი ფორმით განუყოფელია ზღაპრის სტრუქტურული წყობიდან და ყოველთვის ზღაპრის თავში ითქმიება. ასე რომ ჩვენი მსჯელობის ლოგიკიდან გამომდინარე, ეს ფრაზა უნდა ,,შექმნილიყო" იმ ,,(პრე მითოლოგიურ) Х –პერიოდში”, როდესაც დროისა და სივრცის ფაქტორი, ,,წარსულ რეალობას” (და მასში მოქმედ ადამიანებს), მომავალი თაობების აზროვნებაში უკვე აქცევს (სახავს, აყალიბებს)  ,,ზღაპრად”, ,,მითად”, ,,ღმერთად”, ,,ნახევრღმერთად“ და სხვადასხვა გმირებად. ეს უნდა იყოს ე. წ. ,,ენობრივი აღრევის” ანუ უშუალოდ (მითოლოგიური) ,,ბაბილონის გოდოლის” წინა პერიოდი, როდესაც იწყება ერთი (ან რამოდენიმე) პრეისტორიული ,,ფუძე ენის" დაშლა  და ხდება ,,ქართველური” და ,,ინდოევროპული” ფუძე ენის ცალკ-ცალკე ჩამოყალიბება (იხილე: გამყრელიძე, ივანოვის თეორია). დაწყებულია ინდოევროპული და (,,იბერო-კოლხური”) კავკასიური ცივილიზაციიების ერთმანეთისგან გამოყოფა. ლოგიკით სწორედ ამ პერიოდში უნდა გაჩენილიყო ისეთი მსოფლხედველობა და ,,ფრაზეოლოგიური აზროვნება” როგორიც არის - ,,იყო და არა იყო რა” და მისი შესაბამისი ,,რელიგია-ორიენტირი" (ე. ფრომი). რაც შემდგომ ,,ქართულ ცივილიზაციაში” ,,თავისებური სახით” ჩამოყალიბდა, ხოლო ინდურ ,,ვედებში” (ღმერთების ცხოვრების სურათებში) კოსოგონიური საწყისის სახით განვითარდა. ამიტომ ჩვენი აზრით - ,,იყო და არა იყო რა” ორივე ცივილიზაციურ ფენომენში ,,დამოუკიდებლად უნდა განვითარებულიყო”, მხოლოდ ,,ამ აზროვნებას” ერთი პრეისტორიული (სააზროვნო-ფრაზეოლოგიური) საფუძველი უნდა ჰქონდა. ეს ფრაზა და მისი შესაბამისი მსხოფხედველობა ,,ერთი კულტურულ-ცივილიზაციურ ცენტრში” უნდა იყოს აღმოცენებული. შემდგომ, დროსა და სივრცეში, ,,იყო და არა იყო რა” - ,,არიულ-ვედური” რთული კოსმოგონიური წარმოდგენების დასაწყისში მოთავსდა, ხოლო ,,იბერიულ-კოლხურ” ცივილიზაციაში ზღაპრებისა და იგავ-არაკების საწყის ფრაზად ჩამოყალიბდა და თვით ჟანრის აღმნიშვნელი სიტყვადაც იქცა – არა-კი (არა და კი – არასებული და არსებული, იყო და არც იყო). ვფიქროფ, სწორედ ამ პერიოდში არის სავარაუდები იმ უამრავი პარალელების და ,,დამთხვევების” წარმოშობა რაც არსებობს ქართულ მითოლოგიურ წარმოდგენებსა და ვედურ-ინდოევროპულ მითოლოგიურ გადმოცემებს შორის. მათ (აბსოლუტურ უმრავლესობას) ერთი საფუძველი უნდა გააჩნდეს და არ უნდა იყოს ერთმანეთისგან ნასესხები ან შემდგომ პერიოდებში შემოსული (მითუმეტეს ,,კავკასიურ-ქართველურ ცივილიზაციურ კულტურაში”). ეს ეხება როგორც სიუჟეტურ ე. წ. ,,დამთხვევებს” ასევე გმირების სახელების, სიუჟეტებისა და სიტყვების მსგავსებას”. (იხილე დამატება: № 1 № 2 და № 3)
      ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვფიქრობთ, რომ (,,იყო და არა იყო რა”-ს მსოფხედველობით აზროვნებაში) საქმე გვაქვს უძველეს ,,წარმოდგენასთან” (რელიგიასთან), რომელიც გავრცელებული იყო გარკვეულ ტერიტორიულ არეალზე; სადაც ერთმანეთთან ,,შეხება" უნდა ჰქონოდათ ქართველურ (კავკასიურ) ტომებს და არიათა წინაპრებს?! (13) ჩვენი აზრით, ,,იყო და არა იყო რა-ს...”  სემანტიკური, ფრაზეოლოგიური და შინაარსობრივი იდენტურობა მიუთითებს, რომ ეს ,,უცნობი მსოფხედველობა” ყალიბდებოდა გარკვეულ კულტურულ არეალში, რომელიც შემდგომ დაიშალა და ადამიანთა მასების დროსა და სივრცეში გაფანტვის შემდგომ, იმ პერიოდის ყოფიერებისთვის შესაბამისი (სააზროვნო ლოგიკის) სახით ჩამოყალიბდა სხვადასხვა კულტურებში. ეს ფრაზა ჩვენთან ზღაპრის დასაწყისში მოთავსდა, ინდოეთში კი ,,რიგვენდას” კოსმოგონიურ ჰიმნში. ამიტომ ,,იყო და არა იყო რას” ,,აზროვნების, მსოფხედველობის წარმოშობის დრო”, იმ პერიოდში უნდა  ვეძიოთ როდესაც დაყოფას იწყებს (ადამიანთა მასის გარკვეული ნაწილის) ერთიანი მსოფხედველობითი, აზრობრივი და ენობრივი სტრუქტურა* (14) .

ჭირი იქა, ლხინი აქა,
ქატო იქა, ფქვილი იქა... (08)

      P.S.
ესსეს მიზანია შემოთავაზებული თემით დააინტერესოს საზოგადოება და გამოიტანოს იგი ფართო სამსჯავროზე. წამოაყენოს ჰიპოტეზა,მოახდინოს თემის კონცეპტუალური ანალიზი და შესაძლებლობს ფარგლებში წარმოაჩინოს საკვლევი თემის კონტურები.
                                                                                        *              *                *
(01) რიგვენდა- ლექსთა ვედა, ჰიმნების კრებული (სიმბიტა) უძველესი და უმნიშვნელოვანესი, ვედების ოთხ კრებულს შორის (რიგი-, იაჯურ-, სამა-, ათარვა-). შეიცავს 1028 ჰიმნს (სუქტა), დაყოფილია ათ ციკლად, რომლის კოდიფიკაციის ზუსტი თარიღი დადგენილი არ არის. მისი რედაქცია გრძელდებოდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში (ძვ. წ XV-  ს-იდან X  ს-მდე).როგორც ვარაუდობენ, ყველაზე ძველი ჰიმნები უნდა შექმნილიყი ძვ.წ-ის 2000 წელს. ჰიმნები იქმნებოდა სხვადასხვა დიალექტზე და გადმოიცემოდა  ზეპირმეტყველებით. მხოლოდ მოგვიანებით დაიწყეს მისი ჩაწერა დევანგარის (ზუსტად: ,,ღმერთების ქალაქის დამწერლობა") დამწერლობით. რიგვენდას რელიგიური ჰიმნების უმრავლესობა უნდა შექმნათ არიულმ ტომებს, ინდოეთში მათი გადმოსახლების  პერიოდში, ვედური სანსკრიტის სახელწოდებით ცნობილ დიალექტზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ არიელებს ძველი ადგილობრივი რელიგია მთლიანად არ განუდევნიათ. ინდური ტრადიციით, რიგვედას ჰიმნების შეთხზვა მიეწერება ქურუმთა ცალკეულ  საგვარეულოებს,რომლებიც სათავეს იღებენ შვიდი მითიური ბრძენი პოეტისაგან (რიში). ჰიმნები წაროადგენენ ლოცვებსა და ქება-დიდებას;ისინი  ეძღვნებათ ვედური პანთეონის ღმერთებს, რომლებიც მეტწილად ციურ მნათობებსა და ბუნების ძალებს  განასახიერებენ. რიტუალურის გარდა, რიგვედაში არის კოსმოგონიური სახის ჰიმნები, რაც ინდოეთში ფილოსოფიური აზროვნების განვითარების დასაწყისზე მიუთითებს. ტრადიცია ამ ჰიმნებს (ვედებს - ზუსტად: ცოდნა) მოიხსენიებს როგორც ბრახმმას (ყოველგვარი სამყაროს საწყისის) ზეშთაგონებას (გაცხადებას). (იხილე: ,,საყოველთაო ისტორია. მსოფლიოს რელიგიები.” - ენციკლობედია.

* (02) არიები (Aryans)– (ზუსტ. სანსკრ.: კეთილშობილები) არიები თავიანთ თავს უწოდებდნენ კეთილშობილებს. უნდა ითქვას რომ ტერმინი – არიები – ძალზე ზოგადია (შეიძლება ითქვას არამეცნიერულია) და ხშირ შემთხვევაში იხმარება სხვადასხვა ეთნიკურ-ეთნოგრაფიული დატვირთვით. ჩვენ შემთხვევაში ამ ტერმინში საყოველთაოდ მიღებული შინაარსი იგულისხმება: არიები, არიელები  – ინდოეთის სუბკონტინენტის უძველესი მოსახლეები. ეკუთვნოდნენ ინდოევროპულ ენობრივ ერთობას. არიათა რასობრივი წარმომავლობა დაუდგენელია. ინდოეთში მოვიდნენ სპარსეთიდან და ძვ. წ-ის 2000-1200 წლებში თანდათანობით დაიმორჩილეს ადგილობრივი ხალხები დრავიდები და მუნდები.
იხ: არიები – ,,ოქსფორდის ილუსტრირებული ენციკლობედია.” 1999 .,,вес мир”)
* საინტერესოა რომ (სიტყვა) არიები (არი, არიან, არის) ქართველურ კლუტურულ ცნობიერებაში უძველესი დროიდან არსებობს. უძველეს ისტორიულ მატიანეებში ეს სიტყვა (მაგ: ,,არიან ქართლი”) ქართველური ტომების აღმნიშვნელად და მათ საწყის ყოფიერებაზე საუბრისას იხმარებოდა.

(03)  ჰიმნი: გვ. 42-43.  მანდალა X მიჩნეულია ,,რიგვედას” ყველაზე ადრეულ ნაწილად და წარმოადგენს თავისებურ გადასვლას ადრეული ჰიმნების კონკრეტიკიდან უპანიშადის მეტაპიზიკაში. – ინდური მითოლოგია. ენციკლობედია.

(04) სანსკრიტი (სანსკ: სამსკრტა-სრულქმნილი) – ძველი ინდური ენა; განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდოარიულ შტოს. ვარაუდობენ რომ წარმოიშვა ძვ. წ-ის I ათასწლეულში. ცოცხალი სალაპარაკო ენების – პრაკრიტებისაგან განსხვავებით იგი სწავლულთა  ენა იყო. მასზე შეიქმნა უმდიდრესი ფილოსოფიური და რელიგიური ლიტერატურა, ეპიკური პოემები და კლასიკური დრამები. ,,რიგვენდა”, ისევე როგორც სხვა ვედები ჩაწერილია ვედურ სანსკრიტზე ე.წ ,,მამების ენაზე” (რომელიც განსხვავდება ,,თანამედროვე”  სტილიზებული სანსკრიტისგან. 

(05) დევანგარი (სიტყვასიტყვით:,,ღმერთების ქალაქის დამწერლობა”)-სანსკრიტის დამწერლობა, რომელიც შედგება 47 ფონემისაგან (14 ხმოვანი და 33 თანხმოვანი). აღმოცენდა ძველინდური ბრახმას დამწერლობიდან. ჩამოყალიბდა VIII -IIX სკ-ში. (დაწვრილებით იხ: ენციკლობედია) 

* (06)  ამ მიმართებით შესასწავლია ჩრდილოეთ კავასიური ზღაპრები. ასევე საინტერესოა თუ არის ასეთი სახის ტრადიციული ფრაზა-წინადადება სხვა ერების ეთნოგრაფიულ ყოფიერებაში?
* აქვე უნდა დავამატოთ, რომ ,,იყო და არა იყო“ (ან შინაარსობრივად მისი მსგავსი ფრაზა) სრულიად შესაძლებელია, რომ არსებობდეს სხვა კულტურებშიც (ინდოევროპელებთან ან ,,შედარებით ახალგაზრდა“ ცივილიზაციური კულტურის ხალხებში). მაგალითად (სავარაუდოთ კავკასიიდან ან ძველ ინდოევროპელთაგან) რუსულში (სლავურში) შესული ,,было не было". მაგრამ ასეთი ,,დამთხვევის“ არსებობა ვერანაერად ვერ ცვლის ჩვენს მსჯელობას და მიღებულ შედეგებს; რადგან აქ საუბარია ორ რადიკალურად განსხვავებულ უძველეს ცივილიზაციურ კულტურაზე, იბერო-კავკასიურ ცივილიზაციაზე, მის  ენასა და კულტურაზე და ინდო-ევროპელებზე. კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ ჩვენ შემთხვევაში  საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც ასეთი კულტურული სხვაობები არ არსებობდა და მხოლოდ დროსა და სივრცეში  ხდებოდა ,,მიძრაობები, კონტაქტები“, შემდეგ კი - როგორც განსხვავებული, ასევე ერთმანეთის მსგავსი, მონათესავე  თუ იზოლირებული კულტურების ჩამოყალიბება. მითუმეტეს, რომ დღეს ასე თუ ისე მეცნიერები ზოგადად მაინც ფლობენ იმის ცოდნას თუ რომელმა კულტურამ  რომელი ცივილიზაცია წარმოშვა -განავითარა. შესაბამისად დადგენილია ამ კულტურის მატარებელი ხალხებიც და მათი ,,ნათესაური“ მიმართებებიც. ჩვენ შემთხვევაში კი საუბარია ანთროპოლოგიურად,  გენეტიკურად,  კულტურული და ენობრივი ასპექტით სრულებით  განსხვავებულ უძველეს კულტურასა და ცივილიზაციებზე. იმისაც ავღნიშნავთ, რომ ჩვენ  ვერ მივაკვლიეთ ისეთი სახის კიდევ ერთ ,,დამთხვევას„ რომელიც რაიმენაირად  ,,გაართულებდა“ ჩვენ მსჯელობას და მოითხოვდა დამატებით ,,ხედვებსა და  დაშვებულებებს“.

* (07) ,,არ გაგონილში" იგულისხმება ,,ხმა”, რუსულად ასე ითარგმნება:
,,Неслышимый“ - ,,გაუგონარი”, ,,არ გაგებული”.
,,Невидимый“ - ,,არნახული”, ,,არ დანახული”  (უჩინარი).
,,Нераждени“ -,,არ დაბადებული”, ,,არ გაჩენილი”
,,Немислими “ - ,,წარმოუდგენელი” ,,უაზრო”.
,,Непроявенный “ - ,,არ გამოხატული”, ,,არ გამოაშკარავებული”, ,,არ გამომზეურებული”.
,,Не ето, Не ето, Не ето“ და  ა.შ - ,,ეს არა, ეს არა, ეს არა” ... – ქართული ზღაპრის ,,იყო და არა იყო რა”-ს ურაყოფითი ნაწილაკის (,,არ"-ის)კიდევ ერთი საინტერესო თანხვედრა.
                                                                                                (გამოსარკვევია ქართულშუ აქტიური,,არ” ნაწილაკის  ფენომენი)

(08) ესსეში მოყვანილი ლოგიკიდან გამომდინარე, ასევე სავარაუდოა, რომ , ქართული ზღაპრის დასასრულის,(სემანტიკის  და სტრუქტურისთვალსაზრისით)ასევე უცვლელი (ფრაზა) ლექსი ,,ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა”, მისი კონცეპტუალური მსოფლმხედველობიდან  გამომდინარე, ასევე ,,ქრისტიანობამდელ” პერიოდში უნდა იყოს წარმომდგარი. რადგან ქრისტიანული რწმენა ქადაგებს რომ - გიყვარდეს მტერი შენი როგორც თავი შენი. ამიტომ ფრაზეოლოგიურად ,,ჭირი იქა”-ს ასე მყარად დამკვიდრება ,,ქრისტიანულ აზროვნებაში” ვერ მოხდებოდა. მაგალითად ხალხური ,,ლექსი ვეფხისა და მოყმისა" უთუოდ ქრისტიანული აზროვნების ნაყოფია, ან მაგალითად ხალხური ,,წუთისოფელი" სადაც ლექსად არის ნათქვამი, რომ ყველა ადამიანები ერთმანეთის ძმებია და რომ ,,თათარიც ჩვენი ძმა არის". ამ მხრივ ძალზედ საინტერესოა ქართული ხალხური ზღაპრის და ლექსების უძველესი აზრობრივი პლასტების შესწავლა. 

(09) ამ მიმართებით გამოსაკვლევია ქართულ-კავკასიური ტრადიციები და კულტურები (ზეპირსიტყვიერება, ადათ-წესები, ფრაზეოლოგია და სხვა)

*(10) მსჯელობისას როდესაც ვხმარობთ ,,ქართულს” და ფრჩხილებში უთითებთ ,,კავკასიურს” – ამაში ვგულისხმობთ, ათროპოლოგიურად და გეტნიკურად ერთიან, უძველეს იბერიულ-კავკასიურ კულტურულ არეალს. სადაც ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები იბერო-კავკასიური წარმომავლობის (გენეტიკურად ქართველურის მონათესავე)ხალხები (ვაინახები, ინგუშები, ჩერქეზები, დაგესტნელები და სხვები) ცხოვრობენ და რომელთა ,,ერთმანეთთან” გაუცხოების ძირითად მიზეზს ამ რეგიონის სოციალურ-პოლიტიკური განვითარება განაპირობებდა (ლიტერატურულად ,,ბედუკუღმართობა”). ეს ხალხები ქართველურ ტომების მონათესავე ხალხია და ყველანი ერთად(ისევე როგორც მაგ: მეგრელი, სვანი, იმერელი, ქისტი, თუში და სხვები) ქმნიდნენ იბერიულ-კავკასიურ* სოციო-კულტურულ არეალს.  ამიტომ ამ ხალხების უძველესი ისტორია ერთმანეთთან მჭიდროდ არის კადანასკვული, მათ მსგავსი ტრადიციები, მითოლოგიები და მსოფხედველობითი წარმოდგენები გააჩნდათ. (მაგ: ,,ამირანის” მითი რომელიც (სხვადასხვა სახელით) თითქმის ყველა ჩრდილოეთ კავკასიელთა მითოლოგიაში ფიგურირებს და სხვა ამდაგვარი)
* ავტორის შენიშვნა: ზოგადად ,,კავკკასიური ცივილიზაციური” კულტურა შესაძლებელია დროისა და სივრცის მიხედვით დაიყოს უფრო მცირე კულტურულ გნსაზღვრებებად მაგ: ,,იბერიულ კავკასიური”,,,კოლხურ-იბერიული”,,,ჩრდილოეთ კავკასიური”,,,სამხრეთ კავკასიური”, ..კოლხური”,,,იბერიული” და სხვა ამდაგვარი სახის  კულტურებად – სადაც ყველას თავისი შინაარსობრივი შესატყვისი უნდა გააჩნდეს. ავტორის თვალსაზრისით ასეთი სახის დაყოფა არ არის ნათლად ჩამოყალიბებული ქართულ მეცნიერებაში. ხშირ შემთხვევაში,  ისინი ძალზე ,,პირობითა” და ,,ინდივიდუალურად", ავტორის შეხედულებისამებრ მინიჭებულ შინაარსობრივ დატვირთვას ატარებს. ამიტომ ეს ტერმინები უფრო ნათლად უნდა განისაზღვრონ და ,,ზუსტად” ჩამოყალიბდენ.   

*(11) საბედნიეროდ ქართული სიტყვების ,,გრამატიკულ-ეტიმოლოგიური ბუნება" სიტყვების ასეთი სახის ანალიზის საშუალებას იძლევა. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს:
1.  სიტყვა: ,,ისარი" (არსებითი სახელი). სატყორცნი საგანი (რომელიც თავისი ფორმით წააგაბს ისარს-მაჩვენებელ სიმბოლოს)
    სიტყვის ანალიზი: (შესაძლო თავდაპირველი კონცეფცია)
    ,,ის-არი" (,,ის") - ჩვენება, მიმართულება, მაჩვენებელი; არი-ს (მტკიცება)" - მიმართულების მაჩვენებელი.
2.  სიტყვა: ,,ჯოჯოხეთი" - რელიგიური გაგებით ადგილი რომელშიც ხვდება ,,უფლის  დამგმობი" ან  ბოროტის ჩამდენი ადამიანი (წარმართული რწმენით)
    ან მისი სული (ქრისტიანული რწმენით). 
    სიტყვის ანალიზი: ( სიტყვის უძველესი, სავარაუდო კონცეფცია)
    ,,ჯო-ჯო -ხე-თი".  ჯოჯო - ძველ ქართულში დაბალი, ცუდი, გამხმარი. ,,ხე-თი" - ხე.  ჯოჯო ხეების - იგივე დაბალი,  გამხმარი, უნაყოფო ხეების ალაგი (ადგილი).
    (,,სამოთხის" საპირისპირო მცნება).
3. სიტყვა: ,,სამოთხე" - რელიგიური გაგებით ადგილი რომელშიც ხვდება ,,უფლის  მოყვასი" ადამიანი,  ალაგი მართმორწმუნე ადამიანის სულისთვის.
    ადამის და ევას  თავდაპირველი  საცხოვრისი.
      სიტყვის ანალიზი: (შესაძლო თავდაპირველი ეტიმოლოგია)
    ,,სამ-ოთხ-ხე" - სამი, ოთხი ხე ანუ ალაგი სამი-ოთხი ნაყოფიანი ხით; ბაღი (ჯოჯო-ხეთის საპირისპირო მცნება)
4.  სიტყვა: ,,ქვეყანა" - ,,თანამედროვე" გაგებით სიტყვაში (რომლის შინაარსობრივი ეტიმოლოგია 
    იცვლებოდა ისტორიული განვითარების მიხედვით) იგულისხმება  ,,ქვეყნიერება",,,სამყარო",,,სამეფო"
    სიტყვის ანალიზი: (შესაძლო თავდაპირველი ეტიმოლოგია)
    ქვე და ყანა - ქვემო ყანა ( ქვედა ალაგი, ქვემო სოფელი - რაც მიღებული იყო ძველ ქართულ ტოპონომიკაში).
* ასეთი სახის ანალიზით შესაძლებელია არა მარტო სიტყების თავდაპირველი (შესაძლო) ეტიმოლოგიის დადგენა, არამედ იმ (მიახლოებითი) პერიოდისაც როდესაც ისინი იქმნებოდნენ. 

(12) ,,ავტორიტეტში“ აქ  უმთავრესად იგულისხმება ფსიქოანალიტიკური გაგების ტერმინი - რასაც თვით უძველესი სიტყვაც გვკარნახობს:  მამა, მამაღმერთი - მშობელი. იხ: ფსიქოანალიზის ტერმინი (ფრომი, იუნგი, ფროიდი).

(13) დამატებითი ანალიზისთვის - საინტერესოა მსგავსება ამირანის მითის ზოგიერთ სიუჟეტსა და ინდურ-არიულ მითებს შორის. მაგ: შეადარე სიუჟეტები: - გველეშაპის მიერ ამირანის გადაყლაპვა და  გმირის უვნებლად თავის დაღწევაურჩხულისმუცლიდან და მისი მსგავსი,,მახაბხარატას” სიუჟეტი- სადაც გველეშაპი ყლაპავს ახალგაზრდა კრიშნას, რომელიც ასევე უვნებლად ამოდის გველეშაპის მუცლიდან. ასევე საინტერესოა და გამოსარკვევია თუ ძველად რატომ ეწოდებოდა ,,გინდუკუშუს უღელტეხილს ინდური კავკასიონი”. - იხ: დიდი ენციკლობედია. 1902. ვენა. (მეფის რუსეთის იმპერიული გამოცემა)

(14)* ამ მიმართებით საყურადღებოა ელ. ბლავატსკაიას (ინდუისტი, თეოსოფოსი, ფილოსოფოსი) შეხედულება (ჩვენთვის საინტერესო პერიოდის შესახებ): ,,... ეს ხდებოდა მაშინ – როდესაც დედამიწაზე მხოლოდ ერთი ,,ბაგე” არსებობდა, ერთი რელიგია –  სიბრძნისა და ჭეშმარიტების რელიგია, ერთი მეცნიერება და ეს ღმერთების სიტყვა იყო. ეს ხდებოდა მანმადე სანამ დედამიწის ულამაზეს სივრცეებს, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ხალხები გააჩანაგებდნენ, და წინასწარგანზრახული ტყვილის სარეველა მოედებოდა  ყოველივეს; ნარცისიზმის, შეუბრალებლობისა და განდიდების შეგრძნებებით შობილმა ხალხთა რწმენებმა ათას ნატეხად დაამსხვრია ერთი წმინდა ჭეშმარიტება.”
* საინტერესოა ე. შურიეს მიერ ნახსენები ,,თეთრი რასის” (არიათა ან არიების) გადაადგილების მარშრუტი. მოგვყავს ციტატა: ,,.. როდესაც რამა (ინდუისტური ღვთაება) არიებს (თეთრ რასას) აზიის ცენტრისკენ წარუძღვა იგი კავკასიაში შეჩერდა. აქ, კავკასიონის ქედის კალთებზე, რამამ თავის გამარჯვებების აღსანიშნავად გიგანტური ვერძის (ცხვარის) თავი გამოაქანდაკებინა...” – იხ: ,,დიადი ხელდასმულები”. ე. შურიე. (გამოსაკვლევია ამ ჰიპოტეზის წარმოშობის რაობა და საფუძვლები. ) ე. შურიეს მიხედვით არიათა სიმბოლოს წარმოადგენდა ცხვარი. ამ მიმართებით საინტერესო თანხვედრას აჩენს თვით სიტყვა ცხვარი – ცხვ-არი; არი-ები - (შეადარე - არიან-ქართლი)
* აგრეთვე საყურადღებოა სხვა მრავალი სახის,,უცნაური” და აუხსნელი მსგავსებები ქართულსა და ინდურ-ვედურ-არიულ ,,კულტურულ ყოფიერებას” შორის. მაგალითისათვის რიგვენდას ჰიმნების შეთხზვა (ჩაწერა) მიეწერება ქურუმთა ცალკეულ საგვარეულოებს, რომლებიც სათავეს იღებენ შვიდი მითიური ბრძენი პოეტისაგან (რიში). ციფრი შვიდი ასევე გარკვეული დატვირთვის მატარებელია უძველეს ქართულ კულტურაში: საქართველო იყოფოდა შვიდ სამეფოდ; ,,მეშვიდე ცაზე” – ტრადიციული გამოთქმის ნაწილი; პანა-შვიდი; შვიდი რიცხვი რუსთაველთან (იხ:,,რიცხვთა მეტყველება ,,ვეფხისტყაოსანში” ვ. კოპალეიშვილი). ბერძნულ მითოლოგიაში კავკასია მოიხსენიებოდა როგორც ,,შვიდი ვარსკლავის მხარე" (იხ: ,,თეოგონია") და ა.შ  იხ. დამატება: ( სია №1).
                                                         
          * * *
    გამოყენებული ლიტერატურა:

  ინდუიზმი –,,სერია-მსოფლიოს რელიგიები” ა. გრიცანოვი. თ. რუმიანცევა. ,,წიგნის სახლი” 2006
,,ძველი ინდოეთის მითები” ვ. ერმან, ე. ტემკინი. Mმოსკოვი. ,,მეცნიერება” 1975
  ინდური მითოლოგია – ენციკლობედია. ეკსმო. 2006
  მსოფლიოს რელიგიების საყოველთაო ისტორია  - ენციკლობედია. Mმოსკოვი. Eეკსმო. 2007
  მიხეილ ჩიქოვანი - ,,ქართული ეპოსი” I წიგნი. 1959 თბილისი
  ე. შურიე – ,, დიდებული ხელდასმულები”
  ზ. კიკნაძე – ,,შუამდინარული მითოლოგია”
  ხალხური სიტყვიერება (ტემები) – პეტრე უმიკაშვილი. 
  ,,ოქსფორდის ილუსტრირებული ენციკლობედია.” 1999.,,вес мир


                                      დავით ცინცაძე. © 2008


  დამატებით იხილე:
             
წინამდებარე ესეს ერთვის სამი საინფორმაციო დამატება:

ბორის გრეინშპოლის ქრონოლოგიური სახის საინტერესო ნარკვევი. (იხილე დამატება-2) (თარგმნა: დავით ცინცაძემ)
ინფორმაციისთვის იხილე აგრეთვე; დამატება № 3  (ჩანს, რომ არიები მაინც და მაინც ,,რუსეთიდან” არ უნდა იყვნენ?!) (თარგმნა: დავით ცინცაძემ)
დამატება № 1 წარმოადგენს ესეს ავტორის, დავით ცინცაძის მიერ შედგენილი სპეციალური ცხრილი.


                                                                                                                                          დამატება № 2


ბორის გრეინშპოლის ქრონოლოგიური სახის ნარკვევი მოგვყავს უცხოელი ავტორის ჰიპოტეზის გასაცნობად.
მთარგმნელი პასუხისმგებლობას არ იიღებს ნაშრომში მოყვანილი ფაქტობრივი მასალის სიზუსტეზე.
(როგორც ჩანს უცხოელი ავტორი თავად ცუდად ფლობს რუსული ენის გრამატიკას, ამიტომ წინასწარ გიხდით ბოდიშს დაბალი ხარისხის თარგმანისათვის)


                                                                                                          არიელები და იბერიელები

                                                                                                          ავტორი: ბორის გრეინშპოლი

          ძვ.წ-ის მესამე ათასწლეულის შუახანს - როდესაც დასავლეთ ევროპაში მცხოვრები ხალხები გრანდიოზულ მეგალითებს აშენებენ, ძველი ეგვიპტელები კი უფრო გრანდიოზულ პირამიდებს, ამ დროს აღმოსავლეთ ევროპაში ხდება ცვლილებები, რომელიც ძირეულად  ცვლის ძალათა თანაფარდობას პლანეტაზე. ტყუილა არ უკავშირდება ეს პერიოდი მსოფლიო წარღვნას (ბიბლიის ქრონოლოგიის მიხედვით ძვ. წღ-ით 2348). ჯერ კიდევ მეოთხე და მესამე ათასწლეულების ზღვარზე, ძველი სამყაროს რუქაზე ჩნდება ,,მესამე ძალა” - ტომები, რომლებიც ნოსტრატული (სიტყვასიტყვით-ჩვენი) მაკროოჯახის ენებზე ლაპარაკობდნენ. დღეს მასზე თითქმის მთელი მსოფლიო ლაპარაკობს. მანმადე კი ,,ოიკუმენის” (ევროპა და ახლო აღმოსავლეთი) საზღვრებში ფიგურირებს ორი მაკროოჯახის ენა –  სემიტური ( ანუ აფრაზიული, დღეს ეს არის – არაბული, ივრითი, ეფიოპიისა და  სახარას მომთაბარეთა ენები; ძველათ იყო – ძველი ეგვიპტელებისა და ბაბილონის ხალხთა ენები, ასირიული, ფინიკიური, არამეული, ევროპის მეგალითების მშენებელთა ენები) და სინო-კავკასიური (დღეს მას წარმოადგენს - თითქმის მთელი ჩრდილოეთ კავკასიელთა ენები, ბასკური, ჩინური, ბირმული, ტიბეტური და სხვ.; ძველათ – გერმანიის ხალხთა ენები (ორმოსებრი თასების კულტურა და სხვები), ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთის ტრიპოლის კულტურა, მსოფლიოში პირველი ქალაქების მშენებელთა ენა -  პალესტინაში იერიხონი და დღევანდელ თურქეთში ჩატალ-გიუუკი; შუმერების და კრეტას საზღვაო იმპერიის შემქნელთა ენა. ნოსტრატული ხალხები გამოჩნდნენ (საიდანღაც) შუა აზიის სღრმიდან. მათ ,,მახსოვრობას” შემორჩა გადმოცემები თოვლიან მწვერვალებზე, საიდანაც თითქოსდა ისინი ჩამოვიდნენ (ბელოვოდიე-ალთაის რაიონში, შამბალა - ტიბეტში და სხვ.). სამივე მაკროოჯახის ენობრივი მსგავსების ანალიზი, მიანიშნებს მათ საერთო წარმომავლობას. სადღაც ძვ. წ-ის 13000 წინ, გამყინვარების პერიოდში, მათი საერთო წინაპრები არარატის მთიანეთიდან ,,დაეშვნენ” და სხვადასხვა მიმართულებით დაიძრნენ. მაგრამ დიდი ბოტანიკოსი ვავილოვი მიუთითებდა ყველა მიწათმოქმედი ხალხის კულტურათა ერთი, ეთიოპური ცენტრიდან წარმოშობაზე, საიდანაც მიახლოებით ძვ. წ-ის 18 000 წინ, გამოჩდნენ ამ ხალხთა წინაპრებიც და ასევე: აფრიკელ მიწათმოქმედთა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ცივილიზებულ ხალხთა (ინდონეზიელების, ტაილანდელების და სხვების) წინაპრები.მსოფლიოს ყველა მიწათმოქმედ ხალხთა ენაში, კულტივირებულ მცენარეთა სახელებში, ფიგურირებს საერთო ძირები. რაც მიუთითებს მიწათმოქმედთა ერთი, საერთო წინარე ენის არსებობაზე. ამავე პერიოდში მონადირე ტომები კარგავენ თავიანთ ენებს და (თითქმის იმავ დროს როცა კი აღმოცენდნენ) მათ ენაცვლებათ ახლები. შედეგად ორ მეზობელი ტომი ერთმანეთს ვერ უგებს (მაგალითად როგორც დღეს პაპუასებთან, ავსტრალიის აბორიგენებთან ხდება). ნოსტრატული მაკრო-ოჯახი თითქმის მაშინვე დაიშალა სხვადასხვა ოჯახებად, რომელთა უმრავლესობა დღემდე შესანიშნავად შენარჩუნდა. მათ შორის ყველაზე ძველები არიან დრავიდული, ინდის, სამხრეთ თურქმენეთის (ანაუს კულტურა) და სამხრეთ ირანის (ელამის სამეფოს) კულტურები, რომლებმაც სახელმწიფოებრივი ცივილიზაციები შექმნეს. შესაძლებელია, რომ ისინი იყვნენ ეგვიპტის, სირიის (ებლას ცივილიზაციის) და შუამდინარეთის (აქ შუმერებისა და სემიტების მოსვლამდე) დაბურ-სამოსახლო ცივილიზაციის შემქმნელებიც. დღეს დრავიდები სახლობენ ინდოეთის მხოლოდ სამხრეთ ნაწილში. ძველად კი ისინი, მაკროოჯახის სხვა ტომთაგან მოშინაურებული ცხოველების (უპირატესად მსხვილფეხას) დიდი რაოდენობის ყოლით გამოირჩეოდნენ. ნოსტრატული ენის მატარებელი სხვა ტომები ჩრდილოეთით წავიდნენ და განვითარებული ცივილიზაციები არ შეუქმნიათ. მაგრამ მეცხოველეობისადმი მიდრეკილება მათაც ახასიათებდათ. ისინი გავიდნენ უდიდეს ტრამალებზე და საბოლოოდ გადავიდნენ მომთაბარე მეცხოველეობაზე. უკვე ძვ. წ-ის მეხუთე ათასწლეულში ისინი მოფენილები იყვნენ უკიდეგანო ველებს. ასე მოხდა საქმიანობის დიდი განაწილება – მეცხოველეობა გამოეყო მიწათმოქმედებას. ამავე დროს იგივე ხდება, დიდ მდინარეთაგან მოცილებულ, სემიტურ ხალხებშიც. ბიბლიაში ეს დროც ასახულია – დაახლოებით ძვ. წ. 3900-ს, მიწათმოქმედი კაენისა და მეცხვარე აველის ქიშპი მკვლელობით სრულდება. აღსანიშნავია, რომ სემიტები აშინაურებდნენ წვრილფეხა რქოსან საქონელს, მომთაბარეები კი მსხვილფეხას. რაც შეეხება ალთაური ოჯახის ხალხებს (დღეს – ყაზახები, თურქები, იაკუტები, მონღოლები, კორეელები, იაპონელები და ბევრი სხვა), ისინი სამხრეთ ციმბირის სტეპებზე დასახლდნენ.
        უნდა აღინიშნოს, რომ ამ მოძრაობების ავანგარდში იყვნენ ქართველები (ქართველური ტომები - დ.ც), რომლებმაც დედამიწაზე პირველებმა მოიშინაურეს ცხენი. როგორც ჩანს მათ ავსტრიამდე მიაღწიეს და ძვ. წ-ის 2800 შექმნეს ბადენის კულტურა. სრულიად  დასაშვებია, რომ ტროელები იყვნენ ქართველები (ქართველური ტომები - დ.ც). მაგრამ დღეს მათგან შემორჩა მხოლოდ ერთ ხალხი - ,,რუს: გრუზინები” (დღევანდელი: ქართველები). მათ ხარ-კამეჩ შებმული ნელი ურმებით ინდოევროპელები (იგივე არიები) მოყვებოდნენ, თითქმის ყველა დღევანდელი ევროპელი ხალხის წინაპრები, ასევე სომხების, ირანელების, ინდუსების და სხვათა წინაპრები. ძვ. წ. 2500 მათი მოძალება მატულობს – ურმებს ცვლის ცხენშებმული ეტლები. მათგან ჩრდილოეთით, ტყისპირა ზონებში მოძრაობენ ურალის ოჯახის ტომები, ძირითადად მეთევზეობით დაკავებულები – დღევანდელი ფინელების, ესტონელების, უნგრელების, ლაპლანდიელების, ხანტების, მანსების და სხვათა წინაპრები. ინდოევროპელებმა გაიარეს დიდი ტრამალები უკიდურეს დასავლეთამდე, მაგრამ არ შეჩერებულან. ერთმა ნაკადმა შეაღწია ბულგარეთში, მეორემ კი ძვ.წ-ის 1800 დაიპყრო მთელი ცენტრალური ევროპა – პოლონეთი, გერმანია, ჰოლანდია, დანია, სამხრეთ შვეცია. ბუნებრივია, რომ ევროპაში მომთაბარეობა ,,არახელსაყრელი” იყო, ამიტომ ინდოევროპელები ქმნიან ადგილობრივ კულტურებს: ზონარისებურს და ცულებისას.  მათი გაპრიალებული (გაგლუვებული, დახვეწილი) ცულები არა მხოლოდ ადგილობრივ მოსახლეობას სპობს, არამედ მათით იძირკვება ეკალ-ბარდები და ხეები. ევროპაში სახნავ-სათესი ხნულების გარდა, რქოსანი პირუტყვისთვის უზარმაზარი საძოვარები ჩდება. ამავე დროს მათი კულტურა ბევრ რამეს ითვისებს მათ მიერვე განდევნილი ხალხის კულტურებიდან. ზოგან ხდება მომხვდურებისა და ორმოსებრი კულტურის წარმომადგენელი მოსახლეობის შერწყმა. შესაძლებელია ასე წარმოიშვა სფეროსებრი ამფორათა კულტურა, საიდანაც გამოვიდნენ ძველი და ახალი ბერძნები. გერმანიის მოსახლეობა, ძირითადად ამ პერიოდიდან ლაპარაკობს ინდოევროპულ ენებზე (გერმანულ ტრადიციაში – ინდოგერმანისტიკა). შემდგომ ,,ორმოსებრმა” გადაიწია დასავლეთით, სადაც მეგალითების მშენებლების შთამომავლებს შეერწყა. ამან გამოიწვია ის, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის ტერიტორიებზე ახალი ხალხი გაჩნდა – იბერები. დღევანდელი ბასკები მათი დარჩენილი შთამომავლები არიან. მათ გააჩაღეს (ფორმით შუასაუკუნეების მსგავსი) ციხე-სიმაგრების დიდი მშენებლობები, განსაკუთრებით ინგლისის ტერიტორიაზე. იყენებდნენ მეგალითების მსგავს სამშენებლო ტექნიკას. იბერები თავიანთ ბელადებს მდიდრულ გორასამარხებში ასაფლავებდნენ. ბევრი ლეგენდა ეფუძნება ამ პერიოდის გადმოცემებს, მაგალითად მეფე არტურის შესახებ. შედეგად მოხდა, რომ მათთან ჩამოყალიბებული ზარისებური თასების კულტურა, ზონარისებურთან შედარებით უფრო დაიხვეწა. და იბერებმა უკვე ქვის ცულებს ბრინჯაოს ხანჯლები დაუპირისპირეს. მათ მოახერხეს 300 წლით დაებრუნებინათ (დაახლოებით 1500 ძვ. წ.) გერმანია და ჩეხეთი, განდევნეს რა ბერძნთა წინაპრები საბერძნეთში, მაგრამ ამავე პერიოდში ,,ზონარისებურებმა” საფრანგეთი დაიპყრეს. თუმც ინდოევროპელებმა გერმანიაში მაინც შესძლეს მათი შევიწროება,მაგრამ იბერთა კვალი გერმანულ კულტურაში დღემდე თვალსაჩინოა. 
(სტატია მოძიებულია ინტერნეტში)

  რუსულიდან თარგმნა: დ. ცინცაძემ.                                                               

                                                                                                                                              დამატება: № 3

                   
წინამდებარე დამატება წარმოადგენს მხოლოდ საინფორმაციო სახის სტატიას და მიუთითებს არსებული პრობლემის სირთულეზე.
საინტერესო იქნებოდა სტატიაში აღნიშნული ,,ახალი” ლინგვისტური მეთოდის გამოყენება ქართულ ენის ანალიზისას რა მაჩვენებლებს მოგვცემდა?
(წინასწარ გიხდით ბოდიშს დაბალი ხარისხის თარგმანისთვის)

                                                            ჩანს, რომ არიები მაინც და მაინც ,,რუსეთიდან” არ უნდა იყვნენ?!

        ახალზელანდიელ ლინგვისტებს, რასელ გრეის და კვენტინ ატკინსონს (ოკლანდის უნივერსტეტიდან) მიაჩნიათ, რომ არიათა (არიელებთა, არიელთა) ,,საცხოვრის” წარმოადგენდა სამხრეთ კავკასია და მცირე აზია და არა დღევანდელი რუსეთის ტერიტორია, როგორც დღეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლიის. მეცნიერები ასეთ დასკვნამდე მაშინ მივიდნენ, როდესაც ინდოევროპული ენების ნათესაური კავშირის ანალიზისთვის, ახალი სტატისტიკური მეთოდი გამოიყენეს. მათ დაასკვნეს, რომ ინდოევროპული ენების განცალკევება (ერთობის დაშლა) საკმაოდ ადრე მოხდა ძვ. წ-ის 10000 -სა და 8000-ს წლებს შორის და არა ძვ. წ-ის VI ათასწლეულში, როგორც ამას დღეს მეცნიერთა უმრავლესობა თვლის. ეს ,,აღმოჩენა” ნაწილობრივ ამართლებს  ე. წ. ანატოლიურ თეორიას (ინდოევროპელების მცირე აზიიდან წარმოშობაზე). ინფორმაცია ამ აღმოჩენის შესახებ სერიოზულ სამეცნიერო ჯურნალში ,,ნატურე”-ში გამოქვეყნდა. არიული ანუ ინდოევროპული (ადრე მას აგრეთვე ინდოგერმანულსაც უწოდებდნენ) ენობრივი ოჯახი, მსოფლიოში ყველაზე მრავალრიცხოვანია. მასში შედის რამდენიმე ენობრივი ჯგუფი: ინდური ანუ ინდოარიული; ირანული; ბერძნული, იტალიკური, რომლის შემადგენლობაშიც შედიოდა ლათინური ენა  და რომლის შთამომავლები რომანულ ჯგუფს წარმოადგენენ; კელტური, გერმანული; ბალტიური; სლავური; აგრეთვე იზოლირებული ინდოევროპული ენები – სომხური და ალბანური.
    ვფიქრობ, ყველას ააქვს წარმოდგენა ძველ არიულ ცივილიზაციაზე, რომელიც ჩრდილოეთ ინდოეთსა და ირანში ძვ. წ-ის 2 ათასწლეულში არსებობდა. შედარებითი ინდოევროპეისტიკის ფუძემდებლებს, დიდი ხნის განმავლობაში, ყველა ინდოევროპული ენის წინაპრად ,,უკამათოდ” მიაჩნდათ სანსკრიტი (ძველ არიათა ,,კულტურული” ენა). მაგრამ არიები ინდოეთსა და ირანში საიდან უნდა მისულიყვნენ? ამ საკითხს, ძირითადად, ორი მთავარი კონცეფცია ეხმიანება. კლასიკური ,,ყორღანული თეორია” რომელიც თვლის, რომ არიათა წინაპრები ევრაზიული სტეპების (ველ მინდვრების) მომთაბარეები იყვნენ და დაახლოებით ძვ. წ-ის 6 ათასწლეულში, სამხრეთ რუსეთიდან და უკრაინიდან ,,მოჭენდნენ” ინდოეთში. ამ თეორიის თანახმად, ინდოევროპულ ენათა განყოფა სწორედ მაშინ დაიწყო. მეორე თეორია – ზემოთ ნახსენები ანატოლიური (სხვათაშორის შემოთავაზებული ჩვენი თანამემამულის თ. ვ გამყრელიძისა და ვ. ვ. ივანოვის მიერ), - აცხადებს, რომ ინდოევროპელთა წინაპრები მშვიდობიანი მიწათმოქმედები იყვნენ და ცხოვრობდნენ თანამედროვე თურქეთისა და სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე. ანატოლიური თეორიის თანახმად, ევრაზიაში ამ მიწათმოქმედი კულტურის განვრცობა ძვ. წ-ის 9500 – 8000 წელს იწყება, ანუ გაცილებით ადრე ვიდრე ,,ყორღანული” თვლის. ამიტომ ახალზელანდიელ მეცნიერთათათვის საკითხი ასეთი სახით იდგა - თუ რამდენად ადრე უნდა მომხდარიყო ინდოევროპულ ენათა განყოფა. ენათა ნათესაობას, ლინგვისტიკაში ორი მთავარი მიმართულება სწავლობს – კომპარატივიზმი და გლოტოქრონოლოგია. კომპარატივიზმი (იგივე შედარებითი ენათმცოდნეობა) ერთმანეთს ,,ადარებს” ლექსიკას, გრამატიკას და წარმოთქმას. რაც ენების ნათესაობის ხარისხისა და დონის დადგენის შესაძლებლობას იძლევა, მაგრამ ამასთან აპელირებს პირობითი და ზოგადი განსაზღვრებებით. მარტივად. რომ ითქვას კომპარატიული მიდგომა უპასუხებს შეკითხვას თუ ორი ენიდან რომელი უფრო ახლოს დგას მესამესთან (მაგალითად უკრაინული უფრო ახლო დგას რუსულთან, ვიდრე გერმანული ან ალბანური), მაგრამ ვერაფერს იტყვის მათი ,,განცალკევების” აბსოლუტურ დროზე. გლოტოქრონოლოგია დროის აბსოლუტურ მიმართებაზე აპელირებს. გლოტო ქრონოლოგია – (ბერძ: გლოტტა - ენა, ცჰრონოს - დრო, ლოგოს – სიტყვა, სწავლება) – წარმოადგენს შედარებით-ისტორიულ ენათმეცნიერების სახეს, რომელიც შეისწავლის ენათა ცვლილებების სიჩქარეს და ამ ნიადაგზე არკვევს მონათესავე ენების დაცილების დროს და მათი ნათესაობის ხარისხს. მონათესავე ენების დაცილების დროის განსაზღვრისას, გლოტოქრონოლოგია გამოდის შესაძლებლობიდან, რომ ლექსიკური მარაგის ძირითადი (განსაზღვრული) ნაწილი, დროის გარკვეულ მონაკვეთში, ერთნაერი სიჩქარით იცვლება. ანალიზისთვის არჩევენ 100-200* (1) ყველაზე შენარჩუნებულ სიტყვებს (კოგნატს) (საკუთარი ნაცვალსახელები, ზოგიერთი მოქმედების ზმნა, ელამენტარული ფიზიოლოგიური გრძნობები და შეგრძნებები, სიგრძის ერთეულები, ზოგიერთი ყვავილის და ცხოველის სახელი...).  ასეთი სიიდან ერთ ათასწლეულში 80 %-ის შენარჩუნება ხდება (81% -200 სიტყვის, 86% - 100 სიტყვის). ენების დაცილების უფრო ნაკლები დრო განისაზღვრება ფორმულით - t = logC/2log r, სადაც - С –ძირითად სიაში დამთხვეულ სიტყვებს  აღნიშნავს, r – სიის შენარჩუნების კოეფიციენტს (შესაბამისად 81% ან 86%). სამწუხაროდ, ბოლო დროს ეს მიდგომა ძლიერ იქნა კომპრომენტირებული. ისტორიის სიღრმეში შეღწევის მცდელობისას ჩდება გარკვეული პრობლემები. პირველ რიგში, ნათესაური კავშირების ხე, რომ შეიქმნას, უცნობია საფუძვლად რომელი კოგანატები, რომელი ენიდან უნდა იქნას არჩეული. შერჩევის მეთოდი ძალზედ პირობითია, რის გამოც კვლევის სიძლიერე და ხარისხი კლებულობს. მეორე რიგში ის არის რომ,r – კოეფიციენტი, სხვადასხვა ენობრივი  ჯგუფისთვის შესაძლებელია დროშიც საკმაოდ განსხვავებულები აღმოჩდნენ. მესამე რაც სურათს ამრუდებს, არის სიტყვების შესაძლო სესხება. გარდა ამისა (მეოთხე), შეიძლება მოხდეს მოკლე დროით, ენის განვითარების შეფერხება, რაც ანალიზზე ასევე ძლიერ მოქმედებს. ეს ბზარები, რომ გასწორებულიყო, ახალზელანდიელმა მეცნიერებმა გამოიყენეს რამოდენიმე ახალი სტატისტიკური მეთოდი. პირველად მათ განსაზღვრეს თუ ყველაზე ოპტიმალური რომელი ნათესაური ხე უნდა იყოს (ანუ ანალიზისთვის რომელი კოგანატებია ყველაზე ბუნებრივად გამოსადექი). შემდეგ გაანალიზეს ნათესაური ხის ტოპოლოგია იმაზე - თუ ევოლუციის პერიოდში, r – კოეფიციენტი რა ,,დონეზე” შესამჩნევად იცვლებოდა. მეცნიერებმა გამოიყენეს - მონტე-კარლოს ჯაჭვის მარკოვული სტატისტიკური მეთოდი*(2). შემდეგ გამოავლინეს შესაძლებელი ნასესხები სიტყვები და ისინი ამოიღეს გასაანალიზებელი ბაზიდან.
    და ბოლოს მეცნიერებმა გამოიყენეს ,,შემცირების” (დახვეწის)* (3) აგლორითმი  რაც ენის ცვლილების სიჩქარის კორექტირების შესაძლებლობას იძლევა. ახალზელანდიელმა ლინგვისტებმა, ინდოევროპული ენების დადაენის საბაზო მონაცემები გამოიყენეს. მათ 87 ინდოევროპული ენის, 2449 კოგნატი გაანალიზეს. მათ მიერ მიღებული ენათა ნათესაური ხის სურათი, კლასიკურს კარგად ,,ეთანხმება”, მაგრამ ,,პატრა” სხვაობებიც წარმოიშვა. შედეგად მეცნიერებმა წამოაყენეს რომანულ-გერმანულ-კელიური ზეჯგუფის იდეა. ალბანური ენა დამოუკიდებლად ითვლებოდა (არცერთ ჯგუფში არ შედიოდა) და ვერავინ ადგენდა მისი წარმოშობას. გრეიმ და ატკინსმა კი აჩვენეს რომ ის ინდო-ირანულს ენათესავება.
                                                                                                                                                                                                                                                                   
      * (1)  სიტყვების სხვადასხვა რაოდენობა იძლევა სხვადასხვა მონაცემს რაც გლოტოქრონოლოგიის ნაკლოვანებაზე მეტყველებს. 
      * (2) ,,статистический метод Марковских цепей Монте-Карло”
      * (3) ,,алгоритм сглаживания”

  რუსულიდან თარგმნა: დავით ცინცაძემ
  სტატია ინგლისურ ენაზე, მოიძიე სამეცნიერო ჟურნალში ,,NATURE" 

  (ინტერნეტ-ინფორმაცია)
 
 
დამატება № 1 - წარმოადგენს სტატიის ავტორის (დავით ცინძაძის) მიერ შედგენილ სპეციალურ სიას რომელიც ამ ფორმატშიი ვერ განთავსდა.

დაინტერესების შემთხვევაში მოგაწოდებთ შესაბამისი სახით

პატივისცემით: დავით ცინცაძე

13.10.2010 
სტატიის განთავსების თარიღი



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები